For those reading in English, please skip this chapter and move on to the next one. I'm writing in both languages simultaneously, and it's the same story in both.
ამბობენ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ რატომღაც ჩემი შინაგანი ჭრილობები კვლავ ტკვილით მახსენებენ თავს, თითქოს სისხლი ისევ ჟონავს მე კი მასში ნელნელა ვიძირები. ალბათ, საკმარისი დრო არ გასულა, რომ ამ წარმოუდგენელი ტანჯვისგან განვთავისუფლდე. ის ტკბილ ძილში მოსული კოშმარივითაა, რომელიც არასდროს მომშორდება მანამ სანამ ცოცხალი ვარ, ყოველ ღამე მოდის, ჩემს ქვეცნობიერში იბუდრებს, მე კი ვებრძვრი ამ მხეცს, თუმცა ის ისეთი ძლიერია, რომ თითოეული ბრძოლის დროს ყელზე შემოხვეული იდუმალი ადამიანის წვრილი ნატიფი თითები მეტად მახრჩობს. დრო..შეიძლება იყოს მეგობარი, მაგრამ ამ ღრმა ჭრილობების იმედით, მაინც ვაცნობიერებ, რომ ზოგიერთი ტკივილი განუმეორებლად იქნება ჩაბუდებული ჩემს სულში.
ცივ, სრიალა ქარ გახვეულ ტყეში ორი პატარა სხეული მაქსიმალური სიჩქარით გარბოდა შორს, უგზოუკვლოდ, მათ თეთრ სამოსს პირვანდელი სიქათქათე დაჰკარგვოდა, ახლა ჭუჭყიანი და გაწუწულიყო. წვიმა დაუნდობლად აგროვებდა წყალს ფეხებქვეშ რომელსაც მკვდარი ტალახი შერეოდა. 373-ასე ეძახდნენ მას. ისინი აღარ იყვნენ ადამიანები, არამედ მხოლოდ ციფრები. ქერათმიანი სწრაფად გადაადგილდებოდა ტყის ქვეშ, სუსტი ზამთრის სიცივესას კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, ის უკან მოატრევდა 374_ტს თოვლივით თეთრ თმიანს, მოშორებით კი ისმოდა ხმამაღალი ღრიალი ძაღლების ყეფა და სუსტი ნათურების სხივები, თეთრ თმიანის ფეხები სუსტი აღმოჩნდა, მცურავ თხელ ტალახში მოულოდნელად გაგორდა და შიგ ნახევარი სხეულით ჩაეფლო რამაც მათი მოძრაობა შეაყოვნა, 374 ქვითინებდა და ფეხზე წამოდგომას თავგანწირვით ცდილობდა მაგრამ ამდენმა სირბილმა ძალა სრულიად გამოაცალა, როცა ხმები მეტად ახლოს მოისმა თავი ჩახარა და დაიჩურჩულა -წადი! წადი და გაიქეცი! არ მინდა, რომ შენც ჩემთან ერთად დაგიჭირონ! ის ტკივილისგან ქვითინებდა -აღარ შემიძლია! მაპატიე..წადი! გაიქეცი! 373სთვის ჰაერი მეტად ცივი და მძიმე გახდა როგორ შეეძლო დაეტოვებინა უმცროსი აქ ასეთი ბოროტი ხალხის ხელში მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა თეთრ თმიანი უყვიროდა და შესტიროდა რომ გაქცეულიყო, მისმა ფეხებმა კი თვითონ დაიწყეს მოძრაობა და ცოტახანში 373 გაქრა როგორც ბუნდოვანი სიზმარი.
373_ცამეტე მთელი სიმწრით გარბოდა ხეებს შორის, ცრემლებს რომლებიც ხედვას უბლოკავდა უდიერად იშორებდა და ცდილობდა სიბნელეში გზა გაეკვლია როდესაც უკნიდან ბავშვის სულისშემხუთველი კივილი მოესმა, იცოდა ეს ხმა ვისაც ეკუთვნოდა უკვე მთელი გულით ნანობდა რომ იქ დატოვა პირდაპირ მგლის ხახაში მაგრამ იმ მომენტში მისი გონება ისე გაჰკიოდა ისე მოუწოდებდა რომ თავი გადაერჩინა და გაქცეულიყო, უკვე დანებებას აპირებდა როცა წინ მოშორებით შენიშნა სიცარიელე რაც იმის ნიშანი იყო რომ ტყე სრულდებოდა, ხესთან აკანკალებულმა მთელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა საკუთარ თავს ჩახუტებული კი სიმწრით მიაბიჯებდა გზისკენ, როგორც კი უნანასკნელ ხეს გასცდა და შუა ქვაფენილზე აღმოჩნდა გულაჩქარებულმა ცივი ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ოდნავ ჩაეღიმა მაგრამ წამიერი სიხარული მაშინვე გაქრა როგორც კი ჯერ რაღაც მანათობელი მოეფერა ფერმკრთალ სახეზე შემდეგ კი მისი პატარა უსუსური სხეული შორს უგონოდ გადავარდა.
მოგესალმებით მეგობრობო ეს ახალი ფიკია. ამდენი ხნის შემდეგ კვლავ ვუყურე bananafish_ს და აზრი დამებადა რომ რამე მსგავსი შემექმნა ეს ფიქცია არ იქნება ზედმეტად დიდი, ვეცდები თავი არ მოგაბეზროთ არ დაიბნეთ თითოეულ თავს ინგლისურადაც ვდებ რათა მეტი მტკითხველი მოვიზიდო წინასწარ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!!
YOU ARE READING
BANANAFISH///
Mystery / Thrillerქართულია.. They say time heals all wounds, but somehow my inner scars still remind me of pain, as if the blood still seeps out, and I slowly sink into it. Maybe not enough time has passed for me to be freed from this unimaginable torment. It's like...