ახლა ისე ძალიან მინდა უბრალოდ გავქრე.
სადღაც ჯანდაბაში წავიდე,ოღონდ ასე არ ვიყო როგორც ვარ.
თავს ვერ ვაკონტროლებ,არავის დანახვა აღარ მინდა.
ვცდილობ ყველაფერი ავწონ- დავწონო და დავუფიქრდე რა მჭირს,მაგრამ არ შემიძლია.ერთი წუთია უკვე რაც დაბადების დღე მაქვს.
რატომღაც ველოდი როდის დამიკაკუნებდნენ კარზე,გავაღებდი და ჩემი მეგობრები დამხვდებოდნენ ტორტით ხელში.
მაგრამ არაფერიც.ყელში რაღაც მებჯინება,მეტირება და სიკვდილი მინდა,ფეხები მეკეცება და ვგრძნობ როგორ ვვარდები მისაღებში.
ჩემს ოჯახის წევრებს სძინავთ,არც კი აპირებენ მოლოცვას.თვრამეტი წლის გავხდი,გარშემო ყველაფერი გაუფერულდა.
ამინდიც არაფერს უწყობს ხელს.
მაგრამ რა არის რომ შეუწყოს?
შუა ღამეა.
ტელეფონს ვთიშავ და ვაიგნორებ ონლაინ მოლოცვებს.
რა ჯანდაბად მინდა ონლაინ სიყვარულის ახსნები.არც ოჯახის წევრებისგან მიმიღია ერთი სიტყვით მოლოცვა.
განერვიულებული ფეხსაცმელს ვიცვამ და სადა ტანსაცმლით სახლიდან გავდივარ.
დარწმუნებული ვარ არც ეგ აინტერესებთ სად წავედი.სხვა სიტუაციაში,შუა ღამით სეირნობის შემეშინდებოდა.
ომეგა ვარ და რაც არ უნდა იყოს,მეშინია საზიზღარ ალფებთან შეხვედრის.არვიცი რამდენი წუთი,საათი თუ კილომეტრი გავიარე, მაგრამ უკან რომ მოვიხედე ჩემი სახლი წერტილივითაც კი არ ჩანდა.
წვიმა დაიწყო და სიცივისგან გამაძაგძაგა.შეშინებულმა მიმოვიხედე,შუა ღამეა,არავინაა გარშემო.
მანქანაც კი არ დაიარება მე კი სახლიდან გამოვიქეცი,მხოლოდ იმიტომ რომ აუტანელი ვარ.
საკუთარ თავსაც ვეღარ ვუძლებ.რადგანაც მანქანები არ დადიან,გადავწყვიტე შუა გზაზე გადავსულიყავი და იქ მეარა.
შესახვევიდან რაღაც თეთრი მანქანა გამოვარდა და გვერდით ჩამიქროლა ყვირილით,როგორც შევნიშნე ალფებით იყო გატენილი.
YOU ARE READING
be yourself.
Actionდამიჯერეთ,ოდესმე აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც,ვინც თავს მნიშვნელოვნად გაგრძნობინებს,რომელიც სრულიად შეცვლის შენს სევდიან ისტორიას. ჩემს შემთხვევაში კი ის ვიღაც, ჯონგუკი იყო.