რისთვის ვარსებობთ,რისთვის ღირს ბრძოლა?- სიყვარულისთვის,კეთილდღეობისთვის, სიმართლისთვის,თუ ყველაფრისთვის ერთად?
და რა მოხდება მაშინ,როდესაც ბრძოლის ძალა აღარ შეგრჩება?მაშინ,როდესაც ყველაფერზე უარის თქმა მოგინდება და უკან დასაბრუნებლად ყველა გზას გადაჭრი, როდესაც შენთვის ფერები გაუფრულდება და მხოლოდ იმის ძალა გექნება,რომ ისუნთქო.
.
.
.
-ამაია,შეგიძლია ჩამოხვიდე?-ისული გოგონას ხმამაღლა ეძახის.ქალბატონის შეძრწუნებული გამომეტყველება მასში ბობოქარ ქაოსს გამოხატავს.-გისმენ,დედა,-ამაია დედასთან ახლოს მიდის, სახეზე შიში ესახება,როდესაც ქალბატონს მსგავს მდგომარეობაში ხედავს,მას წარმოდგენაც კი არ აქვს რა ხდება,ამიტომ საშინლად იბნევა და ადგილზე შეშდება.
-ამაია,-ისულის მზერა გოგონას ხვდება,- მამაშენი,-წარმოთქვამს ქალბატონი და მუხლები ეკეცება.
-დედა,-გოგონა ისულთან ჩაიმუხლა,მოეხვია და მისი დამშვიდება დაიწყო.
-მამაშენი დაბრუნდა,ამაია,-აკანკალებული ხმით წარმოთქვამს ის,-მან ცოტახნის წინ დამირეკა,-ცრემლები უსველებს ისულს ვარდისფრად შეფაკლულ ღაწვებს,-ის დაბრუნდა,-ცრემლებს ვერ იკავებს და უკვე ქალიშვილის მკლავებში გულამოსკვნილი ტირის.
სულ რაღაც ნახევარ საათში ისულს მშვიდად ეძინა ემოციებისაგან დაღლილს,ამაია განადგურებული საკუთარ ოთახში ისვენებდა.
გოგონამ თავისდროზე რთულად გადაიტანა მამის წასვლა,მისი დაკარგვა.ახლა კი,სამი წლის შემდეგ,ის არსაიდან გამოჩნდა,ასე მოულოდნელად და გოგონა ვერ ხვდება,თუ რატომ ვერ გრძნობს ვერაფერს,რატომ არ უხარია.მან ჯერ კიდევ ვერ აპატია მამას გაქცევა,მისი მიტოვება.ამაიას ღაწვებზე ერთადერთი ცრემლი დაეშვა.ცრემლი,რომელშიც ყველა უთქმელი დარდი იყო თავმოყრილი.გოგონამ ხელჩანთა აიღო და სახლიდან ჩუმად გავიდა,რომ სუფთა ჰაერზე ეფიქრა,გაეანალიზებინა ცოტა ხნის წინ მომხდარი და გაესუფთავებინა გონება.
ის სახლთან ახლომდებარე პატარა კაფეში შევიდა,პატარა შენობაში ყოველთვის სიმშვიდე და კომფორტი სუფევდა,რაც ამაიას მეტად მოსწონს.თეჰიონთან ერთად ხშირად დადიოდა მსგავს ადგილებში,მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ისინი უფრო დაკავებულნი ხდებოდნენ იმისთვის,რომ დრო ერთად გაეტარებინათ, ამიტომ ახლა ისინი რამდენიმე წუთიანი შეხვედრებით კმაყოფილდებოდნენ.
YOU ARE READING
Infinity in one second
Ficção Adolescenteმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.