თავი 7

327 28 1
                                    

ტურის დასრულებისთანავე დაბრუნდნენ კორეაში. ჩანიოლი რატომღაც ისევ იმ სასტუმროში გაჩერდა. ირგვლივ ყველაფერი მას ახსენებდა. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც მისი ცხოვრებიდან გააგდო.რატომ ვერ ივიწყებდა? ნუთუ მან შეძლო დაევიწყებინა ის დღეები,რომლებიც გაატარეს ერთად?სასტუმროდან ჩაფიქრებული გამოვიდა. ხატიას სახლთან ისე მოვიდა ვერ გაიაზრა.
-ავიდე?-თავის თავს ნებართვას თხოვდა.-რომ აღარ იყოს აქ? თუ არ ავალ ვერ გავიგებ.მხოლოდ ერთხელ დავინახავ და წამოვალ.-კიბეებს აუყვა და მის კარებთან შეჩერდა.დაკაკუნებას აჭიანურებდა. ბოლოს მოიკრიბა ძალა და დააკაკუნა.კარებში იონგი შერჩა ხელში.უცებ თვალები საძინებლიდან გამოსული გოგონასკენ გააპარა,რომელიც ცალი ხელით მოუყვებოდა კედელს."და შენ გეგონა უმიზეზოდ გიშვებდა?" -ფიქრებშიი საშინლად ბრაზობდა საკუთარ თავზე. ბრაზობდა,რომ წავიდა. ბრაზობდა, რომ თავის გაწირვის საშუალება მისცა. ახლა ყველაფერი ნათელი ხდებოდა.
-ვინ არის? -იკითხა ხატიამ. იონგი დაიბნა.არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ ეთქვა მისთვის.
-ეს...ის..
-თქვენი ახალი მეზობელი ვარ- დაასწრო თქმა გოგონას და ხელით ანიშნა ჩუმად ყოფილიყო. გოგონას მისი ხმა ეცნო თუმცა სახელის გაგებისას ცოტა ჩაწყნარდა მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება ქონდა,რომ მის გვერდით პარკ იუჯინი კი არა ჩანიოლი იყო.მაგრამ გამორიცხა ეს ვერსია მისი ტურში ყოფნის გამო.
-სასიამოვნოა მე ხატია-ხელი გაუწოდა გოგონამაც.-როგორც უკვე შენიშნეთ ვერ ვხედავ-ჩაიცინა გოგონამ. ამას ისე ამბობდა თითქოს არაფერი ყოფილიყოს.ბიჭმა ნელა ჩამოართვა ხელი.ამდენი ხნის ნანატი აუხდა.როგორ უნდოდა ახლა მოხვეოდა,მაგრამ ისიც იცოდა თუ ამას იზავდა ისევ გააგდებდა.ამიტომ არჩია მოეტყუებინა და მასთან ყოფილიყო. -ჩაიზე ან ყავაზე დაგპატიჟებდით მაგრამ გვეჩქარება-საკიდიდან ჩანთა ჩამოხსნა და კარებში გასვლა სცადა.გასასვლელს ფეხი წამოკრა.ისევ მისმა ხელებმა დაიჭირეს როგორც მაშინ. გოგონას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ეცადა არ შეემჩნია და წელში ასწორდა.
-კარგად ხარ? -შეეკითხა შეშფოთებული.
-კი მადლობა.ყოველთვის ვეცემი-გაუღიმა გოგონამ."თუ შენს გვერდით ყოფნის უფლებას მომცემ მე ვიქნები შენი საყრდენი" გაიფიქრა ჩანმა.იონგი მათ გვერდიდან უყურებდა და თვალებში ცრემლები აწვებოდა.
-მე გაგიყვანთ.მაინც გასვლას ვაპირებდი-ყველანაირად ცდილობდა აღარ მოსცილებოდა.
-არაა საჭირო -თავი შორს დაიჭირა გოგონამ.
-ონნი ჯობია წაგვიყვანოს ტაქსი იგვიანებს და დრო არ გვაქვს-იონგი მის დახმარებას ცდილობდა. რისთვისაც ჩანი მადლობელი იყო.
-კარგი წავიდეთ -ბოლოს დათანხმდა ხატია.ბიჭმა კარები გამოუღო და უკან დასვა გვერდით იონგიც მიუჯდა ჩანმა მანქანას მძღოლის მხარეს მოუარა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.ცალი თვალი გზისკენ ეჭირა ცალი კი მისკენ ქონდა.
-***
საავადმყოფოს შესასვლელთან მისრიალდა ჩანის მანქანა. გოგოები მანქანიდან გადავიდნენ.
-მადლობა -მიაძახა ხატიამ .
-თქვენ სამსახურში მიგულეთ.როდის გამოხვალთ საქმეზე გავალ და მოვბრუნდები უკან წაგიყვანთ.
-არაა საჭირო..
-ნახევარი საათი დასჭირდება-გაეკრიჭა იონგი ჩანს.მანაც გაუღიმა და ხელით ანიშნა, რომ აქ დაელოდებოდა მათ.გოგონამაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და შესასვლელში გაუჩინარდნენ. ჩანმა ტელეფონი მოიმარჯვა და მართლაც იქირავა ბინა მათ გვერდით. არ აპირებდა ისევ გაეშვა სულ, რომ ტყუილებით აეწყო ურთიერთობა.
