წვიმის ნაკადმა თანდათან იკლო, სულ შეწყდა ბოლოს. ყველაფრის წამლეკავი ქარიშხლის შემდეგ ერთიანად დადუმდა ბუნება... გაირინდა.. დამნაშავესავით მოიბუზა და განზე გამდგარი, გაუბედავად აკვირდებოდა საზარელ სურათს..
სრული სიჩუმე ჩამოწოლილიყო გარშემო. ცივი, მსუბუქი ქარიღა ქროდა მხოლოდ.. საფეთქელზე ნაზად ეხლებოდა მიწაზე პირქვე გართხმულ ქალს და ისე მოუსვენრად დასთამაშებდა სახეზე, მის შეფხიზლებას ცდილობსო თითქოს.. გარშემო კი ყველაფერი ერთ დიდ, შენელებულ კადრს ჰგავდა...
- გადაიწიეთ! გადაიწიეთ!- ხალხის ქცევით გაღიზიანებული საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები , ხელების ქნევითა და ხმამაღალი ყვირილით უკან დახევისაკენ მოუწოდებდნენ გარს შემოკრებილებს. სიცივისა და უამინდობის მიუხედავად, მთელ ჯარს მოეყარა თავი უბნის ეზოში : სანიკიძის მეზობლებს , რომლებსაც თავზართან ერთად გაოგნება აღბეჭდვოდათ სახეზე და ვერაფრით მიმხვდარიყვნენ, თუ რატომ გადაწყვიტა სულ მთლად ახალგაზრდა, საუცხოო სილამაზით დაჯილდოებულმა და მუდამ გულწრფელი სითბოთი მომღიმარმა გოგონამ სიკვდილი; შემთხვევით გამვლელებსა და ათას უსაქმურს, რომელთაც უბრალო ცნობისმოყვარეობა და "სანახაობას ხომ არ გამოვტოვებ" პრინციპი აჩერებდათ და ყოველდღიურ რუტინას მოწყვეტილები, ინტერესით აკვირდებოდნენ სანახაობას; უბრალო ადამიანებს, გულწრფელი თანაგრძნობით რომ ავსებოდათ გული და მიუხედავად დახმარების დიდი სურვილისა, ვერაფერს შველოდნენ. უბრალოდ იდგნენ და დაზაფრული სახეებით, უსიტყვოდ მისჩერებოდნენ მათ თვალწინ გადაშლილ გულისმომკვლელ სურათს.. მიწაზე პირქვე გართხმული, სისხლში ამოსვრილი ქალის სიფრიფანა სხეულს და მასთან დაჩოქილ მამაკაცს , რომელიც მხრებათრთოლებული, ხმამაღლა ტიროდა..***
ზარი ზარზე.. ყველა უპასუხო.. შიში , მთელ სხეულში რომ გიძვრება და მშვიდად სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.. ტვინში მარწუხებივით გიჭერს და იცი ვერაფერი დაგამშვიდებს, მისი ნახვის გარდა . კიდევ ერთი ზარი და იმედი, საყვარელი ხმის გაგონების.. კვლავ უპასუხო. ყოყმანის გარეშე მოაბრუნა საჭე და გადავიდა საპირისპირო ზოლში.. აზროვნება გადაკეტილს ფეხებზე ეკიდა შემხვედრი მანქანების სიგნალები და მათი მძღოლების უკმაყოფილო სახეები. ისეთი სიჩქარით მიჰქროდა , ვერც ასწრებდა კადრების აღქმას ელვის სისწრაფით რომ ცვლიდა ერთმანეთს საქარე მინიდან. უკლებლივ ყველა შუქნიშანი გამოტოვა და მანქანის ძრავის ღმუილით შევარდა ნაცნობი კორპუსის ეზოში... შემდეგ იყო, მომენტი როცა საშინლად ეგოისტურად გინდა, რომ ნებისმიერი სხვა.. ყველა სხვა.. ოღონდ ის არა ვისაც შენი სული ეკუთვნის.. ის არ იყოს იქ, შეკრებილი ხალხის ეპიცენტრში.. მანქანიდან გადმოსულმა ხელის კვრით გაარღვია შეკრებილი ხალხის მასა... შემდეგ კი... ერთბაშად მომსკდარმა სასტიკი და საზარელი რეალობის ტალღამ მთელი წნევით , დაუნდობელი ძალით დაარტყა და ადგილზე შეაქანა. ჯოჯოხეთი , რომელიც კოშმარული წარმოდგენების ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა.. გულის დიაფრაგმა მინიმუმდე შეიკუმშა , მამაკაცმა კი უბრალოდ ინატრა რომ საერთოდ გამსკდარიყო იგი.. ყველაფერს დათმობდა , რომ იმ მომენტში შეწყვეტილიყო მისი გულის ცემაც. მაგრამ, დიაფრაგმა ისევ გაიშალა და გულმაც ისევ გააგრძელა ფეთქვა.. არანორმალურ ტემპში და ჯოჯოხეთურად მტკივნეულად. თვალებმა მაინც დაინახეს სისხლში ამოსვრილი საყვარელი სახე. სულზე ძვირფასი სახე. გონებამ ვეღარ შეძლო გაძლება და ზღვარს გასცდა მისი გონება..თავზე იტაცა ათრთოლებული ხელები და არადამიანური ღრიალით მოწყვეტით დაეცა მუხლებზე საყვარელი ქალის სხეულთან.. კანი აეწვა, ისე მოუნდა შესძლებოდა საკუთარი ხელით ამოეგლიჯა მკერდიდან გული.. ამოეგლიჯა ძირფესვიანად და შემდეგ მუჭში მოქცეული სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გამოეწურა.. ყველანაირ ჯოჯოხეთში დაუფიქრებლად გაივლიდა და ყველა ტანჯვას სიხარულით მიიღებდა, ოღონდ ეს არ ენახა.. ოღონდ მისი სიკვდილი არ ენახა..
