თავი 3

452 37 4
                                    

აეროპორტში სკამზე ისხდნენ და ელოდნენ როდის გამოაცხადებდნენ მათთვის განკუთვნილ რეისს.გოგონა დედას იყო ჩახუტებული და ტკბებოდა მისით სანამ გაუშვებდა.
-იქნებ არ წავიდე?-შვილს თვალებში შეყურებდა.
-არა წადი. მე კარგად ვიქნები მართლა. მხოლოდ დედაჩემი კი არ ხარ-გაუღიმა დედას ქვევიდან და მისი სურნელი შეისუნთქა. -უბრალოდ მინდა სანამ კიდევ გნახავ გამყვეს შენი სითბო.
-ჩემო გოგონავ.თავს მიხედე კარგი? ნუ ეცდები რამის გახსენებას.გახსოვს ის რაც გჭირდება და რაც გასახსენებელია თავისით გაგახსენდება. -შვილი გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა.გაისმა ხმა,რომელიც რეისის ჩასხდომას ამცნობდა მგზავრებს.
-არ შევეცდები გავიხსენო -გაეკრიჭა დედას გოგონა.- ყველა მომიკითხე და ჩამიკოცნე.უთხარი,რომ ძალიან მიყვარან.
-ვეტყვი -კიდევ ერთხელ აკოცა შვილს.-ამ კვირაში კი გამოცდები გაქვს და ბევრი უნდა იმეცადინო,მაგრამ თავს მიხედე და დაისვენე ხოლმე ნუ ჩაუჯდები მთელი დღე წიგნებს თან მუშაობ.ღმერთო როგორ ვნერვიულობ შენზე-თმაზე ხელი გადაისვა და ლოყაზე მოეფერა.
-სწავლით და მუშაობით არავინ მომკვდარა. ნუ ნერვიულობ კარგად ვარ-დედას აკოცა და გასასვლელამდე მიაცილა.წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში შვილი და თვითმფრინავში ავიდა.მიუხედავად იმისა, რომ ახლა თვითმფრინავში იჯდა გული და გონება მის გოგონასთან დატოვა.
-****
დედის გაცილების შემდეგ სახლში მივიდა.ამდენი ხნის შემდეგ თავი მარტო იგრძნო.სახლში შესულს აღარ მიეგება გაბრწყინებული თვალებით და თბილი მზერით დედა,აღარც სამზარეულოში იდგა სასიამოვნო საჭმლის სურნელი. მისაღებში სავარძელში ჩაენარცხა თავი უკან გადააგდო და თვალები მილულა.
-უკვე მენატრება-წაიჩურჩულა გოგონამ.-ააჰ-სახეზე ხელები შემოიკრა და თავის მობილიზებას შეეცადა.ზანტად ადგა სავარძლიდან საძინებლიდან ხვალინდელი საგნის მასალები გამოიტანა და ჩაუჯდა.თან საათს შეხედა. განსაზღვრა რამდენი დრო ქონდა დარჩენილი სამუშაოზე წასვლამდე.რადგან დღეს ღამით იყო მორიგე ცოტას სახლში წაიმეცადინებდა ცოტას კიდევ სამსახურში.ღამით მაინც ისეთი არაფერი ხდებოდა.სასტუმროს გახსენებაზე კიდევ წვიმიანი საღამო და ბიჭი მეტროდან გაახსენდა უფრო სწორედ ჩანიოლი. რატომღაც მასზე გაფიქრებისას გული სითბოთი აევსო და სახეზე ღიმილმა გადაკრა-ააა ჯანდაბა-ისევ შემოირტყა ლოყებზე ხელები. -გეყოფა ბიჭებზე ფიქრი გამოცდა გაქვს გამოცდა-ღმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა წამიერად ისევ მასზე გაიფიქრა,შემდეგ კი ისევ წიგნებს მიუბრუნდა.
მეცადინეობაში დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი შენიშნა.უკვე ათი ხდებოდა. თითქმის ყველაფერი კარგად იმეცადინა სამსახურში კიდევ თვალს გადაავლებს და ყველაფერი კარგად ეცოდინება. ფეხზე წამოხტა გაემზადა,ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაყარა და სამსახურისკენ გაემართა.
-****
სპეციალური ფორმა ჩაიცვა და მათთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა.იონგი უფროს მენეჯერს რაღაცას ეწუწუნებოდა.