-***
სახლში დაბრუნებისას ხმა არ ამოუღიათ არავის მიუხედავად იმისა,რომ ძალიან აინტერესებდა რა უთხრეს. ეცადა მოეთმინა ცოტა და შემდეგ იონგისთვის ეკითხა. ზედმეტი ცნობისმოყვარეობა არ გამოეჩინა.
ორივეს აივანი ერთმანეთის გვერდით იყო.საღამოობით გოგონა ყოველთვის გადიოდა სავარძელში ჯდებოდა და ცას უყურებდა.ყოველშემთხვევაში ცდილობდა წარმოედგინა როგორი იყო ან საერთოდ თუ იყო ვარსკვლავები.
-ცაზე ბევრი ვარსკვლავია -მოესმა მეზობლის აივნიდან ხმა.გოგონა ჯერ შეხტა შემდეგ კი ჩაიღიმა.
-მართლა? ძალიან კარგია ალბათ ძალიან ლამაზია-ღიმილი არ შორდებოდა სახეზე.-თუმცა ჩემი ვარსკვლავი მანდ არაა-მორცხად დახარა თავი.
-მაშინ სადაა?-მოუთმენლად ელოდა პასუხს.რამე ხელმოსაჭიდს,რომ ისევ ჩასახვოდა მასთან ყოფნის იმედი.
-ჩემგან ძალან შორს გავუშვი-ამას სიამაყით ამბობდა გოგონა.
-შეცდომა დაუშვი გაშვებით-ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა მისულიყო და ეთქვა, რომ მის გვერდით იყო.
-არ დამიშვია-მოკლედ მოუჭრა გოგონამ. -არ ვიმსახურებ მას ამიტომაც გავუშვი.
-ის არ გიმსახურებს შენ-მის სიტყვებზე ფეხზე წამოდგა გოგონა.
-მასზე მეორედ ასე აღარ ილაპარაკო სახეზე სიბრაზე გამოეხატა. შესვლას აპირებდა, როცა მისი ხმა მოესმა.
-ხომ გაიკეთებ ოპერაციას?
-ოხ ჭორიკანა იონგ-ამოიოხრა გოგონამ.-არ ვიცი.შესაძლებელია გავიკეთო თუმცა უკვე სიბნელე კი არა სინათლე მაშინებს-წუთის წინ ბრაზიანი სახე ღიმილით შეეცვალა ისევ და სახლში შევიდა.
-***
იმაზე ჩვეულებრივზე ახლოს მოუშვა ახალი მეზობელი ვიდრე ვინმე სხვა.თვითონაც უკვირდა. დღე არ გავიდოდა ბიჭი არ შეხმიანებოდა და მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.ხატია მასში ჩანს ხედავდა ხმაც ასე მიუგავდა.ხან მისგან გაქცევა უნდოდა, ხან კიდევ ახლოს ყოფნა.მისი ხმის მოსმენით იმ ხმის მონატრებას იკლავდა ასე,რომ უყვარდა.
ჩანიოლის და იონგის დაჟინებული ჩიჩინით გადაწყვიტა დათანხმებოდა ოპერაციას.ჩანი თითქმის ყოველ საღამოს მასთან ატარებდა.ყოველი მათთან ყოფნისას დიდ მოთმინებას იჩენდა არ მოხვეოდა,არ ეკოცნა.დღითი დღე კიდევ უფრო რწმუნედებოდა,რომ ძალიან უყვარდა და უნდოდა მასაც ყვარებოდა.ეს იყო ის რაც მას სჭირდებოდა.
ორივე აივანზე იჯდა სავარძელში და ჩაის მიირთმევდნენ.
-შეიძლება მე ვიყო?-კითხა უცებ ბიჭმა.
-რა?-გაოცებული გახედა ბიჭის მხარეს.
-ადამიანი ვისაც შენ ელოდები,ვისი ფანიც ხარ,ვინც ასე ძაან გიყვარს არ შეიძლება მის ადგილას მე ვიყო?-თვალებში შეყურებდა გოგონას.
-ამას მართლა მეკითხები?-აუღელვებლად მოსვა ფინჯნიდან ჩაი.
-აჰამ.თუ გინდა ახლავე ნუ მეტყვი დაფიქრდი და ისე მიპასუხე.
-საფიქრალი არაფერია -ჩაუღიმა ხატიამ.-ახლა არაა..ჩემს გულში არ არის ადგილი სხვისთვის.
-იმ ადამიანის გამო?-კითხა ღიმილით ჩანმა.
-იმ ადამანის გამო-გაიმეორა გოგონამაც და ისევ მოსვა უკვეშემთბარი ჩაი. ჩანი ფეხზე წამოდგა ხელიდან ფინჯანი გამოართვა. შუბლზე ნაზად აკოცა.მის საქციელზე გოგონა შეცბა.
-დაისვენე ხვალ მე წაგიყვანთ საავადმყოფოში ოპერაციაზე.მინდა თვალებს,რომ გაახელ პირველი მე დამინახო. -ისევ ჩაიღიმა და ოთახში შებრუნდა.
-ეგრე დარწმუნებული არ ვარ, რომ ისევ დავინახავ-გოგონამ ისევ ცას ახედა.ღმად ამოისუნთქა და ისიც სახლში შეიკარგა.

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Место, где живут истории. Откройте их для себя