.

94 10 1
                                    

სევდით შობილი.

ასე შევამკე საკუთარი თავი ჩემი სიცოცხლის თანმდევი მუქთახორა წუთისოფლის გამო 17 წლის ასაკში მაშინ, როცა უღმერთოდ დარჩენილმა, სასტიკმა ცისქვეშეთმა დედაჩემის სახით ჩემს დაბადების დღეზე ტკივილის მაბუდებელნი ჩამისახლა გამოფიტულ, ნაცრისფერ და მიძინებულ სულში.

თითოეული სიტყვა, რომელიც სიბრაზისა თუ ზიზღისგან სახეზე აღაჟღაჟებულ დედას ჩემ მიმართ ცეცხლწაკიდებული ისრებივით გადმოეტყორცნა განმგმირავი, შეუხორცებელი იარებით ჟღენთდა მოფრთხიალე გულს. წვა, რომელიც დახეთქილი ბაგეებიდან წარმოთქმული ჩუმი ხავილისას ჩახრენწილ ყელს მიბუგავდა თავს უჰაერო, უჟანგბადო ვაკუუმში წარმომადგენინებდა, სადაც მცდელობა, რომ სასუნთქი გზები მაცოცხლებელი ნივთიერებით გამეჟღინთა შინაგანი წვის, აუტანელი ტკივილის საწინდარი ხდებოდა.

17 წლის ასაკში მაშინ, როცა აკანკალებულმა ბარგი ჩავალაგე და უარყოფილი სახლიდან სხვა ქალაქში ჯიბეგაფხეკილი, შეშინებული და შეშფოთებული გავიქეცი...სულ მთლად მარტო დარჩენილმა გავიაზრე, რომ უკურნებელი სენით- სიმარტოვით ვიყავი დაავადებული.

სეულამდე ჩასასვლელად მწირი ბიუჯეტის გამო ავტობუსით 4 საათნახევარი ვიმგზავრე. 8 საათი სამსახურის ძებნაში გავლიე. შევდიოდი ყველა დაწესებულებაში: მდიდრულ, ღარიბულ რესტორნებსა თუ კაფეებში, სასურსათო მაღაზიებში, სასტუმროებში, პაბებსა თუ კლუბებში. სასოწარკვეთილი ვთანხმდებოდი მინიმალურ ანაზღაურებაზე, მაგრამ თითოეული დაწესებულების მეპატრონე კინწისყვრით მაგდებდა ცივ ასფალტზე, უარის შემგდომ.

შემდეგ ერთი საათი სასოებადაკარგულმა, უწყლობითა და შიმშილით გატანჯულმა უცნობ ადგილას ხეტიალში გავლიე, საბოლოოდ კი სიდუხჭირის გამო სეულის მიყრუებულ რაიონში სიცივისაგან მობუზულს, ბორდიურზე თავჩაქინდვრით წამომჯდარსა და სიკვდილამდე შეძრწუნებულს თავს ქუჩის ბანდის დილერი წამადგა, რომელიც ქუჩაში ცხოვრების, სიცივისა და შიმშილის თავიდან ასარიდებლად, ლუკმაპურის პოვნის საშოვნელად სამსახურსა და თავშესაფარს მპირდებოდა. ვიცოდი რა ოდენ საშიში იყო ასეთ ბანდასთან შეკვრა, მაშინ, როცა ჩემი თავის პატრონი მხოლოდ მე ვიყავი და ყურებსაც კი არავინ დაიბერტყავდა თუ ქუჩის ბარიგები წამაცლიდნენ თავს, მაგრამ იმედის ნაპერწკალი, რომელიც ჩემს გამოფიტულ გულში უცნობი კაცის სიტყვების გამო გაღვივდა შიმშილმა, თუ სიცივემ, შიშმა თუ სხვა ალტერნატივების არ ქონამ გადაწყვეტილება მიმაღებინა: 17 წლის ასაკში სეულის ბანდის- "ორაკუსის" წევრი გავხდი.

Only Mine - Taekook ✔️Where stories live. Discover now