1

922 26 2
                                    

გამარჯობა ვფიქრობ ჯერ ჯობს გაგეცნოთ და შემდეგ მოგიყვეთ ჩემი ამბის შესახებ
მე მქვია ნიცა დავიბადე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში მყავს 2 უფროსი ძმა პატარაობიდან მოყოლებული უდიდეს ყურადღებას მაქცევს ოჯახი თითოეული წევრი რადგან ერთადერთი გოგონა ვარ  ერთი ძმა ჩემზე 5 წლით უფროსია მას ლუკა ქვია მეორე კი 2 ით მას გიორგი
მე და გიორგი პატარაობიდან ძალიან ვგავართ ერთმანეთს ასაკის მიუხედავად
ხშირად ვეგონეთ ტყუპები რაზეც სიცილით ვამბობდით რომ ჩემზე უფროსი იყო გარეთ ორივე ძმას უამრავი მეგობარი ყავდა რაც უფრო ვიზრდებოდით სამეგობრო წრეც უფრო გვეცვლებოდა ჩემი ძმების სამეგობრო წრე ძალიან გაიზადა
ბევრი ადამიანი იყო ვისაც არ ვიცნობდი მაგრამ თვითონ ჩემზე უამრავი რამ ქონდათ გაგონილი და ცდილობდნენ ჩემს გარშემო ემოძრავათ და დამახლოვენოდნენ ვაღიარებ არაა სასიამოვნო შეგრძნება როდესაც უამრავი ადამიანი ცდილობს დაახლოებას გიჭირს გაარკვიო ვის რა სურს შენგან ჩემი ძმების სამეგობროდან ყველა დასავით მიყურებდა რაც ძალიან მსიამოვნებდა ერთი ადამიანის გარდა მას ნიკა ერქვა ჩემზე 3 წლით უფროსი იყო ყოველთვის ვგრძნობდი მისგან რაღაც სხვა დამოკიდებულებას თითქოს რაღაც უნდოდა ჩემგან მაგრამ ვერ იღებდა ხშირად მიკეთებდა კომპლიმენტს ტანისამოსა თუ ვიზუალზე რაც მსიამოვნებდა უდიდეს დროს ვახარჯაცდი ჩემს შეხედულებას რადგან ვიცოდი სადმე ნიკა შემხვდებოდა 15 წლის გოგოსთვის მნიშვნელოვანი იყო სილამაზე  და ჩაცმულობა ხშირად შემინიშნავს მისი ხარბი მზერა ჩემს სხეულზე ძალიან მომწონდა მაგრამ როდესაც მცირედ  ყურადღებას მაჩუქებდა მეორე დღეს ვიღაც გოგონასთან ხელ გადახვეულს ვხედავდი რაც გულს მტკენდა ვცდილობდი მის დავიწყებას მაგრამ საშვალებას არ მაძლევდა სულ ჩემს ირგვლივ ტრიალებდა და მაკვირდებოდა რამდენჯერმე შევნიშნე როგორი ცივი მზერით ათვარიელებდა ჩემს ირგვლივ მყოფ ბიჭებს  ჩემი ძმების გამო ყოველთვის ვერიდებოდი ბიჭებთან ურთიერთობას თუ მქონდა ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული მაგრამ ჩემი მეგობრობა საკმაოდ ახლო იყო ამიტომ ხშირად შემოუხვევიათ წელზე ხელი ან ჩამხუტებიან ეს არც ჩემთვის და არც ჩემი მეგობარი ბიჭებისთვის არაფერს ნიშნავდა მაგრამ ვგრძნობდი როგორ ეჭიმებოდა ყველა ძარღვი ნიკას როცა ამას ხედავდა ყოველთვის მესალმებოდა და მიღიმოდა თუ მარტო შემხვდებოდა ან ჩემს დაქალებთან ერთად მაგრამ არასდროს ჩემს ძმასთან რამდენჯერმე მითხრა კომპლიმენტი მაშინ როდესაც მასთან თავისი და ჩემი ძმის საერთო მეგობარი იყო როდესაც ცოტა შორს გავიდნენ გავიგონე როგორ უთხრა იმ ბიჭმა ნიკას "თავი დაანებე ნიცას ხომ იცი თავს დაიღუპავ თუ სხვა თვალით შეხედავ ლუკა და გიორგი მოგკლავენ"
