1

5 0 0
                                    

მშვიდი ღამე იყო. ირგვლივ ყველაფერი დუმდა და ქალაქიც  სიჩუმეში ჩაძირულიყო.  გოგონა ფეხით მიუყვებიდა ბნელ ქუჩებს, გზას მხოლოდ მთვარე უნათებდა.

-შუა ღამისას ქუჩაში რას აკეთებთ? - სიჩუმე მამაკაცის ბოხმა ხმამ დაარღვია.

გოგონა შეცბა, ფიქრებიდან გამოერკა და უკან შეტრიალდა, რათა მამაკაცი დაენახა. თუმცა უკან არავინ იყო.

ამოიგმინა, იფიქრა ალბად მომეჩვენაო და შემოტრიალდა.

-ააა!! - შეჰკივლა, მამაკაცი წინ უდგა, არადა თითქმის დარწმუნებული იყო რომ მისი ხმა უკნიდან მოესმა.

-ბოდიში თუ შეგაშინე - გულწრფელად მოუბოდიშა.

-კარგი იქნება თუ შემდეგში ხალხს ასე ჩუმად არ მიეპარებით, განსაკუთრებით შუა ღამისას! - მიუხედავად მამაკაცის მობოდიშებისა, მას მაინც შეაწია თავის სიტყვა.

-დამნაშავე ვარ - ბრალდებულივით ასწია ხელები ზემოთ და გაიცინა. - იქნებ მითხრათ რას აკეთებს ასეთი ახალგაზრდა ქალბატონი გარეთ, ამ შუა ღამეს?

-წვეულებიდან მოვდივარ, გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა. თანაც აქვე ვცხოვრობ - ხელით უკან, წვეულების ადგილისაკენ მიანიშნა.

-და არ გეშინია? - არაფორმალურად მიმართა.

-ფოლსვუდში?! აქ ხომ ცუდი არასდროს არაფერი ხდება. ასე რომ არა. - სიარული განაგრძო.

-არასდროს თქვა არასდროს. - ისევ გაიცინა - იმედია სახელი გაქვს? რადგან მეწყინება თუ ეს ასე არაა. - გოგონას გაჰყვა.

-ალბათ, ჩემმა მშობლება იზრუნეს იმაზე რომ ვინმეს არ სწყენოდა. - ახლა უკვე მანაც გაიცინა - ჯენი მქვია.

-ჯენი... ლამაზი სახელია.

-იმედია წინააღმდეგი არ იქნებით თუ თქვენი სახელის გაგებასაც მოვისურვებ.

-მე ჰისუნგი ვარ, ცუდია დღე რომ არ არის, სიბნელეში ვერ ხედავ როგორი სიმპათიური ვარ - თითქოს წყენით დაიკვნესა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 06 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

the Vampire Diaries Where stories live. Discover now