თავი 18

304 27 0
                                    

შემდეგი ორი დღე გაუსაძლისად მტკივნეული იყო ხატიასთვის.სამსახურში ცდილობდა სახეზე ღიმილ აკრობილი ყოფილიყო.გული კი ნაწილებად ეფლითებოდა.სამსახურსაც ვერ აცდენდა.ყველაზე ნაკლებად ახლა სახლში ჯდომა უნდოდა.სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოიხსნა სახიდან ბედნიერი ღიმილის ნიღაბი.ფეხებმა თავისით წაიყვანა მასთან ვისთანაც ეგულებოდა ჩანის სურნელი,სითბო,სიყვარული და ჩანისავით დიდრონი მუდამ თბილად მომზირალი თვალები.კაფესთან მივიდა თუმცა შესვლა ვერ შებედა იქვე კუთხეში ჩაიმუხლა თავი მუხლებში ჩარგო და აქვითინდა.უკვე გვიანი იყო ქუჩაში აღარავინ მიმოდიოდა. იქ კაფის კუთხესთან ჩუმად მტირალი კარების დასაკეტად გამოსულმა ქალმა შენიშნა.კარები გამოაღო და ნელა მიუახლოვდა ხატას.
- ჩემო გოგო აქ რას აკეთებ?-ხელები შემოხვია იქვე ჩამუხრულ გოგონას,რომელიც გულზე მიეკრა და ახლა მის მკლავებში აქვითინდა.-რა მოხდა ჩემო გოგო?-თავზე ხელს უსვავდა ქალი დასამშვიდებლად.-რამე დააშავა? მითხარი რა ქნა?
-არაფერი.უბრალოდ ისე მოვიქეცით როგორც მისი პროფესიისთვის არის საჭირო-გულამოსკვილი ტრილით ჩაამთავრა სათქმელი და უფრო მიეკრა ქალს.
-ჩემი საწყალი გოგო.-ქალი მის დამშვიდებას განაგრძობდა.მისი სიტყვებით მიხვდა ყველაფერს.ხატიას დედობრივ სითბოს აძლევდა.იმასაც მიხვდა ახლა მისი შვილი რა დღეში იქნებოდა.-იტირე ჩემო პატარავ .იტირე-ზურგზე ხელი ჩაუსვა მეორე ხელით კი თმებზე ეფერებოდა.გოგონა მის სურნელს ღმად სუნთქავდა.
-მის სურნელს ვგრძნობ თქვენთან.-ქალს ჩაეღიმა მის ნათქვამზე თმაზე ხელი ჩამოუსვა და თვალებიდან შეკავებული ცრემლი გადმოუვარდა.-შეიძლება მოვიდე ხოლმე თქვენთან?-წყლიანი თვალებით ახედა ქალს.
-ამას როგორ მეკითხები? რა თქმა უნდა.ყველაფრის მიუხედავად შენ უკვე ჩემი შვილი ხარ-გოგონას სახეზე ცრემლები მოწმინდა.-მე ის უფრო მეწყინება,რომ არ მოხვიდე.თან ახლა ბევრი ხალხი მეყოლება ხოლმე და დამხმარე დამჭირდება.-ცდილობდა გოგონა ხასიათზე მოეყვნა და შვილისთვის ძვირფასი ადამიანი მარტო არ დაეტოებინა-წამოდი შიგნით შევიდეთ.თბილ წვნიანს გაჭმევ და მოგივლი როგორც ჩემს გოგოს ისე-ნაზად გაუღიმა ქალმა და წამოდგომაში მოეხმარა.ხატია მის მკერდს აეკრა ხელები შემოხვია და შიგნით შეჰყვა.-შეგიძლია თავისუფალ დროს შემომიარო და დამეხმარო კაფის მუშაობაში ეს ნამდვილად მჭირდება.-გაუღიმა ისევ ქალმა და გოგონა ფერებით შეიყვანა შიგნით.
დედის ნახვის შემდეგ ცოტა დამშვიდდა.ღამით აღარ გაუშვა და იმ საწოლში დააწვინა,სადაც ჩანი იძინებდა ხოლმე მასთან დარჩენისას.მის სახლშიც იყო საწოლი მისი სურნელით გაჟღენთილი,მაგრამ იქ სულ მარტო იყო ახლა და ამ წამს მარტოობა ყველაზე ნაკლებად უნდოდა.