ამ სიტყვებზე ნიკას პასუხი ვეღარ გავიგე მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რას ფიქრობდა ვცდილობდი დავიწყებას და ნელ-ნელა გამომდიოდა რადგან ვერ ვხედავდი ვიცოდი რომ სხვაგან იყო წასული მე ხომ 15 წლის სულელი გოგო ვიყავი რომელსაც უბრალოდ ყურადღება უნდოდა 2 თვის უნახავი ადამიანი ძალიან მენატრებოდა მაგრამ ვიცოდი კარგს არაფერს მოიტანდა ჩვენი "ურთიერთობა"
ამიტომ გადავწყვიტე ახალი ადამიანების გაცნობა
-ნიცა დღეს მივდივართ ხო ლიზასთან
-ხო წავიდეთ რავი
-ისე იქ ხო იცი დაგაყრიან კითხვებს შენ ძმებზე და ასე შემდეგ მარა წყობიდან არ გამოხვიდე
-ხო ხო ვიცი ისე ვინები იქნებიან იცი?
-რამდენიმე ვიცი ქეთა , მარი, საბა ,გეგა,თოკო, და ლიზა მარა კიდე იქნებიან ვიღაცეები ზუსტად არ ვიცი
-რა ჩავიცვა?
-ის შავი კაბა რამდენიმე დღის წინ რო
იყიდე ზურგზე ამოღებული
-კაი
-ხო გეგას ხო იცი რო მოწონხარ
მითხრა სიცილით ნინიმ
-მე? რა სისულელეა
-სისულელე? ლიზას თურმე შენზე ეკითხება რაღაცეებს დღეში ორჯერ მაინც
-რა სისულელეა ეგ ბიჭი სულ ერთხელ ვნახე  ისიცის 20 წუთი მგონი
-ერთი ნახვით შეუყვარდი
-რეებს ბოდავ იდიოტო
-რა რეებს ვბოდავ ისე ცუდი ბიჭი არაა სიმპატიურია კაი სტილიაქ გოგოებს მოსწონთ მეტი რა გინდა რავი
-ხო იცი არ მინდა  შეყვარებული მითუმეტეს ვიღაც იდიოტი
-რავი შენი ნებაა
-კაი გაემზადე და წავიდეთ
აბაზანაში შევედი და მალევე გავემზადე წავედით ლიზას დაბადების დღეზე  ლუკას ვთხოვე და მანქანით მიგვიყვანა იქ  მისულს უამრავი ადამიანი დაგვხვდა ყველა ერთობოდა შევედით თუ არა ბიჭებმა თვარიელება დამიწყეს ზოგი გოგონა მოვიდა გადამკოცნა და ისევ გაბრუნდა ზოგიც შორიდან მათვარიელებდა და ჩემს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდა რომ მერე გავეჭორე დივანზე დავჯექი და სასმელი ავიღე მალე გვერდით გეგაც მომიჯდა
-ნიცა ხო?
-კი
-მე გეგა ვარ
-გამიგია
-აჰამ კაია
არ გინდა ვიცეკვოთ?
-არა მე არ ვცეკვავ
-ვერ ერთობი?
-რავი ცუდი არაა
-წამო გარეთ გავიდეთ სუფთა ჰაერზე თორე ძაან ხმაურია
-კაი
ჰაერზე გამოვედით გეგამ სიგარეტს გაუკიდა რაზეც გამეღიმა
-რამე სასაცილოა?
-კი
-რა ?
-სიგარეტით მაგარი ტიპის როლს თამაშობ?
