1 თავი

581 20 7
                                    

კვადრატული ფორმის ოთახს სანახევროდ ანათებდა ჭერში დამონტაჟებული სუსტი განათება, მის ერთადერთ მოწყობილობას კი ცენტრში მდგარი რკინის მაგიდა და ერთმანეთის პირისპირ შემოწყობილი სკამები წარმოადგენდნენ, რომლებზეც ორ მამაკაცს დაეკავებინა ადგილი. ერთი მათგანი, შედარებით ასაკიანი , საქმიანი სახით ჩაჰკირკიტებდა წინ გადაშლილ საქაღალდეს და დროდადრო რაღაცას აცნობდა წინ მჯდომს...რომელიც, სკამის საზურგეზე მთელი ტანით გადაწოლილიყო და ერთმანეთში გადახლართული თითები კეფაზე შემოეწყო... ისეთი გულგრილი და მობეზრებული გამომეტყველება ჰქონდა,იფიქრებდით ცოტაც და მოწყენილობისგან ჩამოეძინებაო...
- მაშ ასე...ბრალი რაში გედება, უკვე იცი...დანარჩენს შენს ადვოკატთან გაარკვევ...ჩემთან კითხვები გაქვს?-სათვალე მოიხსნა ასაკიანმა და წინ მჯდომს გახედა.
- არა... - იმავე გულგრილობით მოუჭრა მამაკაცმა.
- ძალიან კარგი...აი, შენი ადვოკატიც მოვიდა!
კარი გაიღო და მამაკაცების მზერამაც ოთახში შემოსული ქალისაკენ გადაინაცვლა.საშუალო სიმაღლისა და ტანთხელს , ჩალისფერი თმა მბზინავ ტალღებად დაყროდა თმაზე...მეტყველი მწვანე თვალებით და ზედმეტად ფაქიზი ნაკვთებით, ფრესკიდან გადმოსულ ანგელოზს უფრო ჰგავდა, ვიდრე მომაკვდავ იურისტს...ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გარეგნობისას, სადად ეცვა, თეთრ პირსახეს მინიმალური მაკიაჟი უფარავდა და ამ სისადავესა და ბუნებრიობაში იყო მთელი მისი ის განსაკუთრებული სილამაზე და მომხიბვლელობაც, თვალის მოცილება რომ.დაგენანებოდათ...ასაკიანთან რამდენიმე სიტყვა გაცვალა, მისი გასვლის შემდეგ კი ბრალდებულის წინ დაიკავა ადგილი და მზერა მშვიდად გაუსწორა.
-გავიცნოთ ერთმანეთი! ნია სანიკიძე...თქვენი სახაზინო ადვოკატი!- გაუღიმა წინ მჯდომს, შემდეგ კი ღიმილი პირზე შეაშრა , მამაკაცს წარბიც რომ არ შეუხრია, მისი გაწვდილი ხელისთვის კი ზედაც არ დაუხედია..ერთხანს თვალმოუშორებლად აკვირდებოდა გაურკვეველი მზერით, შემდეგ კი ისე რომ ქალისთვის მზერა არ მოუშორებია, მაგიდაზე დაყრდნობილი იდაყვებით წინ გადმოიხარა და იმდენად ახლოს აღმოჩნდა მის სახესთან,საკუთარ ლამის უკვე მის სუნთქვას გრძნობდა სანიკიძე.
-ესე იგი შენ უნდა დამიცვა?
-ასეა…-ჰაერი ღრმად შეისუნთქა, ცივი შეხვედრით , ცივი მზერით , ასეთი სიახლოვითა და ნესტოებში დაუკითხავად შემძვრალი გრილი სურნელის გამო უცნაურად დაბნეულმა ქალმა. ნატიფი თითებით, თმა ნერვიულად გადაიწია ყურს უკან და მზერის ასარიდებლად , უცნაურად რომ ააფორიაქა , თვალები წინ დადებულ საბუთებში დამალა -თუ რამე საწინააღმდეგო გაქვს, შეგიძლია , სხვა ადვოკატი მოითხოვო…-საბუთებიდან მზერა ისევ მამამაკაცზე გადაიტანა და შეცბა.წამითაც არ აშორებდა მზერას ეს უკანასკნელი და ისე აკვირდებოდა , თითქოს მის სულში ჩაძვრომას ცდილობსო...რას ფიქრობდა , სანიკიძეს წარმოდგენა არ ჰქონდა, ზედმეტად შავი სფეროები მოურიდებლად ბურღავდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ემოციებს შესანიშნავად ფარავდნენ და ამ ყველაფრისგან კიდევ უფრო აფორიაქებული სანიკიძე, ვერც კი მიხვდა როდის დაეძაბა სუნთქვა და აუჩქარდა პულსი...ამ აჩქარებული გულის და სისუსტე შეპარული ფეხების გამო ,ადგომას და ოთახიდან უკანმოუხედავად გაქცევას რომ ლამობდნენ, უარესად მოეშალა ნერვები და ვერც კი გაიაზრა მთელ ტანში ისე მოედო ბრაზი.დაძაბულმა,კი მხოლოდ მაშინღა ამოისუნთქა მამაკაცმა იკადრა და მისი ბურღვა რომ შეწყვიტა, შემდეგ კი სკამის საზურგეზე ნებივრად გადაწოლილი ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა.
-პროკურატურა, მაგრად მეღადავება!- არ დაიშურა ირონია.
