.

58 4 1
                                    

გარინდული ჩურჩულნი ჩამესმიან გონების ღრმა ღრმულებში. ის ძველი მოგონებანი გულში, რომ გადავხაზე, ცხრა კლიტენი დავადე და ის თვალები დავიბრმავე ახლა შუშის, რომ ეთქმის. ის სიონი ფატრავენ ახლა სასიცოცხლო ორგანოებს, რომლებიც წარსულის მონაბერად, აჩრდილად მივიჩნიე.

" - ცის სადღეგრძელო შევსვათ, მეომარო...

- რატომ ცის, ოფიცერო?

- სწორედ ეს ცა ინახავს ყოველი მკვიდრის საიდუმლოს თავზე უშველებლად, რომ შემოგვლებია.

- იმ ბნელ საიდუმლოებსაც, რომელთაც გულში საუკუნო იარები დაუტოვებიათ, არა, ოფიცერო?

- შენი გული დაუჭრიათ, მეომარო.

- გული და სული თავად დავიდაღე, ოფიცერო."

~•~

*იქ, სადღაც შორს, სადაც ღრუბლები ტირიან.*

გახუნებულ, აქა-იქ დაძონძილ ქვეშაგებზე მჯდომარე ომეგა ხმაურიანად სუნთქავს. გულ-მკერდი მაღლა აუდი-ჩაუდის და მოკანკალე ფეხის გაჩერებას ღონეგამოცლილი, გადატყავებული ხელის გულით ცდილობს. შავი, ოფლით გაჟღენთილი დალალები შუბლზე უსიამოვნოდ მიჰკრობია, ნუშისებრი თვალის ჭრილთან თქრიალით მოსჩქეფს ალისფერი სისხლი, რომელსაც უმცროსის მთელი სახე მოწამულ ფერად შეუღებავს.

ასევე წითელი სითხე სდიოდა მარჯვენა მხრიდან, ზედატანი სულ მთლად უელვარებდა.. აცახცახებული ცდილობდა ის სხეული დაემშვიდებინა, რომელიც სიკვდილის ანგელოზს სულ მთლად შეესწავლა, თითქოს...

თვალებში, რომელთაშიც დაუძლეველი ჟინის სურვილი, პაექრობის მოსურნეობა და გონებაში დავლილი, ტკივილთან ასოცირებული გეგმები დაურბოდა მის წინ ცალყბად მჯდომარე უფროსი ძმის სახეს უხატავდა თან. ალფა, რომელსაც ფეხი-ფეხზე გადაედო, მუხლებზე დამხობილი, ტკივილის ალში გაბლანდულ და განრისხებისგან ნესტოებდაბერილ ძმას უყურებდა იქედნურად იღიმოდა, თან ხელში ოქროს მონეტებს კმაყოფილებისგან დაკრეჭილი ითვლიდა, აჩხრიალებდა, შემდგომ კი საგულდაგულოდ ყრიდა განკუთვნილ ქისაში მათ.

Where the clouds cry - Yoonkook ✔️Where stories live. Discover now