-ოჰ ხატია მოხვედი-ორივემ გამოხედა გოგონას.
-საღამო მშვიდობისა -თავი დაუკრა და მათთან ახლოს ჩამოჯდა.
-ეს ბიჭი ნამდვილი სადისტია, მწვალებელი, ეშმაკის მოციქული.ეკრანზე როგორი საყვარელია და ცხოვრებაში საშინელი ხასიათი ქონია.-მენეჯერს ეწუწუნებოდა გოგონა.
-იონგ პატივისცემით სტუმრის მიმართ-მკაცრად გახედა გოგონას მენეჯერმა.
-ვისზე ამბობ?-სიცილით კითხა ხატიამ.
-გუშინ,რომ პრობლემა იყო იმ ოთახის სტუმარზე-გაბუსხული ტუჩებით დაენარცხა სკამზე."ნუთუ ახლა იონგი იმაზე ლაპარაკობდა, რომელიც მას ასე თბილ გრძნობებს უჩენდა.ეშმაკის მოციქული და ჩანიოლი?" -ფიქრებზე ჩაეღიმა ხატიას.
-დაწყნარდი იონგ შენ მაინც აღარ გექნება მაგ ოთახთან შეხება-მენეჯერმა გოგონას გადახედა.
-რა? რატომ? მაგდებთ? რამე არასწორედ გავაკეთე და მიჩივის?-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
-დაწყნარდი არავინ გაგდებს,უბრალოდ ხატია მოითხოვეს. უნდათ მან იზრუნოს მათი ოთახის წესრიგში ყოფნაზე და მათ ნივთებზე.-ახლა მზერა ხატიაზე გადაიტანა,რომელიც გაფართოებული თვალებით შესცქეროდა.
-რა? მე რატომ?-იკითხა შეწუხებულმა. -მე ჩემი სართული მაქვს.
-ჯერ ერთი იმიტომ, რომ იონგისგან განსხვავებით პასუხიმგებლიანი ხარ,მეორეც ჩვენი საუკეთესოთა შორის საუკეთესო და მოწესრიგებული თანამშრომელი ხარ და მესამე ის ჩვენი ვიაიპი კლიენტია-თითზე ჩამოუთალა ეს სამი მიზეზი ბიჭმა.-შენს სართულს იონგი მიხედავს.შენ კი მხოლოდ ეგ ოთახი დაგევალება-სტუმრის მოთხოვნაა.
-დიდი სიამოვნებით გადმოგცემ ამ გასაღებს-შვებით ამოისუნთქა იონგმა და ხელში გასაღები ჩაუდო.
-მხოლოდ ეგ ოთახი ეს კარგია თუ ცუდი?-თავისთვის წაიბუტბუტა გოგონამ.მენეჯერის წინ ტელეფონი აწკრიალდა.
-ოთახი 610-წარმოთქვა უცებ ბიჭმა.
-ახლა რაღა უნდა ნეტავ სატანას-ჩაიდუდღუნა იონგმა.-ააჰ თუმცა მე აღარ მეხება-ხელები გაშალა და ლაღად გადაწვა სავარძელში.
-დიახ ახლავე გამოვუშვებ-ჩასძახა ტელეფონში და ხატიას გახედა.
-კარგი მივდივარ-წამოდგა გოგონა და გასასვლელად გაემზადა.
-წარმატებები ონნი.დღეს რაღაც ძაან გაბრაზებული იყო იმედია ახლა მაინც არის დაწყნარებული-მიაძახა გოგონამ.
-***
ხატია ოთახში შევიდა და მდივანზე წამოწოლი ჩანიოლი დაინახა.ერთი ხელი მუცელზე ედო,მეორეთი კი თვალებს იფარავდა.გოგონამ მისი სხეული აათვალიერა.თვალი დიდხანს მის მშვიდ სახეზე გააჩერა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა."შენ და სატანა?"გაიფიქრა ისე და ჩაეღიმა გოგონას.ბიჭმა ხელი სახიდან ამოიღო და გოგონას შეხედა.
-აბაზანაში პირსახოცებია შესაცვლელი -გამჭოლი მზერა ესროლა.ხატიამ მის მკაცრ ტონზე ლამის პირი დააღო გაოცებისგან.