-უკვე, გითხარი...ადვოკატის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლია მოითხოვო…-კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა ჰაერი ნიამ და წინ დადებულ საბუთებს მიუბრუნდა. - საქმეზე გადავიდეთ…
-გადავიდეთ…-ირონია არ მოუშორებია ისე გაუღიმა მამაკაცმა.
შემდეგ რაც ხდებოდა...საქმის განხილვის გარდა ყველაფერი იყო...ირონიული პასუხები და დამცინავი მზერა, დაბნეული ქალი თავის ხელში აყვანას და საუბრის ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას მთელი მონდომებით რომ ცდილობდა..და ხვდებოდა, რომ ბრალდებული , იმის მაგივრად რომ მუხლებში ჩავარდნოდა და მისთვის ყველანაირად ხელი შეეწყო რათა გისოსებს მიღმა არ აღმოჩენილიყო,(რაც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა)...ამის მაგივრად , მამაკაცი შექმნილი სიტუაციით უბრალოდ მაგრად ერთობოდა!
-ასე არაფერი გამოვა! -საქაღალდე ხმაურით დახურა საბოლოოდ ბრაზმორეულმა სანიკიძემ და გაუსწორა მზერა - მე აქ შენ დასაცავად ვარ და არა შენთან საბრძოლველად!
- მე შენ არ გებრძვი...
-გგონია გასართობად გაქვს საქმე?- მზერა დააწვრილა ნიამ - ქალზე ძალადობა...არც ისე, მსუბუქი ბრალდებაა...
-აქედან დღესვე გავალ…-გულგრილად მიუგო მამაკაცმა.
- ნუ იქნები მეტისმეტად თავდაჯერებული! ბრალდება...
-და რა სამხილი უჭირავს ბრალდებას? ჩემი ყ*ე! - უეცრად წინ გადმოიხარა მამაკაცი და ადვოკატის სახის ზერელე შეთვალიერების შემდეგ ტუჩებზე დააკვდა მზერით..კიდევ ერთხელ აფორიაქდა ქალი და იგრძნო როგორ აუჩქარდა გული- დედამოტყნულად ლამაზი ხარ!-ენის წვერი ქვედა ტუჩზე გადაიტარა მამაკაცმა შემდეგ კი მომენტალურად სახე აწითლებულს გაუსწორა მზერა…
დარჩენილი დრო , შეძლებისდაგვარად გმირულად გაუძლო ქალმა, საუბრის დასასრულს კი ისე სწრაფად დატოვა ოთახი , იგრძნო გაქცევას უფრო გავდა მისი საქციელი და ამაზე ნერვებმოშლილს კიდევ უფრო მოეშალა ნერვები. ბრალდებული, რომლის სახელი ლუკა აბაშიძე გახლდათ, მართალი აღმოჩნდა...ბრალდების მხარეს საკმარისი მასალა არ გააჩნდა მის პატიმრობაში დასატოვებლად. გათავისუფლების ცნობა, უკვე მეორე დღეს იმავე ოთახში მიუტანა მამაკაცს და უსიტყვოდ, ისე დაუდევრად დაუგდო წინ ზედაც არ შეუხედავს. ოთახიდან გამოსულს კი ცოტა დააკლდა ბრაზისგან არ აალებულიყო, როცა დააფიქსირა მისი საქციელით საბოლოოდ გახალისებულ მამაკაცს ეტყობოდა ცოტა აკლდა ბოლო ხმაზე არ ახარხარებულიყო...დერეფანში იდგა და ერთიანად მონგრეული , ყავის აპარატთან თავის რიგს უცდიდა…ისეთი გრძნობა ჰქონდა ,თითქოს მატარებელმა გადაუარა. ნერვები ეშლებოდა თავისი არაპროფესიონალური საქციელის გამო, თავის გაკონტროლება ვერაფრით რომ შეძლო და პატარა ბავშვივით დაიბნა და ავარდა...ის იყო, ერთი ნაბიჯით წაიწია რიგში თვალის კუთხიდან, დერეფანში მომავალი აბაშიძის მაღალი სხეული რომ დააფიქსირა და ნაცნობმა დაძაბულობამ , კიდევ ერთხელ დაუკითხავად დაუჭიმა სხეული...მაგრამ აბაშიძეს მისი არსებობა არც კი შეუმჩნევია, გვერდით მომავალ მამაკაცთან საუბარში გართულმა სწრაფი ნაბიჯით დატოვა შენობა, გარეთ მომლოდინე ჯიპში ჩაჯდა და თვალსა და ხელს შუა აორთქლდა ადგილიდან...ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მოეშვა და მშვიდად ჩამოისხა კუთვნილი ყავა, რომელიც საშინლად ესაჭიროებოდა…
-როდის ჩამოვიდა?-იქვე მდგომის კითხვამ მიიქცია მისი ყურადღება..
-აზრზე არ ვარ…- მხრები გულგრილად აიჩეჩა მისმა მოსაუბრემ და ნია ინტუიციით მიხვდა ვისზეც იყო საუბარი...ყავა მოსვა და უსიამოვნოდ დამანჭა სახე.ფიქრებს აყოლილს შაქრის დამატება დავიწყებოდა.ახლის ყიდვაზე აღარ უფიქრია, საბოლოოდ ნერვებმოშლილმა იქვე მდგარ ნაგვის ყუთში ჩაუძახა ჭიქას, გულში გვარიანად გამოლანძღა ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფი და სწრაფი ნაბიჯით დატოვა შენობა.

როგორ შემიყვარდა კრიმინალიOù les histoires vivent. Découvrez maintenant