დაკროფილია- როცა ადამიანი სექსუალურ აგზნებას განიცდის ცრემლების დანახვისას.🥲🥲🥲/////
როცა ჯიმინი მათი მეგობრების წრეს შეუერთდა, დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ჯონგუკს არაფერი უთქვამს.
თავიდან, არც კი შეუმჩნევია მისი შემოერთება. თეჰიონმა ერთხელ უბრალოდ მოიწვია ის წვეულებაზე,- "ბიჭი ჩემი ფოტოგრაფის კლუბიდან, ის საკაიფოდ მაგარია" - შემდეგ ჯიმინი მათ მომდევნო წვეულებაზეც მოხვდა და უცებ მათ წრეში დამკვიდრდა, ის მაშინაც იქ იყო როცა კამპუსის უკან პარკში ფეხბურთს თამაშობდნენ, მაშინაც როცა სოკჯინის სახლში ფილმის საღამოებს აწყობდნენ... და შემდეგ უეცრად ის ყველგან და ყოველთვის მათთან იყო.ის ახლა უკვე მათი მეგობარი იყო, და ამაზე პრობლემა არავის ჰქონია.
ჯონგუკის გარდა.
ისე არ არის რომ ჯონგუკს ჯიმინი არ მოსწონს, ან რაიმე სხვა, უბრალოდ ჯონგუკს ადამიანები არ მოსწონს, ისევე როგორც ვერ იტანს ცვლილებებს. ის კომფორტულად იყო მის ცხოვრებაში აქამდე, უბრალოდ ნამჯუნი, ჰოსოკი, თეჰიონი, სოკჯინი, იუნგი და თვითონ, ექვსი, ეს საუკეთესო რიცხვია მეგობრების რაოდენობისთვის ჯგუფში. ეს რიცხვი მისთვის ყოველთვის გონივრული იყო. ისინი ყველანი განსხვავებულები იყვნენ- სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა წლები, სხვადასხვა ჰობი, ცხოვრების განსხვავებული სტილი, მაგრამ როგორღაც ისინი ეწყობოდნენ, კარგად ერთობოდნენ ერთად და ჯონგუკს მათთან ერთად დროის გატარება ნამდვილად სიამოვნებდა.
ჰოსოკისგან დაიწყო, ვისაც ჯონგუკი ჰიპ-ჰოპის ცეკვის ჯგუფში შეხვდა, ნამჯუნი, ვისაც ჯონგუკი ჯიმში შეხვდა, სადაც თითქმის ყოველ დილას დადიოდა. აღმოჩნდა რომ ჰოსოკი და ნამჯუნი უკვე იცნობდნენ ერთმანეთს მათი საერთო მეგობრისგან, ჯინისგან. და როცა მათ გარეთ გასვლა გადაწყვიტეს ერთად ჯინმა მისი ოთახის მეზობელი იუნგი წამოიყვანა, რომელმაც მათ თავისი ახალი შეყვარებული, თეჰიონი გააცნო და ვისაც ნამჯუნი უკვე მათი გასული წლის საერთო პროექტიდან იცნობდა...
![](https://img.wattpad.com/cover/376979233-288-k976181.jpg)