გამარჯობა მე გუგა ვარ და ეს ჩემი ცხოვრებაა რომლის გამოსწორების იმედი ამ დღეს გაქრა!
01:38
მორიგი წყეული დღე, ოთახში როგორც კი შევედი მაშინვე მეცა ალკოჰოლის და მოსაწევის სუნი. საწოლზე კი ჩემი გამოუსწორებელი ცხოვრების სიყვარული იწვა, ისევ კაიფში იყო, რასაც სასმელიც ემატებოდა ამიტომ გათიშული იყო.
ფანჯარა გავაღე რომ ალკოჰოლის სუნი გასულიყო.-გაიღვიძე შეჩემა გაიხადე და ისე დაწექი.
შევანჯღრიე მაგრამ რეაქცია არ ჰქონია.
შევამჩნიე რომ მძიმედ სუნთქავდა და პულსი გავუსინჯე. გულის ცემა თითქმის არ იგრძნობოდა.ტელეფონი ავიღე და სასწრაფო გამოვიძახე.ხელები მიკანკალებდა ვერ ვუახლოვდებოდი, ვხედავდი როგორ კვდებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი, მალევე კარზე ზარი გაისმა მაშინვე ავდექი და გავაღე.
ექიმმა პულსი გაუსინჯა.-საკაცე მოიტანეთ!
03:00
უკვე სამი საათია მაგრამ ექიმები არაფელს მეუბნებიან კიბეებზე ვზივარ თავი ჩავხარე და ყველაფერი ამომიტივტივდა რაც კი ამ დრომდე გამოგვიგლია.
არ შემიძლია... მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ...
ამ ფიქრებიდან ექიმის ხმას გამოვყავარ.-ბატონო გუგა!
ფეხზე ვდგები და ექიმს ვუყურებ ველოდები რომ რაღაც დამაიმედებელი მითხრას.
-როგორ არის?
-სამწუხაროდ ცუდად. ვერტებრო ბაზილარ...
- უკაცრავად იქნებ ადამიანურ ენაზე ამიხსნათ.
დაბნეული ვეკითხები, მამაკაცი სათვალეს იხსნის და მიყურებს.
-ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, მაგრამ თუ კიდევ გააგრძელებს ნარკოტიკების მოხმარებას მისი ორგანიზმი ამას ვერ გაუძლებს.
-გასაგებია, როდის შევძლებ მის ნახვას?
-ეხლაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ უკვე გავსინჯე და დამაძინებელიც მოვუხსენი მალე მოვა გონს.
