Jio

14 4 0
                                    

მიყვარხარ უჩუმესი, უუაზროესი, უშორესი და უირონიუსელი სიყვარულით. ამ ტრფობას არ მოაქვს ერთმანეთის ჯინსის ჯიბეებში ხელებჩაყოფილი სიარულის და კოცნისას თვალების მინაბვის ჟინი; ეს სიყვარული მუხლებში მტეხს და გადახსნილი მყესებიდან არვიცი როგორ ვიყვირო, რომ მტკივა. გული მისკდება სიცხისგან, წნევისგან, ჩართულობისგან, არადა მზე არასდროს მაწუხებდა, მზეში ავლენილს დისკოს შვილს მეძახდნენ ველური ღმერთები...

ოქტომბრის მზეს შიგ წითელ თვალებში ვუყურებ და მტენის. ტყავის კურტკით ვეკრობი ბეტონის კედელს რომელიც ყველა შეხებისას იფშვნება უწვრილეს ატომებად და მე ამყველაფერს გახშირებული მოძრაობით შევიგრძნობ. ჟანგიან ღობესთან ბავშვები ირევიან. ვიღაცები მოდიან, ვიღაცები ვარდისფერ კარში უჩინარდებიან. შენ ჩემგან დატაცებულ ღერს ეწევი. მინდა აგიხსნა რომ ზუსტად მაგ სქელ კვამლში გახვეულივით მიდუღს ფილტვები და ჩემს სისხლში ჩაყრილი ძვლის ნამსხვრევებია რომ მაიძულებს მძიმედ ვისაუბრო. შენც სიტყვებს იმადლები, განუწტყვეტლივ ჩემს გარშემო დადიხარ. შენ წყეული გიჟი ხარ.

ყველაფერს სიზმრის კადრებიდან ამოგლეჯილის გემო აქვს. როგორ ვუსმენ ღობესა და კედელს შორის ჩამჯდარი  heart shaped box -ს, როგორ მოდიხარ, ჩემს წინ იცუცქები. კურტ კობეინზე მეკითხები, როგორ მოკვდა, მერე სანთებელას გთხოვ. მოვითხოვ. "დაიჭირე "

ვერ დავიჭერ, გაფრთხილებ .

"დაიჭერ ", ალბათ იღბალს მესვრი, შემდეგ კი სანთებელას, ნაზად.

ვიჭერ და როცა გიბრუნებ, შენ გისხლტება ხელებიდან.

ვკისკისებ. შენ იდუმალებაში პრეხ ტუჩის კუთხეებს.

მერე მე ჭაზე ვზივარ, მაღი ჩემს ტყავის კურტკას ეფარება რო ვინმემ არ დაინახოს მოპირდაპირე ქუჩიდან როგორ ეწევა. 

-არ ჩავარდე, - კისკისებს თინათინი.

-მერე ამდენი ხართ, თუ ჩავვარდი, დამიჭერთ. - არავინაც არ დაგიჭერს, მარი. არაფერი არ დალიო, მარი.

ისევ სანთებელას ვითხოვ, შენ კარში ქრები, კარიდან - მოუსვლელში. ლეო ხედავს როგორ ვცოდვილობ ასანთით და მინთებს. "თმა არ დაგეწვას, გოგო, ვალად არ დამედო". სად წავიდა მეთქი, ის სად წავიდა! და მარი უცნაურად მიღიმის - აი მე კი დებილი მეგონა. ბოდიში. ვერ ვიტან როცა მატყობენ, რომ რაღაც მინდა. ვიღაც მინდა. უბრალოდ დალევა მინდა. ასე სილისჩამომშლელად რატომ მევედრებოდა ის სევდისგან გამოხრული კლოუნი, არაფერი დამელია?! მის სატრფოსაც ხომ შემთხვევით ერქვა ჩემი სახელი... მერე  შუბლს სწორედ მაღი მწმენდს, მზრუნველად ცივი სალფეთქებით.

შეუძლებელია არ მძულდე როცა ასე გამეტებით მინდა შენს ყბის ხაზს როგორც დანის პირს ტუჩებით ვეთამაშო. შენ კი მათ ჯიუტად ჭიმავ, სანამ ჩემი თვალის ჩაკვრით ულამმაზეს ღიმილში გეფლითება. მერამდენეა რომ ამაზე ვსაუბრობ, ტვინს ვსრესს, ხომ ვიცი.

     რით ვერ დაივიწყეო, მკითხავდა მეფისტო, ის ერთი, თვალებგამოხრული უაზრო ბიჭი?! ნუთუ მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ორადორი წიგნი წაუკითხავს, ისიც, ომერტა და რაღაც, დოსტოევსკის?!
     იცი, მეფისტო, მე მასში ის მომეწონა სწორედ, სიცარიელემდე შავი თვალები რომ ჰქონდა და ცარიელი იყო თავადაც გიჟური გამონათებით, ნატიფი პოხუიზმით. თუმცა ყოველთვის მზად იყო, მოსხლეტილი სიმშვიდით მოექნია მუშტები. ის იღიმოდა, მოპირდაპირე სკამიდან და ჩემს თვალებთან გადაკვეთისას მზერა სტკიოდა, მაინც არ წყვეტდა ღიმილს, ზედმეტად ამაყი იყო, მაგრამ არც იმდენად, გვერდზე გახედვას დაფეთებოდა.

-ღმერთმა დამწყევლოს! ადამიანი საკუთარ სიტყვაზე უნდა იდგეს, თორემ ცაში გადმოკიდებული ბუმბულია, მეტი არაფერი... რა ჯანდაბა მჭირს, ეს ოხერი პირი, არას თქმას როდის უნდა მიეჩვიოს?

ვფურცლავ... თითქოს რაღაცას ვეძებ...

-ისე, თქვენ პრინციპულობაზე ხომ დაგვაწერინეთ სცენარი?

ბავშვები ჩუმად იცინიან. მეფისტომ ამას ლურჯი იუმორი უწოდა.

- რა ცუდი ბავშვი ხარ, მარე, - გამომწვევად მიღიმის ისიც.

და შენ რა კარგი ბავშვი ხარ, ჯიო.

Drinking And DrivingWhere stories live. Discover now