1

86 13 76
                                    

Songs: arson by jhope

rammstein-sonne(მათ სიმღერებს მღერის თეჰიონი)

****
-ის აქ არის ბოს.- ამბობს ზორბა ალფა და თავით მეორე სართულისკენ ანიშნებს, მამაკაცს თავს უქნევს და გზას უთავისუფლებს.

-ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიარა?- თანამოსაუბრე კიბისკენ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს და პირდაპირ დიდ ბართან მიდის, რომელიც ტროპიკულ სტილში აშენებული შენობის, მისაღები ოთახის მთელს კედელს იკავებს.

-ისეთი არაფერი მომხდარა რომ ვინმეს შევემჩნიეთ, მაგრამ- ალფას სიტყვების მოსაძებნად რამდენიმე წუთი სჭირდება. - უცნაური ომეგაა.

-რას გულისხმობ?- ვისკის პირველი ყლუპის შემდეგ შენობის მეპატრონე სასიამოვნოდ ნაბავს თვალებს.

-რათქმაუნდა სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწია, ურიუნი, რომელმაც მანქანაში ჩატენა, დაშავებულიც კია, მაგრამ ომეგას არ ეშინია, უფრო მეტიც, მღერის.- ალფა ყელს იწმენდს და უფროსის მწველი მზერისგან თვალების დამალვას ცდილობს.

უშიკი მალე ოცდაათის გახდება, აქედან რვა მან თავისი უფროსის, ჩონ ჰოსოკის, საზოგადოებაში ცნობილი როგორც ჯეკი, სამსახურში ყოფნას მიუძღვნა. ჰოსოკმა მეტსახელი მისი კონკურენტებისა და მტრებისგან მიიღო, რომელიც ამბობდნენ რომ ჰოსოკი ხალხს ნაწლავებს აცლიდა, რა თქმა უნდა ეს სპეკულაცია და გაზვიადებული ფაქტია, თუმცა ჰოსოკს ის არასდროს უარყვია, უშიკი ამაყობს მისი საქმით, ყველა ვერ გახდება ქვეყნის ყველაზე საშიში კაცის მარჯვენა ხელი. ჰოსოკმა ოცდაათ წელს ახლახანს გადააბიჯა, თუმცა მიუხედავად მისი ახლაგაზრდა ასაკისა, ის ქვეყნის უდიდესი სამშენებლო კომპანიის jj corporation-ის თანადამფუძნებელია.

-მღერის?- ჰოსოკი ყურს უგდებს და მართლაც ესმის ზემოდან ჩამოსული ჩახლეჩილი და ბრაზნარევი ხმა.- რამშტეინი?- თვალებმოჭუტული უყურებს თანაშემწეს ალფა.

-ულრიხს ყურზე უკბინა, სახე დაუკაწრა და შემდეგ თქვა რომ მისი დიზაინერის, ტორნის ჯაკეტის გარეშე მანქანაში არ ჩაჯდებოდა. -ისუნთქავს უშიკი. -და უკვე მეორე საათია რამშტეინის მთელს რეპერტუარს ვუსმენ.

ArsonWhere stories live. Discover now