.

3 1 0
                                    

ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ რას ნიშნავს ემოციები,გიფიქრიათ იმაზე ემოციებს თუ უნდათ რომ გამოიხატონ?

შეიძლება სევდას სულ არ უნდა სევდიანი იყოს,მას ღიმილი ურჩევნია...
გაოცებას საერთოდ არ უნდა გაოცდეს,შეიძლება მას სულ სხვა რამ აოცებს...
სიხარულს არ უნდა რომ განიცადონ,შეიძლება მას ცუდად ყოფნა ურჩევნია...
ტკივილს კი ალბათ ყველაზე მეტად სძულს მისი თავი...
შეიძლება სიძულვილსაც არ უნდა ასე ყოფნა,შეიძლება ის კეთილია....

თუმცა ამ სამყაროში ჩვენ,ადამიანები განვაგებთ ყველაფერს.
ჩვენ,ადამიანებს გვიხარია,გვძულს,გვტკივა...
ჩვენ გვსურს რომ საკუთარ თავს მივაყენოთ ტკივილი,დარდი,ბედნიერება....

წარმოგიდგენიათ რომ იმის მიუხედავად რომ ამ ემოციებს ჩვენ ვმართავთ,ხანდახან პირიქითაც ხდება და ემოციები გვართავენ ჩვენ(ნეტავ ეს ხანდახან იყოს...)

როგორ შეუძლია ტკივილს წლები დარჩეს ჩვენს სხეულში,არსად არ ეჩქარებოდეს,არსად უნდოდეს წასვლა...
ხვდებით რომ ამ ერთ ემოციას შეუძლია კიდევ ათასი ემოცია მოიყვანოს და მათზე პატრონობა გადაწყვიტოს.
შეუძლია რომ ის სიხარული ვერ გამოგახატინოს რომელსაც განვიცდით,ხანდახან ტკივილი შეიძლება ისეთიც იყოს რომ ვერც სევდა ვერ გამოხატოთ....

და რატომ?
რატომ ვაძლევთ ამდენის უფლებას უბრალო ემოციებს...
რატომ არ ვაკონტროლებთ ჩვენს ჭკუაზე და რატომ არ ვაგდებთ ჩვენი სხეულიდან.

დროთა განმავლობაში ეჩვევი ყველაფერს,ეჩვევი იმ ემოციებით გატენილ თავს და რომ შეიცვალო ალბათ შეიძლება არც მოგეწონოს შენი თავი....

ეჩვევი ტკივილს და ყოველდილას მასთან ერთად იღვიძებ...
ეჩვევი სევდას და ის სამსახურში გაცილებს...
ეჩვევი დარდს და მასთან ერთად გადიხარ ლანჩზე...
ეჩვევი სიხარულს და მასთან ერთად ბრუნდები სახლში...
ეჩვევი სიყვარულს და მასთან ერთად გიწევს ვახშმობა...
ეჩვევი და ყველა ემოციასთან ერთად იძინებ ღამით,იმის ფიქრში რომ შემდეგ დღესაც იგივეს გაიმეორებ...

ასე იქმნება ყოველდღიურობა,შემდეგ კი იბადება შიში...
შიში იმისა რომ რაღაც ისეთი არ მოხდეს რომ ეს ყოველდღიურობა შეგიცვალოს....
აღარ გაინტერესებს სიახლეები,რადგან რაღაც ახალს შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებას მოგწყვიტოს....

განა ცუდია ეს ყველაფერი,მაგრამ შენ შიში გმართავს,შიში ბატონობს შენზე...


..........

Emotions/ემოციებიWhere stories live. Discover now