-***
გუშინდელი ღამის შემდეგ სამსახურში ღიმილი თავისებურად გახდა ბუნებრივი მის სახეზე.თავს უფრო უკეთ გრძნობდა.რატომღაც ისეთი განცდა ქონდა თითქოს მის გვერდით ეძინა. სასტუმროს ჰოლში იდგა და განკარგულებებს აძლევდა პერსონალს.
-ონნი-გამოსძახა იონგმა მისაღებიდან.ხატიაც მაშინვე მისკენ გაემართა.
-რა მოხდა იონგა?
-ეს გოგონა გკითხულობს-ხელი მის წინ მდგარ პიროვნებაზე მიუთითა,რომელიც კარგად ათვალიერებდა ხატიას.
-გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ?-ღიმილიანი სახით კითხა.
-მინ გაიონი მქვია.არ მიცნობთ,მაგრამ მე გიცნობთ.თქვენთან ლაპარაკი მინდა.შეიძლება სადმე დავსხდეთ?
-კარგი.სასტუმროს გვერდით კაფეა და იქ შევიდეთ.-დაბნეულმა და გაკვირვებულმა უთხრა გოგონას.-იონგა ცოტახნით გავალ-გოგონას უთხრა,შემდეგ ისევ შეტრიალდა უცნობის მიმართულებით და ორივე გავიდნენ სასტუმროდან.
კაფეში გაიონი მაგიდასთან დაჯდა,ხატიაც მას მიყვა.რამდენიმე წამში მათთან მიმტანი მივიდა და ორი ყავის შეკვეთა მიიღო.მალევე მიუტანა შეკვეთა.ორივე მაგიდასთან ჩუმად იჯდა.ხატია ელოდა,როდის დაიწყებდა საუბარს გაიონი თუმცა მან მშვიდად მოსვა ყავა და გოგონა აათვალიერა კიდევ ერთხელ.ხატიამაც მოსვა ერთი ყლუპი ყავა და მზერა მიპყრო მის წინ მჯდომს.
-მოკლედ.უკვე გითხარი ვინც ვარ.EXO-ს ფაბკლუბის პრეზიდინეტი.მთავარი მიზეზი კი რისთვისაც აქ ვარ არის ეს-მის წინ დადებული ტელეფონი აანთო და გოგონასკენ გასწია.სურათს თვალი მოკრა და შეშფოთებული სახით შეხედა გოგონას.
-ეს...ეს... ცუდად იმოქმედებს ჩანიოლზე? -აცახცახებული ხელით გადაყვა რამდენიმე სურათს.
-მგონი ახლა შენი თავი უნდა განაღვლებდეს და არა ჩანიოლი.თუ გსურს ამით პოპულარული გახდე?-ეჭვის თვალით გახედა მისი სიტყვებით კიდევ უფრო შეშფოთებულ ხატიას.სიბრაზე დაეტყო სახეზე.
-არ მანაღვლებს მე რა მომივა.მითუმეტეს არ მსურს პოპულარული გავხდე.მე მხოლოდ მისი მდგომარეობა მანაღვლებს.არ მინდა ამან ცუდად იმოქმედოს მასზე.მითუმეტეს ახლა,როცა ჩვენ ერთად აღარ ვართ-თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა და სწრაფადვე მოიწმინდა.
-სწორედ ამ ფოტოების გამო შევხვდი მას და ჯგუფის ლიდერს.სადაც მე სრულიად შემთხვევით მოვიპოვე თქვენი ეს სურათები სხვა უფრო ადვილად გამოგიჭერდათ.ამიტომ მოვთხოვე მას ან დაგშორებოდა ან ყველას ვაჩვენებდი შენს სახეს.-კმაყოფილად მოსვა ყავა.