-არა
-შეგიძლია ჩააქრო? ვერ ვიტან სიგარეტის სუნს
-კარგი
-მადლობა
-დღეს ძალიან კარგად გამოიყურები
-მართლა? მადლობა
მის ნათქვამ სიტყვებზე ვიგრძენი როგორ ავწითლდი ნელ-ნელა ჩემსკენ იწეოდა და ვიგრძენი წელზე ხელი როგორ შემომხვია შემდეგ კი ჩემს უკან რაღაცას მიაშტერდა
-ამ ტიპს იცნობ?
-ვის?
-აი იქით დგას  ჩვენ გვაკვირდება მგონი გიცნობს
შორს მდგარ რამოდენიმე ბიჭს შევხედე და მაშინვე შევამჩნიე ნიკას თვალები მე და გეგას საშინელი სახით გვიყურებდა მეგონა მოვიდოდა და ორივეს მოგვკლავდა მაგრამ რათქმაუნდა მას არანაირი უფლება არ ქონდა აქ მოსულიყო და ეჩხუბა ის წავიდა 2 თვით და მანამდე კიდე თავს მარიდებდა ასე რომ ეს მე ვარ მასზე გაბრაზებული
-კი ვიცნობ
ტელეფონზე ზარი შემოდის გიორგი მირეკავდა
-გეგა ორ წუთში მოვალ
მოვშორდი გეგას და წამოვედი უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი იმ ადგილს სადაც ნიკა იდგა მაგრამ მასთან არ მივდიოდი
📱
-ალო ნიცა საით ხარ?
-ლიზას დაბადების დღეზე
-ყველაფერი კარგადაა?
-კი რამე მოხდა ?
-არა არაფერი წამოსვლას რო დააპირებ მითხარი და მოგაკითხავ და ხო ვიმემ თუ შეგაწუხა დამირეკე
-კარგი
ტელეფონი გავთიშე და უკან ვაპირებდი დაბრუნებას როცა ნაცნობი ხმა მომესმა
-ნუ თუ იმდენი ხანია არ მინახიხარ რომ ვერ მიცანი
შევბრუნდი და ნაცნობი სილუეტი დავინახე
-ნიკა
-კი მე ვარ
-აქ რას აკეთებ?
-2 დღის წინ ჩამოვედი აქ მეგობრის სანახავად მოვედი
-კარგია გამიხარდა შენი ნახვა
-მეც. როგორც ჩანს შეყვარებულთან განმარტოება გადაწყვიტე
-შეყვარებულთან?
-ხო
თვალებით გეგასკენ მანიშნა რომელიც ჩვენ გვაკვირდებოდა  და ელოდა როდის მივიდოდი მასთან
-აა გეგა ? ის ჩემი შეყვარებული არაა
-მართლა ? და ვინაა?
-არ ვიცი ალბათ მეგობარი
-ალბათ?
-ხო, კარგი მელოდებიან მე წავალ
-კიდევ შევხვდებით
-აუცილებლად
მოვშორდი  ნიკას და გეგასთან მივბრუნდი შიგნით შევედით  და ისევ დავსხედით
-ეგ ბიჭი ვინ იყო ?
-მეგობარი
-აშკარად არ მოვეწონე
-ხო დიდად კომუნიკაბელური არაა
საღამომ კარგად ჩაიარა და დამშვიდობება  გადავწყვიტეთ მე კი გიორგის დავურეკე
-გიო მალე მოხვალ ? დავიშლეთ
-აუ 20 წუში მოვალ კაი?
-20 წუთში?
-ხო
გიორგის ველაპარაკებოდი როდესაც წინ ნიკას მანქანა გაჩერდა
-გაგიყვანო?
-არა გიო მომაკითხავს
-სალომესთან ერთად იყო არ მოაცდინო მე გაგიყვან
-კარგი
მანქანაში ჩავჯექი და გიოს მივწერე რო ნიკას მივყავდი სახლში და აღარ მოსულიყო

ჩემი ძმის მეგობარიWhere stories live. Discover now