Part 21

218 15 11
                                    



29 დეკემბერს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ნუ რათქმაუნდა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მია და ერეკლე მთელი დღე კატა-ძაღლებივით იქცეოდნენ და ყველაფერზე ჩხუბობდნენ.

დღემ სასაცილოდ ჩაიარა. მიას და ერეკლეს ჩხუბითა და კინკლაობით ყველამ იხალისა, რასაც ცალკე ემატებოდა კესოს და გაბრიელის გაუთავებელი კამათები. თუმცა ახერხებდა კესო და გაბრიელს თავს არიდებდა მთელი დღე როგორღაც.

შეიძლება მაშინ არ ეტყობოდა, მაგრამ უსაზღვრო ემოციებს იწვევდა კესოში ის დღე, ის წუთები და წამები, როცა გაბრიელმა ოირველი კოცნა მოპარა.

გაბრიელი ვერ იტანდა როცა კესო თავს არიდებდა და ისე მოახერხა, რომ იმ დღეს რამდენჯერმე მაინც იკამათეს.

ამ დღემაც ესე ჩაიარა. 30 დეკემბერის დილას კი გოგონები სამზარეულოში დილიდანვე ფუსფუსებდნენ. ახალი წლისთვის უამრავი რამის მომზადებას ცდილობდნენ.

მთელი დღე გემრიელობების მომზადებაში გაატარეს და დღის ბოლოს, დაახლოებით 7 საათისკენ ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ. რადგანაც ბევრნი იყვნენ საქმეს ერთ დღეში მორჩნენ. ხშირ შემთხვევაში ზოგი 30-31 სულ სამზარეულოში ტრიალებენ და ცდილობენ ახალ წლამდე ყველაფერი მოასწრონ (როგორც ჩემთან :დდ), მათ კი ერთ დღეში ყველაფერი მოასწრეს.

დაღლილ-დაქანცულები მისაღებში გავიდნენ და ბიჭებს შეუერთდნენ. ადგილები დაიკავეს და მხოლოდ მია დარჩა ფეხზე. მისი ადგილი ვერ მოიძებნა, ასე რომ ერეკლესკენ წავიდა და ყვავივით დასჩხავლა.


— აეგდე ტაჩკის ცხენო დამსვი.- თქვა მიამ და თამ ცხვირი აიბზუა.

— არა.- ისე გასცა პასუხი ზედაც არ შეუხედია.

— აეგდე-თქო.- მკლავზე დაექაჩა მია.

— შემეშვი შე ბორშისფერ თმიანო.- ხელი აუქნია ერეკლემ.

— მთელი დღეა ღორივით კოტრიალობ! ადექი დამსვითქო!

Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now