უცნაურია როგორ მოვედი აქამდე როცა ყველაფერი თავიდან კარგად იყო, თითქოს ვერც კი ვიხსენებ როდის დაიწყო ან რატომ გრძელდება ყველაფერი ამგვარად. მოდი სულ სულ თავიდან დავიწყოთ და მოგიყვებით პატარა ბოროტულ ზღაპარს.
- მარტის არეული დღეებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა პატარა გოგონა, რომელსაც გამოყვა მარტის არეულობა და უცნაური ცხოვრება, ეს გოგონა იზრდებოდა, იზრდებოდა და საკმაოდ მხიარულიც იყო, რომ არა ის კონკრეტული დღე რომელმაც ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე წარმოდგენა შეუცვალა, 17 წლის ასაკში მშობლებმა გადაწყვიტეს მისი სიგარეტისადმი დამოკიდებულების, დეპრესიული შემოტევებისა და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების გამო ფსიქიატრიულ კლინიკაში დაეწვინათ, რამაც გოგონას ისედაც არა ჯანსაღი მენტალური მდგომარეობა უარეს დღეში ჩააგდო. აი აქედან კი შეგიძლიათ გამოიცნოთ ვისზეა ეს ბოროტული ზღაპარი რომელსაც მე რომ ნორმალური ვყოფილიყავი საკუთარ შვილს არ მოვუყვებოდი...
მაგ დღის შემდეგ ეს გოგონა ანუ მე, დიახ მე, ამ კლინიკაში ვწევარ და სულაც არ მადარდებს თუ გიჟად ვარ შერაცხული. გუშინ ექიმი ფირუზისფერა შემოვიდა ისევ იგივე დროს და ისევ იგივე სიტყვებითა და ქმედებით მითხრა რომ შედეგი მაქვს(როგორც ბოლო 4 წელია) რომ მალე წავალ აქედან თუ მას დავუჯერებ და ღმერთო როგორი მოსაბეზრებელი და ერთ ფეროვანი ადამიანია, ნუ არა მის სხვადასხვა ფერის ტანისამოსს ასე ვერ შევურაწმყოფ იმის გამოკლებით რომ სულ ფირუზისფერი ბლუზა აცვია და სულაც არ ადარდებს არც ერთი ჩვენთაგანი რომელიც აქ უკვე წლებია რაც არის, ის მხოლოდ მოვალეობას ასრულებს და არც განვსჯი, ნუ კარგი ძალიან ბევრი ვილაპარაკე ქალბატონ ექიმზე დროა ისევ იმას დავუბრუნდე რასაც ვყვებოდი
აქ მყოფ ხალხს რომელიც ბევრი ჩემსავით ავადაა ან იმაზე უარესად ვიდრე მე, ყველას ერთი რამ გვაერთიანებს, ჩვენ რაღაც რიგზე არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყველაზე და ყველაფერზე კარგად ვართ. ბევრი ნორმალური ადამიანი ჩვენ გიჟებს გვეძახის, ჩვენი ეშინიათ, ან როცა იგებენ რომ აქ ვიწექით მედიკამენტებს ვიღებდით და იზოლირებულები ვიყავით, ჩვენი ცხოვრების განხილვასა და გაკიცხვას იწყებენ. მსგავს ხალხს რა დალევს არადა მათზე კარგად ჩვენ ვართ, ჩვენ გვაქვს ის რაც მათ არ აქვთ, ისინი ზედმეტად უბრალოები არიან, ზედმეტად ერთფეროვნულები და უაზროები. ჩვენ მსგავს ხალხს პატარა ყურადღება და გაგება გვჭირდება რთული და ცუდები ვჩანვართ მაგრამ ვერავინ ხედავს იმის იქით ვერაფერს.
აქედან გაქცევა ზუსტად 8 ჯერ ვცადე, შედეგი = 0, თავიდან იმაზე უარესად ვიყავი ვიდრე იქამდე სანამ ჩემი ერთადერთი კომფორტის ზონიდან საწოლიდან წამომაგდებდნენ და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე წამომათრევდნენ აქ, მერე ამ ხალხის შემყურე ვხდებოდი რომ მათ არ უჭირდათ ისინი თავიანთი თავის მტრებად იყვნენ შერაცხილნი, დიდი დრო დამჭირდა ყველაფრისთვის თუმცა შეგუებით ვერ შევეგუე უფრო მივეჩვიე და ეს უფრო გავს ჩემს სახლს ვიდრე ის ადგილი სადაც გავიზარდე. აქ სახელებით არავინ მიმართავს ერთმანეთს, ყველას შერქმეული ზედმეტ სახელი ჰქვია, მეც მაქვს მსგავსი, ცივ და ცარიელ თვალებას მეძახიან, რამხელა ცინიზმია არა? არადა ერთერთი რამ რაც საკუთარ თავში მომწონდა თვალები და სახელია რომელსაც ეხლა ფუნქცია აღარ აქვს, არადა ძალიან კარგი სახელი მქვია მელანო უცხო და მისტიურია.
YOU ARE READING
dry eyes
Randomგოგონა მენტალური პრობლემებით -bipolar - have insomnia - got bad habits