უცნაურია.. - ჩაილაპარაკა ქალმა და მის წინ სავარძელში თავისუფლად მჯდომი მამაკაცი თავიდან - ფეხებამდე შეათვალიერა, ბოლოს კი მის შავ თვალებს გაუსწორა მზერა - მე მამაჩემის ყველა მეგობარს ვიცნობ, შენ კი არასოდეს არ მინახიხარ...
-ნანახი გეყოლები…ალბათ, უბრალოდ არ გახსოვარ... - მხრები აიჩეჩა ლუკამ.
-შანსი არაა…- გაიცინა ქალმა და ზედმეტად გამომწვევი ხმით დაამატა :-შანსი არ არის ნანახი მყავდე და დამვიწყდებოდი…
აბაშიძემ, პასუხად მსუბუქად ჩაიცინა და გამომძიებლის ქალიშვილი თვითონაც ყურადღებით შეათვალიერა...ულამაზესი ქალი იყო თიკა ალავიძე...ქალი! ამ სიტყვის სრულყოფილი მნიშვნელობით...ნებისმიერ მნახველს ქალსაც და კაცსაც პირველივე ნახვაზე რომ აურევდა თავგზას…სიფრიფანა, მაღალი ტანი...გრძელი, თლილი ფეხები...სამ ზომამდე სიდიდის მკერდი და სავსე თეძოები...მის წინ თავად სრულყოფილება იჯდა, ამ ყველაფერს კი ულამაზესი სახე, მსხვილი ტუჩები და დიდრონი ნუშისებრი ფორმის თაფლისფერი თვალები აგვირგვინებდნენ, რომლებიც პირველივე წუთიდანვე ისე იწვევდნენ, ნამდვილად დასანანი იქნებოდა მათი პატრონის ისე დატოვება, რომ სასურველი არ მიეღო...
-შენი სახელი შემახსენე... - ყავის ფინჯანი ჟურნალის მაგიდაზე შემოდგა მამაკაცმა და მუხლებზე დაყრდნობილი იდაყვებით ქალისაკენ გადაიხარა.
- თიკა..
- თინათინ..- გაეცინა ლუკას და მისკენ უფრო გადახრილმა ლამის ზედ მის ტუჩებზე ამოილაპარაკა - დედამოტყნულად მაგარი ფეხები რომ გაქვს, იცი?
-ვიცი…- გაეცინა ქალსაც და მამაკაცის სახითვის თვალი არ მოუშორებია, ისე მიიტანა ყავის ფინჯანი ტუჩებთან და არ გამორჩენია, მზერით როგორ დააკვდა ფინჯანზე შემოხვეულ თითებზე -რა?
-წითელ ლაქზე ვჭედავ...ლამაზ თითებზეც...
-მაშინ სულ წითელ ლაქს ვატარებ...
-თიკა..-მის სახესთან ზედმეტად ახლოს გადაიხარა აბაშიძე და გაეცინა - დიდი გაიძვერა გოგო ხარ...
-ამას მეუბნება კაცი, რომელიც თავს მამაჩემის მეგობრად ასაღებს?-ყავის ფინჯანი გვერდზე გადადო თიკამ და თვითონაც მიუახლოვა სახე...
-ჭკვიანი...-გაეღიმა აბაშიძეს. გამშრალი ბაგეები ენის წვერით გაისველა და მის სავსე ტუჩებზე გადაიტანა მზერა...წამით დააკვირდა,მერე კი აუჩქარებელი მოძრაობით, ისევ სავარძლის საზურგეს დაუბრუნდა და ნებივრად გადაწოლილი დააკვირდა ქალის სახეს...მზერა რომ შეცვლოდა, სუნთქვა შესამჩნევად დამძიმებოდა და ამ დამძიმებული სუნთქვის გამო მკერდი უფრო სწრაფ რიტმში აუდ-ჩაუდიოდა…ერთმანეთს დაშორებული ბაგეებით ხარბად ისუნთქავდა ზედმეტად დამუხტულ ჰაერს და მზერას არ აშორებდა მამაკაცის თვალებს...მის დუმილს დუმილითვე რომ პასუხობდა და დარწმუნებული იყო, მის ღამესავით შავ თვალებს , პირდაპირ სულში რომ უძვრებოდა წამით არ გამორჩენია რაც ემართებოდა იმ მომენტში ქალს...მოზრდილი ნერწყვი რომ გადააგორა გამშრალ ყელში , მერე კი მისმა ვნებიანმა ჩურჩულმა გაარღვია ზედმეტად დამუხტული ჰაერი.