-ანუ ყველაფრის მიზეზი ესაა...-მწარედ ჩაიცინა გოგონამ.-როგორც უკვე ვთქვი დავშორდით.შეგიძლია კარგად შეინახო ეს სურათები და აშანტაჟო შენთვის საყვარელი ადამიანი,რომ არ იყოს ბედნიერი.ამბობდე გიყვარს და მისი ბედნიერება არ გახარებდეს ეს სიყვარული არაა!ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე ერთნაირად გამახარებს მისი ბედნიერება.თქვენ არ ხართ ფანები,რომლებიც მოტივირებულები არიან ბიასის ბედნიერებაზე.ლიჟბი თქვენი გაიტანოთ არ გაინტერესებთ სხვა რას გრძნობს.იყოს და არის კიდევაც ისე,როგორც ეს თქვენ გინდათ ამ კონკრეტულს სიტუაციაში კი,როგორც შენ გინდა.შევეცდები საერთოდ არ ვნახო პირადად და თუ შემთხვევთ სადმე შევხდები ისე მოვიქცევი თითქოს არ ვიცნობ.ამ ყველაფერს შენთვის ან ჩემთვის არ ვიზავ იმიტომ,რომ არ მადარდებს რა მომივა.ამას მისთვის გავაკეთებ.მე მინახავს მისი ბედნიერებით გაბრჭყინებული თვალები.შენ გინახავს? ალბათ ერთხელ მაინც გინახავს ეკრანიდან ან თუნდაც მასთან შეხვედრისას მისი დიდრონი მოცინარი თვალები.იმედი მაქვს ისევ დაინახავ მის თვალებში ბედნიერებისგან მორბენალ ჭინკებს.-ტელეფონი ისე უკან მიუწია ყავის ფული მაგიდაზე დატოვა და ფეხზე წამოდგა.თვალები წყლით ჰქონდა სავსე,ცოტაც და თავს ვეღარ შეიკავებდა.-ნახვამდის-დაემშვიდობა და შებრუნდა.უკან კი მისით გაოცებული გოგონა მოიტოვა.თვალებიდან შეკავებული ცრემლები გადმოუვიდა.კარებიდან გასვლისას ვიღაცას შეეჯახა.უცნობისთვის არც შეუხედავს ისე მოუხადა ბოდიში და კაფე სასწრაფოდ დატოვა.უცნობი ნიღბით,ქუდით და სათვალეებით შენიღბული ჯერ თვალი მას გააყოლა შემდეგ კი დიდი სისწრაფით მივიდა გაიონთან,რომელიც წამოდგომას აპირებდა მკლავში ხელი ჩაავლო და ისევ უკან დასვა.შენიღბულს გაფართოებული თვალებით შეხედა.
-ხომ გითხარი არ გაკარებოდი მას-გამოსცრა ნიღაბს შიგნით კბილებიდან.გოგონა მიხვდა თუ ვინ იმალებოდა ნიღაბს შიგნით.
-ისევე როგორც შენ აღარ უნდა შეხვედროდი მას.გაგახსენო?გუშინ ღამე გვიან დედაშენის კაფეში და დილით უთენია წამოსვლა იქედან-ცალი წარბი ასწია ფანკლუბის პრეზიდენტმა.
-შენ რა მითვალთვალებ?-გაოცება დაეტყო ხმაში.
-ისევე როგორც შენ უთვალთვალებ შენი ჯაშუშით მას.
-არ ფიქრობ,რომ ზედმეტი მოგდის? მე ჩემი ცხოვრება მაქვს.ნუთუ არ შეიძლება ჩუმად მაინც მივიდე მასთან ისე თვითონაც,რომ არ იცის ცოტახნით ვუყურო და ისე წამოვიდე ვერც კი მიხვდა ჩემს იქ ყოფნას.-გაბრაზება ნელნელა ნელდებოდა და მხოლოდ გულის ტკივილი რჩებოდა.
-ყველა ჩემსავით არ მოგექცევათ.ჩემს ადგილზე სხვა,რომ იყოს უბრალოდ ადგებოდა და ატვირთავდა ამ სურათებს მარტივად.ვაღიარებ,რომ მე მოტივაციაც მაქვს ჩემი და მხოლოდ თქვენ კეთილდღეობაზე არ ვფიქრობ. როგორც სხვას არც მე მსიამოვნებს ადამიანი ვინც მიყვარს სხვას ხვდებოდეს.აქ მე ბოროტი პერსონაჟის როლი მაქვს.-ფეხზე წამოდგა ჩანთაში ტელეფონი ჩააგდო-შეეშვები? შევეშვები მეც-ზემოდან დასძახა ბიჭს.
