ედემის ბაღი ...

3 0 0
                                    

ედემის ბაღი...

ოდესღაც არაფრისგან უნდა გაჩენილიყო რაღაც...

 სოფი ამუნდსენი სკოლიდან ბრუნდებოდა. ის და იუანა სუპერმარკეტამდე ერთად მიდიოდნენ. გზაში რობოტებზელაპარაკობდნენ. იუანა ამბობდა, ადამიანის ტვინი განვითარებული კომპიუტერიაო. სოფიმ არ იცოდა, დასთანხმებოდა თუ არა.ნუთუ ადამიანი მართლა არ აღემატებოდა რაღაც მანქანას? 

სუპერმარკეტის შემდეგ მათი გზები გაიყო. სოფი ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა, სკოლიდან ორჯერ უფრო შორს, ვიდრე იუანა.მის ბაღს იქით აღარავინ სახლობდა. ამის გამო სოფის სახლი ქვეყნიერების კიდეზე მდგარს ჰგავდა. აქედან უკვე დაბურული ტყეიწყებოდა. 

სოფიმ კლევერვეგენისკენ შეუხვია. ქუჩის ბოლო მკვეთრად უხვევდა და სახელიც შესაფერისი ერქვა: კაპიტნის შესახვევი. შაბათკვირის გარდა, აქ იშვიათად თუ ნახავდით ვინმეს.

 მაისის პირველი დღეები იდგა. ზოგიერთ ბაღში ხეების ქვეშ ყვითელი ნარგიზები ყვაოდა. არყის ხეებს ღია მწვანე ფოთლებიმოესხა.

 წლის ამ დროს ყველაფერი განსაცვიფრებლად იფეთქებდა ხოლმე. ნეტავ რა ძალას ამოჰყავდა ამოდენა სიმწვანე მკვდარი მიწიდან,როგორც კი დათბებოდა და თოვლის უკანასკნელი კვალი გაქრებოდა? 

სოფიმ ბაღის კარი შეაღო და საფოსტო ყუთში ჩაიხედა. შიგ, როგორც წესი, ბევრი სარეკლამო ბროშურა და დედისთვისგანკუთვნილი რამდენიმე დიდი კონვერტი ხვდებოდა, რომლებიც სამზარეულოს მაგიდაზე უნდა დაეხვავებინა, ვიდრე საშინაოდავალებების მოსამზადებლად თავის ოთახში ავიდოდა.

 ზოგჯერ ბანკიდან მამამისის სახელზე გამოგზავნილ წერილებსაც პოულობდა, თუმცა მის მამას ჩვეულებრივს ვერ დაარქმევდი.დიდი ტანკერის კაპიტანი იყო და წლის უმეტეს ნაწილს ზღვაში ატარებდა. იმ რამდენიმე კვირას კი, როცა შინ იყო, მთელ სახლსმოედებოდა ხოლმე, რათა იგი სოფისა და დედამისისთვის უფრო მყუდრო გაეხადა. მაგრამ როგორც კი ზღვაში გავიდოდა, ძალიანშორეული ხდებოდა. 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 25 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

იუსტაინ გორდერი-სოფის სამყაროWhere stories live. Discover now