-მინდიხარ…
-მერე რატომ არ მოხვალ ჩემთან?- დაბალი, მელოდიური ხმით დაეკითხა მამაკაცი-მოდი, პატარავ…- ვნებით გაიჟღინთა მისი ტონი და მეორედ გამეორება აღარ დასჭირვებია...მისი თვალებისთვის მზერა არ მოუცილებია, დაჰიპნოზებულივით წამოდგა ქალი და სავარძელზე ზურგით მიწოლილს, ზემოდან მოექცა, მუხლებში მოხრილი ფეხებით მის გარშემო დაეყრდნო და უყოყმანოდ ააყოლა პირში შემომძვრალ ენას თავისი, კეფაზე მომენტალურად ჩავლებული თითებით რომ მიიზიდეს მისი სახე და ისე დააცხრნენ რბილი ბაგეები, ამოსუნთქვა ვეღარ მოასწრო...მერე კი მწყურვალივით უკოცნიდა ბაგეებს, ზედვე ახშობდა აღმომხდარ კოცნას მაისურის ქვეშ შემძვრალმა ცხელმა ხელებმა შიშველი მკერდისკენ რომ გაიწიეს და ძლიერად მოუჭირეს, .რბილმა ბაგეებმა, ჯერ ყელზე რომ ტოვებდნენ თავიანთ ცხელ კვალს, ყელის გავლით გამოკვეთილ ლავიწებზე რომ გადაინაცვლეს ბოლოს კი სავსე მკერდზე შეჩერდნენ...გასაგიჟებელი ალერსისგან და მამაკაცის თავბრუდამხვევი სურნელისგან უკვე მთლიანად გონებადაბინდული ქალის ხელებმა, უკვე სრულიად რომ მოწყვეტილიყო რეალობისგან, ავტომატურად გაიწიეს მამაკაცის მაისურის ბოლოებისკენ და ის იყო მისი ზედატანი უნდა გაეთავისუფლებინა თხელი მატერიისაგან , შემოსასვლელში მოულოდნელად ატეხილმა კარის ხმაურმა.ორივე რომ შეაკრთო და გიჟური ვნებიდან ერთდროულად გამოაფხიზლა...
-შენი დედაც...- კბილებში გამოცრა აბაშიძემ….ერთიანად არეულ ქალს , გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას რომ ცდილობდა პარალელურად კი ფეთიანივით ეცა მაისურს, ჩაცმაში მიეხმარა..მის არეულ სახეზე გაეღიმა, კიდევ ერთხელ მოწყვეტით აკოცა სავსე ტუჩებზე და სავარძელს ისეთი ჩვეულებრივი გამომეტყველებით დაუბრუნდა, კაციშვილი ვერ იფიქრებდა წამის წინ რით იყვნენ დაკავებულები.
-მამა…შენი მეგობარია მოსული…- შემოსასვლელში შეეგება თიკა საშუალო სიმაღლის მამაკაცს , რომელმაც მისგან სავარძელში თავისუფლად მჯდარ აბაშიძეზე გადაიტანა გაკვირვებული მზერა..
- თენგიზ...მიხარია შენი ნახვა…- ყალბი ღიმილით წამოდგა მამაკაცი.
- მეც….-ავტომატურად უპასუხა ალავიძემ, რომელიც ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულიყო რა ხდებოდა მის სახლში- აქ რას აკეთებ?
-დაბადების დღის მოსალოცად მოვედი...თან საქმე მაქვს შენთან…- თვალი თვალში გაუყარა აბაშიძემ.
- კარგი...კაბინეტში ვილაპარაკოთ.. - წამიერი დუმილის შემდეგ ამოილაპარაკა გამომძიებელმა და პირველი დაიძრა ვიწრო დერეფნის ბოლოს მდებარე ოთახისკენ. ლუკამ, წუთის წინ განცდილი სიამოვნებისგან ჯერ კიდევ სახეარეულ ქალს მაცდური ღიმილი რომ გააყოლა, პასუხად თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გასულ ალავიძეს უკან მიჰყვა. პატარა კაბინეტში შესული, ყოველგვარი პატიჟის გარეშე დინჯად ჩაეშვა ტყავის სავარძელში და ჯერ კიდევ კარებთან გახევებულ ალავიძეს , მის წინ მდგარ მეორე სავარძელზე მიუთითა.
