1.🐣Begining Of Everything🐰

607 32 11
                                    

Წარსული დრო

Ავტორის Pov

- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეა, იმიტომ, რომ დღეს პატარა ჯეონის დაბადების დღეა - ერთხმად უმღეროდნენ პატარა ბიჭუნას საწოლთან შეკრებილი ოჯახის წევრები.

- მე პატარა არ ვარ - წარბებ შეჭმუხნულმა წარმოსთქვა - უკვე 6 წლის ვარ - თვითკმაყოგილებით აღსავსე თვალებით შესცქეროდა უფროსებს.

- ხო, რა თქმა უნდა შენ ჩვენი დიდი ბიჭი ხარ ჯეონ ჯონგუკ - ღიმილით თქვა შუა ხნის ქალბატონმა.

- ხო, კარგი დიდი ბიჭია გავიგეთ და იქნებ ეს ტორტიც დაჭრათ, ხელები ჩამომწყდა - თვალების ატრიალებით მიუგო 14 - 15 წლის ბიჭმა, რომელსაც ხელში უზარმაზარი დაბადების დღის ტორტი ეჭირა, დანარჩენებს.

- მართალი ხარ ძმაო, მაგრამ ტყუილად არ გაგიხარდეს, ეს ტორტი მხოლოდ ჩემი - დიახ პატარა ჯეონი მესაკუთრეობით ყოველთვის გამოირჩეოდა.

- და ამხელა ტორტის ჭამას მარტო აპირებ ღლაპო? Მუცელი დაგეტყობა და შენს ბაღის "შეყვარებულებთან" ვეღარ იბლატავებ - თავისივე ნათქვამზე ჩაბჟირდა უფროსი ძმა და ტორტი კინაღამ გავარდა ხელიდან.

- როგორ ბედავ... - Ჯონგუკი უკვე ცოფდებოდა, კი 6 წლის ბავშვის გაბრაზების მთელს ოჯახს ეშინოდა.

- ჯონგუუკ, ჰოსოკ შეწყვიტეთ! - გაისმა უფროსი ჯეონის ხმა - და ჰოსოკ, დღეს შენი პატარა ძმის დაბადების დღეა, ამიტომაც მოგვიწევს მას ყველაფერი ავუსრულოდ, ახლა კი გავიდეთ, რომ Ჯონგუკი გაემზადოს.

Ჰოსოკი ამ ყველაფრით დიდად უკმაყოფილო დარჩა. Ჯონგუკმა კი იგი გველური ღიმილით დაასაჩუქრა, ისე რომ სხვებს არაფერი არ შეემჩნიათ.

Პატარა ჯეონი ფეხზე წამობანცალდა. Დღეს ხომ იგი 6 წლის გახდა. Დღეს ის დღეა, როცა მისი მშობლები მას ყველაფერზე თანხმდებიან.

Თავსი Უზარმაზარ გარდერობში შეძვრა. Დიახ ექვსი წლის ბავშვს შეეძლო თავისით ჩაცმა. Დამოუკიდებლობით გამოირჩევა. Არ უყვარს როცა სხვა აჭმევს და ცოფდება როცა რაიმეს გაკეთებას აძალებენ.

Strawberry Lips 👄Jikook👄Where stories live. Discover now