უცხო

70 6 16
                                    


ალბერ კამიუ აბსურდიზმის იდეოლოგიას ატარებდა. როგორც ასეთი აბსურდის თეორემა გადმოგვცემს, რომ ეს არის კონფლიქტი ადამიანის მიერ არსებობის მნიშვნელობის ძიებასა და მისი პოვნის შეუძლებლობას შორის.

 ალბერ კამიუს ერთ-ერთი ასეთი იდეოლოგიის მატარებელი ნაშრომია "უცხო" ან იგივენაირად  "გაუცხოებული".  რომანი პირველ პირშია დაწერილი და ის ამგვარი სიტყვებით იწყება: "Maman est décédée aujourd'hui, ou peut-être hier, je ne sais pas"    "დღეს დედა მომიკვდა, ან იქნებ გუშინ, არ ვიცი." 

კამიუ პირველივე წინადადებაში გვიჩვენებს პერსონაჟის აბსურდულ დამოკიდებულებას დედის "სიკვდილის" და არა "დედის" სიკვდილის მიმართ. ამის და მიუხედავად ავტორი შემდგომ გვიჩვენებს მერსოს აბსურდულ დამოკიდებულებას დედასთან ურთიერთობის მიმართ. ის გვიყვება მათი ურთიერთობის შესახებ, სადაც იკვეთება მიზეზები თუ რატომ ტოვებს შვილი დედას მოხუცთა თავშესაფარში. კამიუ რომანში წერს: "მე არ მქონდა საკმარისი თანხა, რომ ის მერჩინა. თანაც ჩვენ იშვიათად ვსაუბრობდით, ის აქ მოიწყენდა. თავშესაფარში უკეთ იქნებოდა."  

ერთი შეხედვით, პერსონაჟი ამ სიტყვებით თითქოს თავს იმართლებს სხვა ადამიანების წინაშე, მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალო სიტყვებია, რომლებსაც მერსო სხვა ადამიანებისთვის წარმოთქვამს. რეალურად მერსოს როგორც პიროვნებას არ აქვს ღირებულებები, არ აქვს პრინციპები. კამიუ თავის პერსონაჟში კარგად კვეთს იდეოლოგიას, რომ თავისუფლება საკუთარ თავშია. ის არ აღიარებს ობიექტურ სიმართლეს, ობიექტურ სამართლიანობას, პრინციპებს. ავტორი ნათლად აჩენს, რომ არ არსებობს სასწორი, რომელიც ერთ საქციელს, ადამიანსა თუ აზრს მეორეს შეადარებ ობიექტურ თუ სუბიექტურ დონეზე. ის ზუსტად ასეთ პერონაჟს გვიხატავს მერსოს სახით, რომელსაც არ გააჩნია სახელი. და მისი დამოკიდებულებები, როგორიცაა აბსურდული მიდგომა სიკვდილთან, ცხოვრებასთან, დაოჯახებასთან თუ მკვლელობასთან არის უცხო სხვა ადამიანებისთვის. 

უსახელო პერსონაჟი ერთ-ერთი დარღვეული სტერეოტიპია, რომელმაც კამიუმ თავის ნაწარმოებში გვიჩვენა. ასეთივე დარღვეული სტერეოტიპია მზე, რომელზეც მერსო ამბობს, რომ ზუსტად დანაზე არეკლილი სხივები გახდა მკვლელობის მიზეზი.  ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული მზეს ენერგიის, სიცოცხლის პარალელად ვიცნობთ, კამიუ კი ამ ცნობიერს არღვევს, როგორც დოსტოევსკი. კამიუ, როგორც თავად ამბობდა "დოსტოევსკის მოსწავლე" იყო, ის დოსტოევსკის იდეოლოგიაზე და ნაშრომებზე იყო შეყვარებული. დოსტოევსკი კი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში წერს: "რატომ შეიძლება მზე ჩაითვალოს სიცოცხლის სიმბოლოდ, როცა ეს ზუსტად ის არის, რაც ბოლოს მოგვკლავს."

კამიუს პერსონაჟს ჰქონდა იდეოლოგია, რომლითაც ის არსებობდა: "დიახ, ცხოვრება აბსურდულია, მაგრამ უბრალოდ უნდა იცხოვრო."  მერსო თვლიდა, რომ მიზანი და იმედი ჩარჩოა. საზღვარია, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ და თუ არც მიზანი გაქვს და არც იმედი, მაშინ თავისუფალი ხარ. თავისუფლება კი ზუსტად ეს იყო მთავარი აზრი, რაც მეოცე საუკუნეში მწერალს უნდოდა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა. 

მერსო ერთგვარად საზოგადოებისგან განდეგილი, გამოყოფილი პერსონაჟია. იგი უცხოა საზოგადოებისთვის, ადამიანების დიდ ნაწილს არ ესმის მისი, არათუ წიგნში არამედ როგორც ბევრ მკითხველს ის უარყოფით პერსონაჟად მიაჩნიათ, რადგან ის მოკლებულია სიყვარულისა და სინანულის გრძნობას. მერსო, როგორც ასეთი ღმერთს მოწყვეტილი პერსონაჟია, როგორც თავად კამიუ. ცოდვა ის არის, რაც ადამიანს ყოფს ღმერთისგან, აბსურდს ადამიანი ღმერთამდე არ მიჰყავს. კამიუ კი ამ აზრს ასე გამოხატავდა: „აბსურდი არის ცოდვა ღმერთის გარეშე."

კამიუს არ შეეძლო ერწმუნა, რომ ყოვლისშემძლე და კეთილ ღმერთს  არ შეეძლო ამდენი უსამართლობისთვის ეყურებინა და არაფერი მოემოქმედებინა ამის საწინააღმდეგოდ. ის თვლიდა, რომ ასეთი ღმერთი არ იყო ღირსი ადამიანებს მისი ერწმუნათ.

კამიუ თავისი ნაწერებით გვიზიარებდა იმ იდეოლოგიას, რომელსაც ცდილობდა, რომ თავადაც გაჰყოლოდა. ეს იდეოლოგია თავის ცხოვრებას თავადვე სძენდა მნიშვნელობას, ცხოვრების მნიშვნელობა კი თავისუფლება იყო, რომლისკენაც მერსო იძრწოდა.

"მერსო ერთადერთი ქრისტეა, რომელიც დედამიწას ჭირდება" ამბობდა კამიუ.

_____________________________

დიდი შედევრის პატარა განხილვა მაელოსგან 🌼🤍

ალბერ კამიუWhere stories live. Discover now