თავი საშინლად მტკივა,ვერაფერს ვერ ვგრძნობ,მინდა თავლი გავახილო მაგრამ არ შემიძლია,მინდა ვიყვირო მაგრამ ვერ ვყვირივარ,მინდა ვიმოძრავო მაგრამ ვერ ვმოძრავობ.
ყველაფერი კი მაშინ მთავრდება როდესაც ჩემს ყურებში წუილი ქრება და ვითიშები....ავტორის პოვ.
გოგონას უსულო სხეული ასფალტზე იწვა და ხალხი გარს ეხვია.
-ვინმემ სასწრაფო გამოიძახეთ.
-რა სჭირს.
-დედას გეფიცებით ჩემი თვალით დავინახე ციდან როგორ ჩამოფრინდა.
-ანგელოზია?
-ის ხომ ანგელოზია დედა??ყველას ეგონა ეს ლამაზი გოგონა ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზი იყო.ის ხომ მართლაც ანგელოზივით ლამაზი და მშვენიერა.
1 საათის შემდეგ.
გოგონა საოპერაციოდან გამოიყვანეს.
ექიმებს ფერი არ ედოთ თითქოს რაღაც სასწაული მოხდა და ამან ცოტა არ იყოს შეაშინათ.გოგონა პალატაში გადაიყვანეს და კრება მოაწყეს იმასთან დაკავშირებით თუ რა სასწაულს შეესწრენ.-10 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ასეთი რამე პირველად ვნახე.
-და რა დაინახეთ ასეთი საოპერაციოდან გამოსულმა ექიმებმა?
-ჩემი თვალით დავინახე თუ როგორ შეუხორცდა ყველა ჭრილობა რაც სხეულზე ჰქონდა თითქოს რაღაც ზებუნებრივი ძალები იქნა ამ დროს გამოყენებული.მისი გული ადამიანის გულზე მეტჯერ ცემს.
-იქნებ ის ხალხი მართალია??იქნებ ის მართლაც ანგელოზია.
-ეგ არ ვიცი მარა რაღაც რომ ხდება მაგაში დარწმუნებული ვარ.
-მისი სახის ასლი ჩავაბარე ამოსაცნობად და დღეს იქნება პასუხები.ამის თქმა და გამომძიებლის შემოსვლა ერთი იყო.
-ეს პასუხებია ახალი პაციენტის შესახებ.
-მადლობა.დირექტორმა ფაილი გადაშალა და მის შესახებ არაფერი ეწერა მას ეგონა რომ ეხუმრებოდნენ,მაგრამ როდესაც გამომძიებელმა ყველაფერი აუხსნა ცოტა არ იყოს პანიკაში ჩავარდნენ.