თავი 5

390 36 3
                                    

  ლამპიონებით განათებულ ქუჩებში მიაბიჯებდნენ.ირგვლივ სიწყნარე იდგა.მხოლოდ ორი არღვევდა ქუჩაში სიჩუმეს.ბიჭი ისევ მძლავრად იყო მის ხელზე ჩაჭიდებული და ღიმილიანი სახით მიაბიჯბდა.გოგოს სახეზე ჯერ ისევ შერჩენოდა კოცნისას მიღეული ლოყების სიღაჟღაჟე გვერდით ნელი ნაბიჯებით ცდილობდა მის ნაკვალევს გაყოლოდა.ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს დიდიხნის ოცნება აიხდინა და ახლა ზუსტად იმ ადამიანთან ერთად იყო ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება უნდოდა და არა მარტო მთელი ცხოვრების, სურდა სიკვდილის მერეც კვლას მას შეყროდა.ან კვლავ დაბადების შემდეგ ისევ ის ყოფილიყო მისი ბედისწერა.
სახლამდე ცოტაღა იყო დარჩენილი.ჩანი დროს წელავდა არ უნდოდა მისი გაშვება.რაც უფრო უახლოვდებოდნენ სახლს მით უფრო მეტად და კომფორტულად ცდილობდა ჩაეჭიდა ხელი.მთელი დღე მზიანი ამინდის მიუხედავად საღამოს მოულოდნელად წამში დასცხო წვიმამ,თითქოს მის ბედად.ორივე სიცილით გაემართა გოგონას სახლისკენ.
-შევიდეთ -გაუღიმა გაწუნწულმა გოგონას.
-შენც შემოხვალ?-უცებ წამოცდა ეს სიტყვები. "ჯანდაბა რა კითხვაა ახლა ეს"თავის თავს უბრაზდებოდა გოგონა.
-კარგი თუ ამ წვიმაში გარეთ დამტოვებ -ბიჭმა ტუჩები გაბუსხა-თან სულ დავსველდი-საწყლად დაიხედა ტანსაცმელზე. მისი სახის გამომეტყველებაზე ხატიას სიცილი აუტყდა.
-მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კეთილი ვარ შემოგიშვებ-სიცილით თქვა თან კარები შეაღო.ერთი შეხედვით მოათვალიერა ოთახი.ყველაფერი სუფთა და მილაგებული იყო წიგნების და კონსპექტების გარდა,რომელიც მაგიდასა და დივანზე იყო მიმოპნეული.გოგონამ ცალი თვალით აათვალიერა ჩანი.
-რა იყო?-გაღიმებული შეყურებდა.
-ვფიქრობ შენი ზომა რა მენქება,რომ ეგ სველი ტანსაცმელი გამოიცვალო-გოგონამ თითი ტუჩზე მიიდო და ჩაფიქრდა.ეშმაკურად მომღიმარი უყურებდა ბიჭი მის ჩაფიქრებულ სახეს.-ააჰ.მაქვს რაღაც -თითები გაატკაცუნა და ოთახისკენ გაიქცა.
-ძალიან მშია.გაქვს რამე?-გასძახა ოთახში მოფუსფუსე ხატიას.
-ტანსაცმელს მოგიტან და რამენს გავაკეთებ-გამოსძახა მანაც ოთახიდან. -აიი ისინიც-გახედა თავის ნაცრისფერს სპორტულებს,რომელიც ცოტათი დიდი ქონდა.ხელზე გადაიკიდა ორივე.მისაღებში დაბრუნებას აპირებდა, რომ კარების დაკეტვის ხმა მოესმა.ფეხს უფრო აუჩქარა და ოთახში სწრაფად გავიდა.ჩანი იქ აღარ დახვდა.სავარძელზე სპორტულები გადაკიდა ორაზროვნად გახედა კარებს.