-კარგი.დღეიდან ჩემთვის უცნობია.-ამ სიტყვებს მთელი გული ამოაყოლა და კაფიდან გავიდა.უკან გაიონიც მიყვა,თუმცა გასვლისას მათი გზა გაიყო.მთელი გზა გოგონას ხატიას სიტყვები უტრიალებდა თავში და შინაგანად აფორიაქებული იყო.მისი თითოეული სიტყვას იაზრებდა დ ხვდებოდა რამხელა ზიანს აყენებდა საყვარელ ადამიანს,მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ბოლოს თავი მაინც გაიმართლა.
-***
დღეები დღეებს მიჰყვებოდა.გაუსაძლისი ტკივილი ნელ-ნელა სულაც აღარ იყო გაუსაძლისი ორივემ ისწავლა ამ ტკივილით ცხოვრება. თუმცა არც ერთის ღიმილიან თვალებში აღარ დარბოდნენ ბედნიერებისგან მორბენალი ჭინკები.ხატია თავისუფალ დროს კაფეში ატარებდა და ეხმარებოდა სტუმრების მიღებაში.ასეთ ყოფაში გაირა მთელმა სამმა თვემ. დღესაც სიხარულით გარბოდა კაფეში. იქვე ავტობუსიდან ჩამოვიდა,კაფესთან მიახლოებულმა შენიშნა გარეთ ყველა მაგიდა სავსე იყო,შიგნით შეიჭყიტა გარედან და იქაც სასვსე მაგიდებს მოკრა თვალი.შიგნით გახარებული და გაოცებული შევიდა თან უკან-უკან იყურებოდა.
-მოვედი-დაიძახა შესვლისას და დახლიდან ქალის ყურადღება მიიპყრო,რომელსაც მის დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა.კარებიდან დახლის მიმართულებით გაემართა კუთხიდან კი მზერა მოაცილებდა.-დღეს რამე ხდება? ყველა მაგიდა სავსეა-გახარებულმა მოავლო თვალი ოთახს. მისი სახე კუთხეში მჯდომი სტუმრების დანახვისას შეიცვალა.ორივეს მზერა ერთმანეთს შეხვდა.წამით მოსწყდნენ იქაურობას. მხოლოდ ისინი იყვნენ და სხვა არავინ.ხატიამ მზერა მოაშორა ახლა მისი მზერა გაიონს შეხვდა,რომელიც მოშორებით მაგითასთან იჯდა და ხან მას ხან ჩანიოლს შეჰყურებდა. -მგონი უნდა წავიდე-დახლისკენ მიბრუნდა.გაბრუნებისას ხელი დაუჭირა ქალმა და უკან დააბრუნა.
-ახლა ვერ წახვალ. ხომ ხედავ რამდენი ხალხია.აიღე ეს ლანგარი და ბიჭების მაგიდასთან მიიტანე.წესიერად ივახშმონ მალე უნდა წავიდნენ,ისედაც ამ ფანების ხელში შევიწროებულები არიან.გამომართვი და მიუტანე-ბოლო სიტყვები მბრძანებლურად ჟღერდა ხელიდან ჩანთა გამოართვა ლანგარი შეაჩეჩა და მათკენ უბიძგა.ხატია ნელი ნაბიჯით წავიდა მათკენ.ქალის მკაცრი და მომთხოვნი სახე ნაზი ღიმილით შეეცვალა.