- ცოცხალია!! ცოცხალია, გესმის?!-ხმამაღლა შეუყვირა მეტრეველმა და მხარში უხეშად ჩაფრენილი ხელით შეანჯღრია , მაგრამ აბაშიძეს აღარაფერი ესმოდა და ვეღარაფერს ხედავდა.. აზროვნება გაეთიშა და სამყარომ საერთოდ შეწყვიტა არსებობა, მანამ სანამ თითებზე სიცოცხლესავით სანატრელი ფეთქვა არ შეიგრძნო .. უსუსტესად.. მაგრამ მაინც ფეთქავდა სანიკიძის ძარღვებში სიცოცხლე... თითქოს ამ ფეთქვამ სასიცოცხლო იმპულსი მამაკაცის სხეულსაც გადასდო, იმავე წამს მანამდე გაყინული სისხლი ხმაურით გაიჭრა ვენებში და გონებამაც აზროვნება აღიდგინა.. სმენა დახშული ყურები განთავისუფლდა და პირველი რაც საკუთარი გულის არანორმალურ ბაგაბუგში ძლივს გაარჩია ნიავს მოყოლილი უსუსტესი ბგერები იყო , შემდეგ კი მამაკაცის გონებას ჯოჯოხეთის ახალი ტალღა მოასკდა.
- მტკივა... საშინლად მტკივა.. - გულისმომკვლელად ამოიკვნესა ჯერ კიდევ გონზე მყოფმა, ჯოჯოხეთური ტკივილისა და შიშის აგონიაში ჩაძირულმა გოგონამ და აბაშიძემ ცხადად იგრძნო, როგორ გაიგლიჯა ნაწილებად მისი გული.
- სასწრაფოში დარეკეთ!!- იღრიალა ბოლო ხმაზე ერთიანად გაფითრებულმა და სიგიჟის ზღვრამდე მისულმა.
- დარეკილია.. - ყრუდ ამოილაპარაკა ერთიანად გაფითრებულმა და თვალებამღვრეულმა მეტრეველმა
- დარეკე.. კიდევ დარეკე !! - დაჭრილი მხეცივით ღმუოდა აბაშიძე და აცახცახებულ თითებს არ აშორებდა ქალის პულსს..
- ლუკა..
- აქ ვარ, ნია.. აქ ვარ ნუ გეშინია... ჩემო პატარა... შემომხედე.. მე მიყურე! - უფრო მტკიცედ ჩაჭიდა აბაშიძემ ხელი აგონიაში ჩავარდნილ გოგონას, არეულ , შეშლილ მზერას უმისამართოდ რომ აცეცებდა. - მე მიყურე , ნია.. ნიაკო...
- მტკივა.. - ტანჯვით სავსე მწვანე თვალები შეანათა ნიამ
- ვიცი.. ჩემო პატარავ.. ვიცი... - სიმწრისაგან ყრუდ ამოიგმინა აბაშიძემ და ცხადად იგრძნო, როგორ დაუსვეს სამართებლის მჭრელი პირი გაუსაძლისი ბოღმისა და უსუსურობისაგან ისედაც გასკდომამდე მისულ მის გულს..- ვიცი.. უბრალოდ გაუძელი.. ცოტაც გაუძელი, გთხოვ.. სულ ცოტაც, ჩემო პატარავ და მერე ყველაფერი კარგად იქნება..
- ხელი არ გამიშვა..
-აქ ვარ, ნია.. აქ ვარ.. ჩემო პატარავ, ჩემო სიცოცხლე.. ჩემო სიყვარულო.. მე მიყურე, ნია.. უბრალოდ მე მიყურე.. ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? ყველაფერი კარგად იქნება.. არ შეგეშინდეს, ჩემო პატარავ...