-სად წავიდა?-ცარიელ ოთახს თვალი მოავლო და სიცარიელის განცდა გაუჩნდა.უღიმღამოდ აალაგა წიგნები და ლამაზად მიდგა მაგიდის ქვეშ.-ჯანდაბა აღარ მშია-ჩაენარცხა სავარძელში და თავი უკან გადასწია.უცებ ისევ წამოიწიაა ტელეფონი მოიძია და რადიო ჩართო.ცდილობდა მარტოობა რაღაცის ხმით შეეცვალა.ჩართო და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.თვალები დახუჭა და თითქოს სხვაგან გადაინაცვლა." ნუთუ ეს სულაც არ მომხდარა და იმდენად მიზიდავს ეს ადამიანი,რომ უკვე ცოცხალ მოჩვენებად ვხედავ და შევიგრძნობ კიდეც. ესღა გაკლდა მოლანდებები"-თვალებ დახუჭული ფიქრობდა მასზე.მისი თითოეული ნაკვთი თვალ წინ დაუდგა. ღიმილისას გაბრწყინებული თვალები.მასაც ჩაეღიმა.
- იმედი მაქვს ჩემზე ფიქრობდი და ამიტომ გეღიმება-კარებში საჭმლით სავსე პაკეტებით დატვირთული შემოვიდა კიდევ უფრო სველი ვიდრე აქამდე.
-ასე,ხომ გაცივდები- ფეხზე წამოდგა და აბაზანიდან პირსახოცი გამოუტანა.მანამდე ჩანმა პარკები მაგიდაზე დადო.ხატიამ თავზე მოაფარა პირსახოცი და შემშალება დაუწყო.მის თითოეულ მზრუნველ მოძრაობას გულმოდგინედ შესცქეროდა.უცებ პირსახოცს ხელი მოკიდა და თავიდან ჩამოიშორა. კვლავ დაატყო კვალი გოგონას ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს და მომღიმარი სახით შეხედა,თან ხელით ლოყაზე ეფერებოდა.
-გამოიცვალე თორემ გაცივდები-წაილუღლუღა გოგონამ და ხელით სპორტულებზე მიუთითა.
-ახლავე მოვალ.მანამდე რაც მოვიტანე გაამზადე.დღეს სპეციალურად ჩვენთვის მოვამზადებ და შენ დამეხმარები-ცხვირზე ხელი აკრა და გამოსაცვლელად ოთახში შეიმალა.
-ააჰ-ამოისუნთქა ხატიამ.-ასე უნდა ფრთხოდე ყოველი მისი კოცნისას?-გულზე ხელს იდებდა.-ნუ მიეჩვევი ის წავა და შენი გრძნობები მხოლოდ შენ დაგრჩება -ბრძანებას აძლევდა მისი ტვინი გულს თუმცა გული ურჩობდა.ღმად ამოისუნთქა დავალებული საქმის გასაკეთებლად სამზარელოს მიაშურა. ყველაფერი გაამზადა,მხოლოდ მზარეულის მოსვლას საჭიროებდა.და აი ისიც სამზარეულოში შეაბიჯა ხატიას სპორტულებით გოგონას მის დანახვაზე სიცილი აუტყდა.
-გიხდება ცოტა პატარა,რომ არ გქონდეს-იცინოდა თან ხელს მუცელზე იკიდებდა.
-მე ყველაფერი მიხდება-წარბები აათამაშა ბიჭმა და გოგონას მიუახლოვდა. -დროა საჭმელი მოვამზადოთ თორემ ძალიან მშია.-მითითებები მისცა თუ რა და როგორ უნდა დაეჭრა.ჩანი ბრძანებებს გასცემდა და ამოწმებდა,როგორ ასრულებდა მის მიერ დავალებულს.ამასობაში თვითონ ბრინჯი გარეცხა და მოსახარშად შემოდგა ქურაზე.ერთმანეთს მომღიმარი შეყურებდნენ. სამზარეულო ცოტახანში ბრძოლის ველს დაამსგავსეს.
-***
მხიარულად მისხდომოდნენ მაგიდას და ნახელავით ტკბებოდნენ.