-დღეს ხომ გამოცვალეს დილით ისევ გამოცვლიან-შეეპასუხა გოგონაც.
-ალერგიული ვარ.ეგენი უკვე ვიხმარე ასე,რომ ახლებით შეცვალე-ისევ ისე უყურებდა გოგონას-თუ შეგიძლია-დაამატა ბოლოს ბიჭმა და სავარძლიდან წამოიწია.-აქაურობაც მტვრიანია-მაგიდას ხელი გადაუსვა და ძალით ეცადა მტვერი მოეძებნა მაგიდაზე.
-ჩემს მოვალეობაში არ შედის დალაგება-დასუფთავება. მე ვიღებ თქვენს მოთხოვნებს და შესაბამის თანამშრომლებს ვეუბნები ღამით მხოლოდ მენეჯერები და მათი ასისტენტები ვართ ეს კი ჩვენ არ გვევალება.დილითვე გამოუშვებ შესაბამისს ხალხს.-გოგონაც შეეცადა რაც შეიძლება წყნარად და გარკვევით აეხსნა."რა მოუვიდა იმას ვინც მე გუშინ წვიმიან ამინდში ქოლგით ხელში მიმაცილებდა"უყურებდა და ცდილობდა ისევ ის დაენახა მასში.
-პირსახოცები ახლავე მჭირდება. ეეეპცი-დააცემინა უცებ ბიჭმა -და ეს მტვერი ალერგიას მაძლევს- ეეეპცი-ისევ დააცემინა.გოგონამ თვალები აატრიალა შეუმჩნევლად.
-კარგით მოგიტანთ პირსახოცებს და მტვერსაც თავად მივხედავ.-გოგონა გასასვლელად შებრუნდა.ბიჭს კი ღიმილმა გადაკრა სახეზე და უყურებდა მიმავალს.
-***
-მწვალებელი, სადისტი,იდიოტი-ამ სიტყვების ძახილით მიაბიჯებდა მისი ოთახისკენ. ხელში პირსახოცები და მტვრის გადასაწმენდი საშუალებები ეკავა. ოთახში შევიდა ჩანიოლი ისევ ისე იჯდა ამჯერად ხელში აიპადი ეკავა და ისე ჩანდა თითქოს რაღაცას კითხულობდა. გოგონამ აბაზანაში შეიტანა პირსახოცები შემდეგ კი მის ირგვლივ მტვრის გადაწმენდა დაიწყო.შიგადაშიგ შეუმჩნევლად ჩანიოლი თვალს აპარებდა და იღიმებოდა მისი მოფუსფუსედ დანახვისას.ყველაფრის დასრულების შემდეგ ისევ თავის კაბინეტს დაუბრუნდა,თუმცა კიდევ რამდენჯერმე გამოიძახა სხვადასხვა მიზეზების გამო.ბოლო განკარგულების შესრულებიდან ხუთი წუთი იყო გასული ხატია ცდილობდა საგამოცდო მასალა წაეკითხა, თუმცა ამაოდ. ისევ აწკრიალდა ტელეფონი მის წინ საათს ახედა პირველი ხდებოდა.
-რატომ არ შეუძლია უბრალოდ დაიძინოს-წაიწუწუნა გოგონამ და ტელეფონს დაწვდა. ისევ მომდევნო ბრძანება მიიღო ტელეფონი გათიშა და ბრძანების შესასრულებლად პიცერიაში დარეკა და შეკვეთა გააკეთა.შეკვეთაც მალევე მოვიდა.პიცის ყუთთან ერთად თავის წიგნსაც ხელი დაავლო და მისი ოთახისკენ გაემართა.
-თქვენი შეკვეთა-მაგიდაზე პიცის ყუთი დაუდო და იქვე ჩამოჯდა წიგნი ფეხებზე დაიდო და შიგ ყურება დაიწყო.ბიჭი კი ყურადღებით უყურებდა.
-რას აკეთებ? -ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო და არ გაღიმებოდა.
-მაინც ყოველ ხუთ წუთში მეძახი და აქ ამოსვლა მიწევს.ბარემ აქ ვიქნები და თუ რამე ეგრევე მეტყვი ჩასვლა ამოსვლაში აღარც დროს დავხარჯავ თან ვიმეცადინებ ხვალინდელი გამოცდისთვის. -წიგნი შეათამაშა გოგონამ და თან კმაყოფილმა გაუღიმა.
