1

711 25 2
                                    

-ლილი ადექი დაგაგვიანდებაა
-ხო 5 წუთიც და ავდგები
-დროზე! ბატონი გიორგი გეძახის, გაემზადოს და ჩამოვიდესო
-რახდება ?
-არ ვიცი კაბინეტში გელოდება
-კარგი
მალევე ავდექი და გავემზადე ხო მართლა დამავიწყდა ჩემი გაცნობა მე ლილი არეშიძე ვარ 20 წლის  გიორგი არეშიძის ერთადერთი ქალიშვილი დედა 5 წლის წინ ავარიაში გარდაიცვალა ხშირად მადარებენ მას გრძელი ყავისფერი თმა მუქი თაფლისფერი თვალები სავსე ტუჩები გამოყვანილი სხეული და საშვალო სიმაღლე როგორც მამიკოს ერთადერთ გოგოს ყველა თავზე დამტრიალებდა საკმარისი იყო რაღაც მომესურვებინა უკვე ჩემი ხდებოდა მამაჩემი ბიზნესმენი და მაფიოზი არეშიძეების ოჯახის მთავარი წევრია კაბინეტის წინ ვდგავარ და გული მიგრძნობს რაღაც ძალიან ცუდი მოხდება კარებზე ვაკაკუნებ და შევდივარ
-მამა მეძახდი?
-კი ლილი შემოდი
-რახდება?
შესვლისთანავე ჩემ საყვარელ სავარძელში ჩავსკუპდი
-ლილი ხო იცი რომ შენს მეტი არავინ არ მყავს ისიც იცი რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ და ცხოვრებაში შენგან არასდროს არაფერი მომითხოვია
-კი მამა ვიცი
-დღეს სტუმრები მოვლენ დანიელი და მამისი დათო ბერიძე მინდა ერთად ვივახშმოთ და ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ
მათ შენი ხელის თხოვნა უნდათ
უეცრად გავშეშდი არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვამბობდი
-ლილი კარგად ხარ?
-რა თქვი?
-დღეს შენი ხელის სათხოვნელად მოვლენ !
-ხო მარგრამ მე ჯერ ვერ გავთხოვდები!
-ლილი!
-ვთქვი რომ გათხოვება არ მინდა !
-მე შენთვის არ მიკითხავს! საქმეს ასე ჭირდება და როცა ოჯახს დახმარება ჭირდება ყველამ თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ! მორჩა თემა დახურულია! ოთახში დაბრუნდი !
ვერ ვცნობდი მამაჩემს ის ყოველთვის გულთბილი და კეთილი კაცი იყო ყოველ შემთხვევაში ჩემს მიმართ მაგრამ ეხლა ვუყურებდი და ვერ ვცნობდი ძალას არასდროს მატანდა მაქამდეც გამოჩენილან ჩემი ხელის სათხოვნელად მაგრამ მამაჩემს ყურიც არ შეუბერტყავს უარი ისე მიახალა, ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი,რა მოხდა ასეთი რომ მამაჩემი გათხოვებას მაიძულებდა.
ოთახში ავედი და წამოვწექი, არასდროს შევდიოდი გოგოების იმ კატეგორიაში რომლებიც დღე და ღამ ქვითინებდნენ თუ რამეს ვერ მიიღებდნენ, თავი ამტკივდა ტკივილ გამაყუჩებელი დავლიე და მალევე ჩამეძინა ხმაური მაღვიძებს.
-ლილიი ადექი მალე მოვლენ
ლილი გაიღვიძეე
-რახდება ნინა ?
-სტუმრები მალე მოვლენ უნდა გაემზადო
-კარგი და რატომ მაჩქარებ ? ჩემი ხელის თხოვნა თუ უნდათ ლოდინიც მოუწევთ.
ვთქვი და საწოლიდან ნელა წამოვდექი, სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე თითოეულ დეტალს უფრო და უფრო ვწელავდი კაბა მოვირგე თმა გავიკეთე და მსუბუქი მაკიაჟიც წავისვი და დაბლა ჩავედი სტუმრები უკვე ისხდნენ მაგრამ არა ჩემი ასაკის ბიჭი, მხოლოდ 16-17 წლის გოგონა შუა ხნის ქალი და მამაჩემის ტოლი კაცი.
-როგორც იქნა ლილი ჩამოხვედი გაიცანი ბატონი დათო, ქალბატონი ქეთი და მათი ქალიშვილი ნია, დანიელს დააგვიანდება,
ხელი ყველას ჩამოვართვი და მივესალმე, სუფრასთან დაჯდომას ვაპირებდი,კარზე ხმა გაისმა.
-აი ისიც დანიელიც მოვიდა
წამოიყვირა ბედნიერმა მამაჩემმა კარი გააღეს და სახლში დაკუნთული მაღალი ყავისფერთმიანი და მწვანე თვალება ბიჭი შემოვიდა ყველას ღიმილით მიესალმა მშობლებმა ერთმანეთი გაგვაცნეს ბედნიერები არცერთი ვჩანდით, მაშინვე სუფრას მივუჯექი,დანიელი ჩემს პირდაპირ იჯდა და ვგრძნობდი როგორ მათვარიელებდა თუმცა მე თვალს ვარიდებდი და მისთვის არც გამიხედავს
-მოკლედ მოგეხსენებათ აქ მხოლოდ სავახშმოდ არ მოვსულვართ, მინდა თქვენი ქალიშვილის, ლილის ხელი გთხოვოთ ჩემი ვაჟისთვის დანიელისთვის.
სახე არ შემცვლია ისე განვაგრძე ჭამა თითქოს არაფერი გამიგია.
-დიახ თანახმა ვარ,ჩემი ქალიშვილი მივათხოვო შენს ვაჟს
წყალი მოვსვი და დანიელს გავხედე რომელიც ისევ ხარბად მათვარიელებდა
თვალები გადავატრიალე და ისევ საჭმელს მივუბრუნდი ეხლა ყველაზე მეტად ამ ორი ადამიანის მოსმენა არ მინდოდა თუ როგორ განიხილავდნენ ქორწილის საკითხებს თუ ვინები უნდა დაეპატიჟებინათ, რამდენი და ა.შ.

იძულებით ქორწინებაWhere stories live. Discover now