ეს რომ დასასრული იყოს?
-პატარავ...
ბოლო ხმაზე გაისმა გოგონას ხმა დიდ სახლში.
-პატარავ...
ისევ არავინ სცემს ხმას.
-თეჰი.....თეჰიონ...
ბოლოს კი მძინარე ბიჭი გამოვარდა ბავშვის საკვები ბოთლით ხელში.
-რამე მოხდა?ცუდად ხარ?
-ჩემი პატარა.ცუდად ყოფნის შენ უფრო გეტყობა ვიდრე მე.
-საყვარელო მია არ იძინებს,მგონი ცუდათაა.ტირილს არ წყვეტს და არ ჭამს.სავსე ბოთლი აუფრიალა გოგონას თვალწინ.
-ექიმმა ხომ თქვა რომ კბილები ამოსდის, და ამიტომაა ასე.
ბიჭი თავის მეუღლეს გადაეხვია და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-პატარა ძალიან მომენატრე.
-ჰმმ?მეც.ბიჭმა გოგონას სახე თავის ხელებში მოაქცია და კოცნა დაუწყო.
-ოღონდ ჩუმათ მია ტირილს დაიწყებს.
ბიჭმა უკვე გოგონას მაისური გახადა და მისი ყელის დაგემოვნებას შეუდგა.გზა და გზა ჩალურჯებებს უტოვებდა ეს კი იმის ნიშანი იყო რომ გოგონა დაკავებული იყო.მისი პატარა ჩალურჯებიდან იკითხებოდა:მე კიმ თეჰიონის საკუთრება ვარ.
უკვე გოგონა დივანზე იყო გადაწოლილი და ელოდებოდა როდის შეუდგებოდა მისი ქმარი საქმეს რა დროსაც.
-აჰჰ ეს ბავშვი.
თეჰიონი ადგა და პატარას ოთახში შევიდა.იქიდან კი პატარა ანგელოზი გამოიყვანა.
-მოდი ცოტა ხნით დედიკოსთან მივიდეთ.
-ჩემი ანგელოზი.ბავშვი დედამისთან მივიდა თუ არა ტირილი შეწყვიტა.
-ხანდახან მგონია ბავშვი ჩემი არაა.
ბუზღუნით ამბობს ბიჭი.
-ნუ სულელობ.
-ყველასთან ჩერდება ჩემთან კი იწყებს.
ვეეე...ვეეეეტირილის იმიტაცია გააკეთა.ამაზე კი გოგონას სიცილი აუტყდა.ბავშვიც მასთან ერთად იცინოდა..