- არ მეშინია... დედას გეფიცები, არ მეშინია.. შენც არ შეგეშინდეს... ჩემო სიცოცხლე.. გეხვეწები , არ შეგეშინდეს... - ნაწყვეტ- ნაწყვეტ ჩურჩულებდა ატირებული გოგონა - მე არ მეშინია....მე უბრალოდ მტკივა.. ძალიან მტკივა, ღმერთო.. ძალიან მტკივა... ხელი არ გამიშვა, გეხვეწები.. ხელი არ გამიშვა...
სასწრაფოს მოსვლამდე არ გაუშვია მისი ხელი აბაშიძეს..
შეუჩერებლად ეფერებოდა გაყინულ შუბლზე და მექანიკურად იმეორებდა საალერსო სიტყვებს, ოდნავი შვება მაინც რომ მოეგვარა ტკივილისაგან ერთიანად აცახცახებული , აგონიაში მყოფი გოგონასთვის, რომელსაც ტანჯვისაგან სახე გაფითრებოდა და ტუჩები გალურჯებოდა.. სუსტი , ძალაგამოცლილი თითებით სასოწარკვეთილი ებღაუჭებოდა საყვარელი მამაკაცის ხელს და მისი კანიდან და თვალებიდან წამოსული სითბო ერთადერთი იყო რაც აძლებინებდა რომ ბოლომდე არ დანებებოდა შავ , გაურკვეველ სივრცეს, დაუნდობლად რომ მიათრევდა თავისკენ.. სიმწრისაგან გასკდომამდე მისული გული არანორმალური სისწრაფით უცემდა მკერდში და მხოლოდ იმას ნატრობდა მამაკაცი , თვითონ ყოფილიყო იქ, ერთადერთი ქალის ადგილზე.. დამტვრეული ძვლებით და ყოყმანის გარეშე გასცემდა ამისთვის ყველაფერს.. დაუფიქრებლად აიღებდა საკუთარ თავზე ყველა ტანჯვასა და ტკივილს.. უსუსურობის უკიდეგანოდ მწარე გრძნობა ყელში უჭერდა , ახრჩობდა , გუდავდა.. სულშეხუთული გაჭირვებით სუნთქავდა და წამები საუკუნეებად ეჩვენებოდა.. ჭიანჭველებივით შესეოდნენ ტკივილი და შიში და მთელ არსებას მოსდებოდნენ : ძვლებს, კანს, გულს... ყველა ორგანოსა და სისტემას , ყველა უჯრედს.. შესეოდნენ და ყოველგვარი დანდობის გარეშე ღრღნიდნენ .. და რა უნდა გააკეთო როცა იქ.. შენი საყვარელი ქალი წევს გაუსაძლის ტანჯვაში ჩაძირული... ხელში გიჭირავს მისი აკანკალებული, სუსტი ხელი.. უყურებ მის გაწამებულ, სულზე უძვირფასეს სახეს და ტანჯვით სავსე , საყვარელ თვალებს.. ვერაფერს შველი , ვერაფერს აკეთებ და ეგ უმოქმედობაა ყოველ წამს რომ გაგიჟებს, გკლავს.. კვდები, ცოცხლდები და ასე თავიდან.. ჩვეულებრივ ჯოჯოხეთს გადიხარ და ათასჯერ განიცდი სიკვდილს , მანამ სანამ ის წყეული სასწრაფო არ მოვა და თან არ მოიტანს შვების ციცქნა ნატამალს, მალამოსავით რომ მოედება ჯოჯოხეთურად ატკიებულ სულს და გონებას..
- დედას შევეცი!!!-ვეღარ მოერია თავს აბაშიძე და არაადამიანურ ღრიალთან ერთად ამოხეთქა გულისგამგლეჯავმა ბოღმამ, სიმწარემ და ტკივილმა .. წონასწორობის შენარჩუნების ილუზიური მცდელობა ხელის ერთი მოსმით დაიმსხვრა და სახით მოწყვეტით დაემხო საყვარელი ქალის მხარზე ტკივილისაგან განადგურებული მამაკაცი..
ორმოცდაათი წუთის შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ზე პუნქტუალური ბრიგადა.. შემდეგ აღარ ახსოვს როგორ მოაცილეს საყვარელი ქალის სხეულს. ექიმებმა საკაცეზე გადაიყვანეს ჯერ კიდევ გონზე მყოფი, არაადამიანურ ტკივილებში ჩაძირული გოგონა, შემდეგ კი გამაყრუებელი სირენების თანხლებით მოწყდნენ ადგილს.. თანდათან იწყო შეკრებილმა ხალხმაც დაშლა.. ზოგმა ვერ გაუძლო გულისმომკვლელი სურათის ყურებას და მანამდე დატოვა ეზო... სრულ ქაოსში ჩაძირულებს კი აღარავის შეუმჩნევია კაცის ორი ფიგურა, რომლებმაც ქურდული ნაბიჯით გადაკვეთეს გზა საპირისპირო ქუჩამდე და შემდეგ ბეემვეს მარკის ავტომანქანაში ჩამსხდრები მაღალი სიჩქარით გაეცალნენ ადგილს..