სიჩუმე, მთვარის შუქი და ხელოვნება საოცარი კომბინაციაა. ხელოვანისთვის კონკრეტულად კი მხატვრისთვის მნიშვნელოვანია ტექნიკა, სიზუსტე და მუზა. ხელოვნების ყველა სტილი თავისებურსა და მიმზიდველ დატვირთვას ატარებს, მათ შორისა იდუმალი ვნებისა და სხეულის მოხატვის ხელოვნებაც.ხელონვება რომელიც სხეულზე იქმნება სულაც არ გულისხმობს ტატუს, ეს უფრო ჭეშმარიტი მონასმების კომბინაციაა აკრილის საღებავებით, სადაც ადამიანი ტილოს სახითაა წარმოდგენილი. ეს ერთგვარი უხეში სტილია, რომელიც პროცენტულად შეურაცხყოფს კიდეც ადამიანს, მაგრამ შედეგი მუდამ სასიამოვნო და შთამბეჭდავია.
მხატვრები, რომლებიც ასეთ სტილს ეთაყვანებოდნენ ყოველთვის იყვნენ გაკიცხვის ობიექტი, მაგრამ ის ვისაც სხეულზე ერთხელ მაინც უგრძვნია ფუნჯის მოძრაობა, ის ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მხატვრისთვის ტილო და საათები გაუტარებია მსგავს, ერთგვარად ეროტიულ ბურუსში აუცილებლად მიხვდება თუ რაოდენ შესანიშნავია ეს გრძნობა.
ჯონ ჰოსოკიც ამ სტილის მხატვარი იყო. მის შესახებ არავინ იცოდა, ეს საიდუმლო მისსავე სახლში ბნელ სამხატვრო სტუდიაში იმალებოდა, რომელშიც სწორედ ახლა იმყოფებოდა, მაგრამ სხეულისგან განსხვავებით ახლა მთვარის ბუნებრივი განათების ფონზე მისთვის ძვირფასი ადამიანის პორტრეტს ჩვეულებრივ ტილოზე ხატავდა.
ჰოსოკი ბევრს არ ფიქრობდა, საოცარ სიმშვიდეში ზუსტად ასრულებდა თოთოეულ მონასმს, რადგან მისი მუზა მშვენივრად ჰყავდა შესწავლილი. იცოდა მისი ყოველი ნაკვთი, ემოციური მიმიკები, ყველა მცირე დეტალი მისი ვიზუალის შესახებ და ნამდვილად ძლიერად სურდა ეს ადამიანიც მის ტილოდ ექცია.
ისევე როგორც ბნელ ოთახში კედლებზე გაკრულ ფოტოებზე გამოსახული ადამიანები, რომლებიც მისი ერთგვარი მოდელები იყვნენ ტილოს სახით, განურჩევლად სქესისა. სამხატვრო სტუდია სავსე იყო საღებავებით, უმნიშვნელო მაკულატურით, სხვადასხვა ნივთებითა და ადამიანების ფოტოებით, რომლებზეც სასურველი შედეგის შექმნას უამრავი დრო ჰქონდა დათმობილი.
YOU ARE READING
passionarte [Vhope]
Fanfiction-შენს სხეულზე მხატვრობა მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი, ჩემი ფუნჯითა და ჩემივე ტუჩებით. Vhope