🌟თავი 1🌟

106 5 14
                                    

ყველაფერი 7 დეკემბრის ერთ უბრალო საღამოს დაიწყო... იმ დღეს შეყვარებულის გამო ჩხუბი მომივიდა ერთ ძუკნასთან. საშინლად გავბრაზდი როცა გავიგე რომ ვიღაც გოგო მადანაშაულებდა იმაში რომ, ჩემი შეყვარებული მას ჩემს გამო აღარ აქცევს ყურადღებას... ანუ ისინი ერთ დროს კარგი მეგობრები იყვნენ მაგრამ როცა გიომ (ჩემმა შეყვარებულმა) მე გამიცნო იმ გოგოს აღარ ეკონტაქტებოდა, ყურადღებას აღარ აქცევდა. მაინც ყველაზე ნერვებ მომშლელი ის იყო რომ ამ გოგოს ჩემი შეყვარებული არა, მეგობრულად, არამედ ჩვეულებრივი სიყვარულით უყვარდა, ჩვეულებრივი კი არა თავდავიწყებით უყვარდა.

იმ საღამოს ძალიან გაბრაზებული ვიყავი, არ ვიცი რა მაბრაზებდა, რომ დავფიქრდეთ მათ შორის მე ჩავდექი და გიომ ყურადღება ჩემზე გადმოიტანა, რის გამოც ის გოგო დაივიწყა და საერთოდ დაიკიდა...იმ მომენტში მაინც მაგრად მეკიდა მე ვიყავი თუ არა დამნაშავე.

იმ გოგოს ლანძღვისგან დაღლილი და ნერვებ მოშლილი, ვიჯექი და კედელს ვაშტერდებოდი...როცა მოულოდნელად ტელეფონზე, Messenjer-იდან მომივიდა შეტყობინება.ვიღაც შოთო მწერდა შემდეგნაირად:

- როგორ ხარ?♥️

მესიჯი მობეზრებით გავხსენი, ვიფიქრე ეს ვინაა და ჩემგან რა უნდა თქო მაგრამ უცებ, ჩემ და გასაკვირად გადავწყვიტე მისთვის პასუხი დამებრუნებინა...

- კარგად! - მინაწერში სიმკაცრე და აგრესია იგრძნობოდა

- რას შვები?

- არაფერს!

-რა გჭირს, თავს გაბეზრებ?

-არა!

-აბა რა საჭიროა ასე იაზვად ლაპარაკი?🙂

- ბოდიში, უბრალოდ ნერვებ მოშლილი და გაბრაზებული ვარ, ამიტომ თავს ვერ ვაკონტროლებ და ასე იმიტომ გელაპარაკები.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 19 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სიყვარული და ვნება ონლაინში...Where stories live. Discover now