- მარტო ჭამა არ მიყვარს.აიღე- პიცის ნაჭერი გაუწოდა ხატიას.-თან დაეხმარება შენს ტვინს სწავლაში. -ამდენი ხანის შემდეგ გოგონამ ისევ შენიშნა მის სახეზე ღიმილი. პიცის ნაჭერი გამოართვა და მოკბიჩა.
- მადლობა - გემრიელად ილუკმებოდა და თან თვალები წიგნში ჩაერგო.თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა ჩანიოლი. ბიჭს აღარაფერი უთხოვია მისთვის. უბრალოდ გოგონას წინ იჯდა აიპადით ხელში და ისე იქცეოდა თითქოს ისიც რაღაცას აკეთებდა იქ თან ცალი თვალი ხატიასკენ ეჭირა. გოგონას ჭიდილი ძილთან სახალისოდ ეჩვენებოდა.თვალები თავისით ეხუჭებოდა,რამდენიმე წამში ისევ ახელდა მაგრად დაჭყეტდა და ისევ კითხვას უბრუნდებოდა.
-ყავა უნდა გავაკეთო ჩემთვის შენც გინდა?- ფეხზე წამოდგა და ხატიას გახედა,რომელმაც ჩაწითლებული თვალებით ახედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.ჩანიოლი სამზარეულოში შევიდა და ყავის მადუღარაში ორისთვის ყავა გააკეთა. -ცოტა გამოფხიზლებაში დაეხმარება -ჩაიცინა ორივე ფინჯანს ხელი დაავლო და მისაღებში გავიდა. სავარძელში ჩამჯდარ გოგონას წიგნი მიეხუტებინა თავი კომფორტულად დაედო და ღმად ჩასძინებოდა.მის ასე დანახვისას სიცილი ვეღარ შეიკავა. ორივე ფინჯანი მაგიდაზე დადგა.ჩუმად მიუახლოვდა გოგონას,ხელებიდან წიგნი გამოაცალა და მაგიდაზე დადო,შემდეგ ერთი ხელი ფეხებქვეშ ამოუდო,მეორე კი წელზე მოხვია და ხელში აიყვანა.გოგონა მის ხელებში შეირხა და უფრო უკეთ მოკალათდა.ხელები კისერზე შემოხვია. ამაზე კიდევ ერთხელ ჩაეღიმა ჩანიოლს და ოთახისკენ წავიდა. საწოლზე ფრთხილად დააწვინა და ხელები შეუშვა.გამობრუნება უნდოდა, თუმცა გოგონას ხელი მჭიდროდ იყო მის საყელოზე ჩაჭიდებული.ხელი ნელი მოძრაობით შეაშვებინა და საწოლზე ნაზად დადო.სახეზე ჩამოყრილი თმა ყურისკენ გადაუწია,ხელით ლოყაზე ნაზად მოეფერა პლედი გადააფარა და ოთახიდან გამოვიდა.
დივანზე წამოწვა ცდილობდა დაეძინა.თვალები დაეხუჭა და კადრები ურბენდა.ხედავდა გოგონას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მდგომარეობაში,ბოლოს მისი კაპრიზები და მომთმენად შემსრულებელი ხატია გაახსენდა სახეზე ღიმილმა გადაკრა. მისი ღიმილი საძინებლიდან გამოსულმა ტირილის ხმამ გადააგდო სახიდან.წამის მეასედში ფეხზე წამოხტა და ოთახიში შევარდა.გოგონა ისევ იმ მდგომარეობაში იწვა,მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მძინარე ტიროდა. საწოლს მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა.თავზე ხელით მოფერება დაუწყო,თავისუფალი ხელი კი ხელზე ჩაჭიდა.
-ნუ გეშინიაა. მე აქ ვარ.-წაჩურჩულა ბიჭმა თან მის თმებზე ფერებას განაგრძობდა. ტირილი შეწყდა, ხატიამ ისევ მშვიდად განაგრძო ძილი. ხელზე ხელი შეუშვა ლოყებიდან ცრემლები მოწმინდა და ისევ ხელზე ჩაჭიდა ხელი.ცოტახანი გოგონას მშვიდ სახეს უყურა,მალევე მასაც ჩაეძინა გოგონაზე ჩახუტებულს.

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Where stories live. Discover now