-ორივეს გაკეთებული რომ არის ამიტომაა ასე გემრიელი.-მომღიმარი უყურებდა ხატიას.
-მართლაც ყველაფერი გემრიელი იყო-უცებ ყურთასმენა ტელეფონში რადიოს მიუგდო,რომელიც აქამდე ჩუმად თავისთვის უკრავდა.-აი ის რომ მკითხე რას უსმენდიო გახსოვს? -გოგონამ გაბრწყინებული თვალებით გახედა ჩანს,რომელსაც სახეზე ღიმილი გადაკვროდა.
-კიდევ არ იცი ვინ მღერის?-გვერდულად ჩაიღიმა.
-ვერასდროს ვასწრებ გამოცხადებისას ასე,რომ არ ვიცი. -უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები.
-გინდა გაიგო? -წარბი აათამაშა.
-აჰამ-გაბრწყინებული თვალებით შეხედა გოგონამ.-ისე მისი ხმა შენსას გავს.
-ჩემი ხმა უნიკალურია -ჩაიღიმა ისევ და თავისივე ნამღერს აყვა.
'Cause all of me
Loves all of you
Love your curves and all your edges
All your perfect imperfections
Give your all to me
I'll give my all to you
You're my end and my beginning
Even when I lose I'm winning
'Cause I give you all of me
And you give me all of you, oh oh. სიმღერას მორჩა კმაყოფილი ღიმილიანი სახით შეყურებდა გაოცებულ გოგონას.
-აქამდე რატომ არ მითხარი? -კითხა უცებ გოგონამ.
-თქმის საშუალება ახლა მომეცა -მხრები აიჩეჩა სახე კიდევ უფრო მისწია.-თან საყვარელი იყავი მასზე(ჩემზე) ლაპარაკისას მე კიდე მსიამოვნებდა შენი საყვარელი სახის ყურება.-ხელი მის კისერზე შეათამაშა და ლოყაზე გადაინაცვლა.
-და რამდენხანს? რამდენხანს გენდომება ამ სახის ყურება? ვიცი ეს მარადიული არ იქნება და გამიშვებ,როგორც აქამდე გაგიშვია ალბათ სხვებიც.-თვალებში სევდა ჩამდგარი შეყურებდა ჩანს,რომელსაც მისი სიტყვები გულზე საშინლად ხდებოდა. ორივე ხელი მხრებზე მოკიდა ახლოს მიაჩოჩა მისკენ და გულზე მიიხუტა.
-და ვინ თქვა, რომ შენს გაშვებას ვაპირებ? -თავზე აკოცა, სურნელი შეისუნთქა.კიდევ უფრო მიიხუტა გოგონა და ხელით კი მის თმას ეფერებოდა.
-****
საწოლზე ღმა ძილს მისცემოდა ორი სხეული.ოთახში მბჟუტავი სინათლე იღვრებოდა.ჩანს ხატიას თავს ქვეშ ხელი ამოედო,გოგონას კი მის გულზე დაედო თავი და ასე ორივეს ჩასძინებოდა. ძილში ისევ ტირილი აუტყდა,რამაც გამოაღვიძა კიდეც.ჩანს ეს არ გამოპარვია და მანაც დააჭყიტა თვალები.
-ისევ ცუდი სიზმარი?-შეხედა თვალებში თან ხელით მის ცრემლიან ლოყას მოეფერა.მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-ნუ გეშინია. მე აქ ვარ-გაუღიმა და ისევ მიიხუტა გოგონა.ისიც მის სხეულს მიეკრა,როგორც პატარა ბავშვი დედის სხეულს,რომლის გარეშეც არ შეუძლია."მე შენ გიცნობდი"ხატიამ გონებაში ამოტივტივებული მოგონებიდან მცირედი გაიხსენა,თუმცა ამაზე ხმა არ ამოუღია.უბრალოდ ცდილობდა ბოლომდე მისი სხეულის სითბოთი დამტკბარიყო.  

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Where stories live. Discover now