-შეიძლება არავინ იცოდა,ვერავინ ამჩნევდა,მაგრამ მე დავინახე, -ცრემლიანი თვალები ზემოთ ასწია მან,რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და მამაკაცს მზერა გაუსწორა.-რა დაინახე?-მკაცრად იკითხა მამაკაცმა,მისი მოთმინების ფიალა დიდი ხნის წინ ამოიწურა და მას აღარ შეეძლო თავაზიანი საუბარი იმ ადამიანთან,რომელმაც მისი შვილის ცხოვრებას შეუფასებელი დაღი დაასვა.
-მათი მზერა დავინახე,როდესაც ერთმანეთს უყურებდნენ,შეიძლება თვითონაც არ იცოდნენ,მაგრამ მათ ერთმანეთი უყვართ,მე არ შემეძლო მისი დაკარგა,ის ჩემთვის მთელი საყაროა,ჯონგუკი ჩემი გულის ნაწილია,ჩემი საყვარელი ადამიანია,-ისტერიკულად იმეორებდა გოგონა,-ვერ მივცემდი ამაიას საშუალებას წაერთმია ის,რაც ჩემი იყო,ჯონგუკი ჩემია,ჩემია,-სავარძლის სახელურებს მძიმედ ჩაებღაუჭა გოგონა,იმდენად ძლიერ,რომ ფრჩხილები ლამის მოტყდა მას.
-მაგრამ ამაიამ გადაგარჩინა,როდესაც გაბულინგებდბენ,მან ბრძოლა წამოიწყო ამის შესაჩერებლად,შენ გამო...
-არა,-იკივლა გოგონამ,-ის ჩემს გამო არ მოიქცეოდა ასე,მას ჯონგუკის ყურადღება სურდა..ასეა,ხომ ასეა,დედა?-გოგონამ მშობელს გახედა.ქალბატონს თვალზე ცრემლი მოსდგომოდა,ვერ უყურებდა საკუთარი ქალიშვილის მსგავს მდგომარეობაში.
-მე ბოდიშს ვიხდი,მისტერ პაკ,-თავაზიანად დაუკრა თავი ქალბატონმა,-ყველაფერს მოვაგვარებ,ამაზე არ იდარდოთ, სარჩელს გამოვიტან,-ხელსახოცს იშველიებს ქალბატონი ცრემლების შესამშრალებლად.
-მე თქვენი მჯერა,-დამშვიდობებისას მოაყოლა სიტყვას ჰესუკმა.
მამაკაცი კაბინეტში მარტოდ დარჩა..
ჩაფიქრებლს თავი მარჯვენა მტევანზე დაესვენებინა და წარბშეკრული იხსენებდა მოზარდი გოგონას ისტერიკულ ბოდვას,მისი ფსიქიკური მდგომარეობა უკვე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.ჰესუკი გოგონას მიმართ ბრაზით შემოსილ სიბრალულს გრძნობდა, თუმცა ვერაფერს იზამდა. ახლა,როდესაც სიმართლე სააშკარაოზე გამოვიდა,ამაია ათასობით კილომეტრის მოშორებით ახალ ცხოვრებას იწყებდა, სუფთა,ფაქიზი ფურცლიდან და ჰესუკი არ აპირებდა გოგონა ისევ პირანიების ხელში ჩაეგდო,ის ხომ პაკ ჰესუკის ქალიშვილია,კაცის, რომელმაც საკუთარი ძალით გადაარჩინა კომპანია,რომელსაც მტრები ყოველი კუთხიდან უტევდა,ამიტომ მას ერჩივნა ამაია ამ ყველაფრისგან შორს ყოფილიყო,ნ მისი შესაძლო გრძნობების მიუხედავადაც კი.
.
.
.
-ვერ ვიჯერებ,რომ საჩივარი სანამ შეიტანა,ის ხომ ჯერ კიდევ პატარაა,-სუჯინი ადგილზე ცქმუტავს.
YOU ARE READING
Infinity in one second
Подростковая литератураმე შენ შეგამჩნიე,ჩვენ შოროს უხილავი კავშირი შევამჩნიე...თითქოს ეს ჩვენი ბედია.