- დაჯექი..
-რა გინდა? - გამოეკვა ალავიძე და მითითებულ სავარძელში ნელა ჩაეშვა.
- გითხარი : საქმე მაქვსთქო....
- გისმენ...რა საქმე?
- მინდა ჩემთვის იმუშაო…- მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
-რას ნიშნავს შენთვის ვიმუშაო? - შუბლი შეიკრა გამომძიებელმა.
- თავს ნუ იშტერებ... - სახე მოექუფრა აბაშიძეს - მშვენივრად ხვდები რასაც ნიშნავს...
- მაინც მინდა რომ შენგან მოვისმინო უფრო ზუსტად რას მთავაზობ…-მშვიდად მიუგო გამომძიებელმა და სავარძელში უფრო კომფორტულად მოეწყო…- აბა გისმენ...
-მინდა რომ ყველანაირი ინფორმაცია მომაწოდო ჩემთვის საინტერესო საქმეებზეებზე….სახელები , გვარები, მისამართები.. ყველაფერი…-დაკონკრეტდა ლუკა პარალელურად კი სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-და მე რა სარგებელს მივიღებ ამ საქმიდან? - თავის მოშტერების რეჟიმში აგრძელებდა ალავიძე და უარესად გაღიზიანებულმა აბაშიძემაც თავი გაჭირვებით მოთოკა სახეში რომ არ ეხია წინ მჯდომისთვის...რომელმაც თავადაც მოკიდა სიგარეტს და ერთხანს მოჭუტული თვალებით უსიტყვოდ აკვირდებოდა ყბებდაძაბულ მამაკაცს...
- იცი რომ შემიძლია ამ მომენტშივე დაგაპატიმრო პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზებისთვის?
- შენ ამას არ გააკეთებ... - ცივად გაეცინა ლუკას.
- რატომ ხარ დარწმუნებული?
- იმიტომ რომ ეს შენ არაფერს მოგიტანს...იმიტომ რომ შენ ძალიან ხარბი ადამიანი ხარ, რომელსაც წყეული ქაღალდი ყველაფერს ურჩევნია...აბსოლუტურად ყველაფერს...იმიტომ რომ შენ ის ადამიანი ხარ ქვეყანას სახელს, საკუთარ ქალიშვილსაც კი ისე გაყიდის თვალსაც რომ არ დაახამხამებს...შემისწორე თუ ვცდები…- ცივად მიუგო აბაშიძემ და ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა.
- თანახმა ვარ! - თეატრალობას შეეშვა ალავიძე და ხელები ფართოდ გაშალა.
- მშვენიერი...შენი პირველი დავალება: ჭეიშვილთან უნდა შემახვედრო და მასთან მარტო გასაუბრების საშუალება უნდა მომცე..
- კარგი... -თავი მორჩილად დაუქნია ალავიძემ , შემდეგ კი გაოცებული და სიხარბით სავსე მზერა მიაპყრო ახალთახალ გასაღებს ხის მაგიდაზე ხმაურით რომ დაეცა და მერსედესის მარკა რომ ამშვენებდა...
-დაბადების დღეს გილოცავ ,თენგიზ…ეცადე ჭკვიანად იყო და ისე არ ქნა შემდეგ დაბადების დღეს ცოცხალი ვერ შეხვდე…-ირონიულად მიუგდო აბაშიძემ და კაბინეტი მანამდე დატოვა სანამ საჩუქრით აჟიტირებული გამომძიებელი გონზე მოსვლას მოასწრებდა…
-დაწყებული არ დავასრულოთ?-უკვე კართან მისულს დაეწია ვნებიანი ხმა.
-ნომერი...- ტელეფონი გაუწოდა ქალს , რომელმაც მორჩილად შეასრულა ბრძანება-დაგირეკავ...- ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა , მერე კი ყბებზე ჩავლებული თითებით ახლოს მიიზიდა მისი სახე და ვნებიან ბაგეებზე ხმაურით აკოცა.
-მოუთმენლად დაგელოდები...-მის ბაგეებზე დაიჩურჩულა მომენტალურად სუნთქვა აჩქარებულმა ქალმა და კარში გასული ზედმეტად ვნებიანი მზერით გააცილა.