8 თავი

112 9 0
                                    

ჩემგან ოდნავ დაშორებით ჩემი ამაზრზენი თანამშრომელი იდგა. ყველანაირად შევეცადე თავი ამერიდებინა მისთვის,მაგრამ მგონი არაფერი გამომივიდა. შეიძლება ილიასთვის რაღაც საშინელება ეთქვა რაც ნამდვილად არ მაწყობდა. მერე დავინახე ხელი როგორ ამიწია და აფერისტული ღიმილით ჩემკენ როგორ წამოვიდა. ტანის ვითომდა ნაზი რხევით მოდიოდა,ისევ ორ მეტრიანებზე იდგა... ო,როგორ მაღიზიანებდა ეს ქალი. სამსახურში თითქმის ყველას ზემოდან უყურებდა. ილიას თითები ძლიერად მოვუჭირე,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გავძლიერდი.
⁃ ოჰ,ნინაჩკა საყვარელო,როგორ ხარ? - პირზე აფერისტული ღიმილი დათამაშებდა.
⁃ კარგად ქალბატონო ნატო,თქვენ? - არანაკლებ ირონიული ტონით ვუპასუხე.
⁃ მშვენივრად,როგორც ჩანს სამსახურის საქმეები კარგად მიდის,- ილიაზე მანიშნა ხელით, - იქნებ გამაცნო ეს სიმპატიური მამაკაცი.
ილიას ავხედე ,ორივეს უცნაურად გვიყურებდა.
⁃ ოჰ,დიახ, რა თქმა უნდა . ქალბატონო ნინო, ეს ილიაა,- მერე ილიას მივუბრუნდი და ხელით ნატოსკენ ვანიშნე , - ეს კი ჩემი თანამშრომელი ნატოა.
⁃ სასიამოვნოა,- უცნაურად იღიმოდა ილია,თითქოს ირონიულადაც.
⁃ ჩემთვისაც სიმპატიურო ყმაწვილო, აბა შენ იცი ნინე მასე გააგრძელე. კარგად იყავით, - გაიღიმა და დაგვტოვა. ამოვისუნთქე ... ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მხრებიდან სიმძიმე მომშორდა.
⁃ ნინე, ჩემ ხელს რას ერჩი? - ახლაღა დავხედე ხელს ,სულ არ მახსოვდა ფრჩხილებით რომ ვიყავი ზედ ჩაფრენილი. თურმე იმდენად ვაჩერდი სისხლი მოდიოდა.
⁃ ვაიმე,ბოდიში რა, - ამოვისრუტუნე.
⁃ არაფერია, -გამიღიმა, - მაგარი არ გევასება ეგ ქალი.
⁃ საშინლად,საშინლად ამპარტავანი და ფულზე შეყვარებული ქალია,ყველაფერს გააკეთებს ფულისთვის. საერთოდ ყველაფერს,- ზოგადად ვერ ვიტან ჭორაობას მაგრამ ამ ქალზე სულ რაღაცას ვამბობდი.
⁃ ოჰ,დამშვიდდი, - ჩაეცინა , - შენ კი ჩემი კეთილი გოგო ხარ.
სახე უცებ მომექუფა ნეტავ, რომ იცოდეს ჩემზე ყველაფერი ამას ისევ გაიფიქრებდა?..
⁃ გეჩვენება.
⁃ ისე რა იყო რანაირად გამაცანი?
⁃ რანაირად? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
⁃ ის ჩვეულებრივად წარადგინე ვინ იყო და ჩემზე მარტო სახელი უთხარი.
⁃ ეგ იმიტომ რომ მაგ კუდიანის საქმე არ არის, - განა ვცდილობდი ამ სიტყვებით მომეტყუებინა,მართლა არ იყო მისი საქმე ჩვენი ურთიერთობა...მაგრამ სიმართლის თქმა რომც მდომოდა ნატოსთვის თუ ვინ იყო ილია ჩემთვის ვერც ვეტყოდი,ამის უფლება ჯერ-ჯერობით არ მქონდა. ჩაწყნარდება თუ არა სიტუაცია და საბოლოოდ გამოჯანმრთელდება ილიას მამა მაშინვე ყველაფერს მოვუყვები ილიასაც და ქალბატონ მაგდასაც.
⁃ მახინჯი რომ ვიყო ვიფიქრებდი იმიტომ არ აცნობს ჩემს თავს ჩემი ცხვენიათქო,- გადაიხარხარა და მეც ამოყოლია სიცილში...
⁃ კოსტა და ლიკა ქორწილის გადადებას აპირებენ.
⁃ ჰო ვიცი, ამდენი ხანი ემზადებოდნენ და არ ღირს. მამა რომ გაიგებს ეწყინება.
⁃ ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო წესით.
⁃ არაა გასაკვირი რომ გადაიხადონ. ერთ კვირაში მამა ისე იქნება როგორც აქამდე.
⁃ იმედია, - გავუღიმე.
⁃ მე კოსტას გადავაფიქრებინებ ,შენ ლიკას მიხედე, - თვალი ჩამიკრა , -წამოდი ბუფეტში ყავა დავლიოთ და მერე ავიდეთ მაღლა.
⁃ მე რძიანი მინდა ხო იცი, - ორივეს გაგვეცინა.

ჟურნალისტი ერთი თვითWhere stories live. Discover now