Part 28

55 11 6
                                    



— ოჰ, იკადრეს მობრწყინება სახლში.- გაეცინა თორნიკეს ახლად შემოსული გაბრიელის და კესოს დანახვისას.


— ჩემი იუბილარიიი.- ზედ ჩამოეკონწიალა ნუცა კესოს და სახეზე კოცნა დაუწყო.— გილიცავ ჩემო ლამაზოოო.


— მადლობა ნინუცა.- გაეღიმა კესოს და ნუცას ისიც მოეხვია.


— გილოცავ კესუნიამუნია.- მოეხვია გიორგი და მარიამიც ზედ მიეკრო.

— ჩემი იუბილარი ქალიი.- ახლა ტასო და ელენე აეწებნენ.

— მამალი ქალია ჩვენი კესო.- გაეცინა ლაზარეს და ხელში დაჭერილ ტორტს მიაშტერდა.— ერეკლე სანთლებს აანთებ ეხლა თუ მეჭიროს ესე ეს ტორტი და ვიდგე ძეგლივით??

— ნუ ყეფავ, ავანთებ!- თქვა და სანთლები აანთო ერეკლემ.

— ჩააქრე კესო.- თქვა ალექსანდრემ.— სურვილად გაბრიელი ჩაიფიქრე.- ბავშვებს ჩაეცინათ.

— ნეტავ ესენი თუ მოეშვებიან საერთოდ ლაზღანდარაობას.- თავი გააქნია კესომ, მერე სურვილი ჩაიფიქრა და სანთლებიც ჩააქრო.


— გილოცაავთ!!- ყველამ ერთად წამოიყვირეს და ტაშიც არ დააკლეს.


— რა ჩაიფიქრე კესო.- ეშმაკური სახით უყურებდა კესოს მარიამი.

— მაგას არ გეტყვით.

— რატომ? ნუ მოგერიდება კესო, ვიცით რომ გაბრიელი ჩაიფიქრე.- ისევ ლაზღანდარაობდა ალექსანდრე.

— არ ჩამიფიქრებიაა!- სიტყვა გაწელა კესომ და აქ უკვე თვითონვე გაყიდა საკუთარი თავი.

— კიი კაცო კიი, რა სისულელეა რა გაბრიელი.- გაეცინა გიორგის.

— აჰა, რადგან არ "ჩაგიფიქრებიაა"— სიტყვა გაწელა კესოსნაირად თორნიკემ.— ასეიგი ეგ სურვილი მაინც გაბრიელს ეხებოდა.

— ეხლა შემეშვით!- ხელები გადააჯვარედინა კესომ.

— კესო გაიბუტა.- გაეცინა გაბრიელს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: 6 days ago ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Addicted to you {დაუსრულებელი}Where stories live. Discover now