ავტორის pov:
გოგო ძალიან დაინტერესდა თუ რაში სჭირდებოდათ მისი დახმარება.
ცოტა ხანში ჯონქუქიც მოვიდა.
-კარგია რომ დამხვდი-უთხრა გოგოს ქუქმა.
-აღარ მეტყვით რაში გჭირდებით?
-კი გეტყვით. გავიგეთ რომ შეგიძლია ადამიანის ადგილსამყოფელი გაიგო კომპიუტერის დახმარებით.
-კი ასეა.
-ხოდა ზუსტად ამაში გვჭირდები.
-ხო მაგრამ შეიძლება ამას დიდი დრო დასჭირდეს. თვეები შეიძლება 1 წელიც კი.ეს მარტივი არაა.
-არაუშავს მთავარია ვიპოვოთ.
-კარგი მაშინ დღეიდან დავიწყებ.
-კარგი აზრია.ჯიმინ-ახლა ქუქი ჯიმინს მიუბრუნდა-კომპიუტერი უყიდე და რაც შეიძლება ჩუმად შეაპარე სახლში.
-ვაიმე ახლა გამახსენდა უნივერსიტეტი უკვე 15 წუთია რაც დამთავრდა.-ანერვიულდა უცებ გოგო.
-არაუშავს.წავედით!-მალევე წამოიყვანა ჯიმინმა გოგო და ძალიან სწრაფად დადიოდნენ რადგან გოგო 20 წუთს ანდომებდა უნივერსიტეტიდან სახლამდე მისვლას. მათ კი მხოლოდ 5 წუთი ჰქონდათ.როგორც იქნა მიაღწიეს. ჯიმინმა მანქანა სახლიდან მოშორებით დააყენა გოგო კი გადმოვიდა და სწრაფად გაუყვა სახლის გზას.
მივიდა მაგრამ მამა სახლში არ დახვდა, სარას გულზე მოეშვა.
*მეორე დღე*
გოგო უნივერსიტეტში მივიდა და ჯიმინის მანქანა შენიშნა.ცოტა გაუკვირდა."ამას აქ რა უნდა?" გაიფიქრა სარამ.თან მანქანას მიუახლოვდა.
-აქ რა გინდა?-იკითხა გაკვირვებით როდესაც ჯიმინი მანქანაში შეამჩნია.
-კომპიუტერი მოგიტანე-თქვა გაუნძრევლად.
-მომეცი-გაეღიმა სარას.
ბიჭმა მიაწოდა და წავიდა.
გოგომ კი ჩანთაში ჩამალა და უნივერსიტეტში შევიდა.როცა ლექციები დასრულდა სახლში წავიდა. სახლში მივიდა და პირდაპირ მის საქმეს შეუდგა.
გოგომ დასვენება გადაწყვიტა როდესაც მისი ოთახის კარებზე კაკუნი გაისმა.