დღევანდელი დღე გაღვიძებით არ დაწყებულა.არც სასიამოვნო მომენტებით. საერთოდ დღევანდელი დღე არც სადმე წასულა. ის მუდმივად აქ იყო და ახლაც არის. არც მიდის, არც მოდის. აი რასაც ჰქვია უბრალოდ არის და არსებობს.
დღეს თორმეტი ივნისია. ზაფხული. ეჰჰ რა კარგია ზაფხული. ბებოსთან სოფელში ასვლა. ბავშვებთან ერთად წუწაობა და სიმხიარულე. საღამოს კოცონთან ისტორიების მოყოლა და საწოლში გვიან დაწოლა იმისდამიუხედავად რომ კიდევ გინდა გეღვიძოს მაგრამ ამავდროულად სხეულში შემოპარული დაღლილობა თავისას შვება და ტკბილ სიზმრებში გფუთავს. დილაუთენია საწოლიდან წამოხტომა და გარეთ გავარდნა იმის შიშით ნეტავ ჩემს გარეშე ხომ არ დაიწყეს წრეში ბურთის თამაშიო. აი ასეთი იყო ზაფხული იმ შორეულ მოგონებებში რომელიც უკვე ბუნდოვანი გამხდარიყო და მეხსიერებას ძვლივსღა ებღაუჭებოდა.
კიდევ ერთი წელი და მორჩა. დასრულდება ბავშვობა. ჩვენში ჩაიმალება ის ბავშვი რომელსაც ყველაზე მეტად გარეთ ყოფნა და წვიმაში ფეხშიშველა ფეხბურთის თამაში უყვარდა. ჩაიმალება. და სხვას დაუთმობს გზას. მაგრამ მინდა კი მე ეს? მინდა რომ ის ბავშვი გაქრეს ან სადღაც კუთხეში მიიმალოს? არა. არ მინდა.
ზაფხულის ბოლო კვირაში სკოლაში მხოლოდ ისინი მივდიოდით ვისაც ცოტათი ჩაბერილი გვქონდა. ყოველ შემთხვევაში ამას ჩვენ თვითონ ვიძახდით. გასულ წელს არ მივედი. მარტო დავრჩი და სხვები მივატოვე. ვიცი რომ გამიგეს. რომ არ გაეგოთ არც მეწყინებოდა.იმისდამიუხედავად რომ ბევრი მეტყვის სწორად მოიქეციო, ვფიქრობ რომ უნდა მივსულიყავი. მათთან ურთიერთობა არ უნდა გამეწყვიტა პირიქით ისინი უფრო ახლოს უნდა მომეშვა. მაგრამ ხედავთ რა გავაკეთე? ყველაფერი გავაფუჭე და საქმე უარესი გავხადე. ვფიქრობ რომ შევცდი. და რაღაც მხრივ ვნანობ. ვნანობ რომ ასე გამოვეყვე ყველას და ყველფერს მაგრამ მეორე მხრივ ვთვლი რომ ეს უნდა გამეკეთებინა. მჭირდებოდა რომ დრო საკუთარ თავთან გამეტარებინა. დავფიქრებულიყავი და გადაწყვეტილებები მიმეღო. ვიცოდი და ვგრძნობდი კიდევაც რომ ესე მოქცევა საჭირო იყო.
YOU ARE READING
სიყვარულის გამოუთქმელი ექო
Romanceმწუხარების წყნარ კუთხეში მჯდომ ელისაბედს თან დასდევს ძლიერი სევდა. და ნუგეშს მხოლოდ მარტოობაში , საზოგადოებისგან მოშორებით პოულობს.მაგრამ ხდება რაღაც რაც არ უნდა მომხდარიყო. მათი გზები სასწაულებრივად იკვეთება და ეს ისტორია ადამიანის სულის განკურნები...