მათ მაგიდას მიუახლოვდა ჩანიოლის მზერაა მიაცილებდა ბოლომდე. ისევ შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს და დაკარგულმა მბრწყინვალებამ გაჰკრა მათ თვალებში. გვერდით მჯდომმა სუჰომ ფეხზე ჩუმად მიკრა ფეხი და გაიონზე ანიშნა.ჩანმაც სწრაფად მოაშორა ხატიას მზერა და თავი დახარა.ბიჭები მომღიმარი სახით შესციცინებდნენ რძალს.მათ თვალში ის ყოველთვის ასე დარჩებოდა და დიდპატივს სცემდნენ ხატიას.მისი ნახვა ყველას გაეხარდა და როგორც შეძლეს ჩუმად ფანებისგან შეუმჩევლად ჩაუღიმეს.მხოლოდ ჩანიოლი აღარ უყურებდა.აკანკალებული ხელით მაგიდაზე ლანგრიდან საჭმელები გადადო.
-გემრიელად მიირთვით-ჩაილაპარაკა ჩუმად და თავის ადგილს დაუბრუნდა დახლთან.მაგიდებს შორის დარბოდა, ცდილობდა კუთხეში მაგიდისკენ აღარც კი გაეხედა.დრო ძალიან გაიწელა.ბიჭები წასვლას ჯერ არ ჩქარობდნენ.ხატიას ჩანთაში ტელეფონი აწკრიალდა.
-შვილო შენს ჩანთაში ტელეფონი რეკავს.-იქვე მდგარმა ქალმა ანიშნა ჩანთაზე.
-ახლავე.-ლანგრით ხელში შევიდა დახლს შიგნით ჩანთაში მოძებნა ტელეფონი და უპასუხა-ხო იონგა.ახლა კაფეში ვარ.რა მოხდა? დედა?კარგი დამშვიდდი.შენს მაგივრად მე მივალ. შემდეგ თქვენთან მოვალ საავადმყოფოში.-ტელეფონი გათიშა და საქმეში გართულ ქალს მიუბრუნდა.
-დედა... უნდა წავიდე.სასწრაფოდ-ყურთან ჩასჩურჩულა გოგონამ.
-ყველაფერი კარგადაა?-მისკენ შემობრუნდა.
-ჩემი მეგობარი იონგი ხომ იცი დედამისი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანა.მის მაგივრად მივალ დღეს სამსახურში. -წინსაფარი მოიხსნა, ქალს გაუღიმა, მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ გაემართა. ჩანიოლმა ნერვიულად გააყოლა მას თვალი. მალევე აიშალნენ ბიჭები დედას დაემშვიდობნენ. გასასვლელში დამდგარ ფურქონს თავი შეაფარეს გასვლისას ფანებისგან შევიწროებულებმა და იქაურობას მოშორდნენ.
-***
ღამე მორიგეობა ძნელი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.მითუმეტეს წინა ღამის ნათევს უფრო გაუჭირდა.ასევე მიყუჩებულმა ტკივილმა და მონატრებამ თავი შეახსენა.როცა ყველაფერი მიწყნარდა და საქმეც აღარ ქონდა კაბინეტში წამოისვენა და ჩაეძინა.ორი საათი ეძინა გათენებისას კი პირდაპირ შუქმა დაანათა სახეზე თვალები მოისრისა და ფეხზე წამოხტა.ისევ თავის პოსტს დაუბრუნდა.
-ხატია?-გასვლისას უფროსი მენეჯერი შემოეგება.
-მაპატიეთ ცოტახანი წამეძინა.-თავი დახარა დამნაშავესავით.
-არაშავს ადამიანები ვართ ყველა-მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.-ხო ეს კონვერტი დაგიტოვეს.-თეთრი კონვერტი გადასცა ხელში.
-მე?-გაუკვირდა და გახსნა კონვერტი.იქედან წერილი ამოაძვრინა."მართალი ხარ!ვუყურებ და ვხდები რამდენს ნიშნავ მისთვის.ამას მაშინ მივხვდი,როცა დავინახე რამხელა სიყვარულით გიყურებდა და მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები ღვივოდნენ,რაც მთელი სამი თვეა არ დამინახავს.მთლიანად გიბრუნებ ჩიპს,მხოლოდ ეგ არსებობს.მართალი ხარ,როცა ამბობ თუ გიყვარს და მისი ბედნიერება გინდა უნდა შეგეძლოს გაშვება სხვასთან.მინდა ისევ ვხედავდე სცენაზე მის ბედნიერ ღიმილს.ამას კი შენ შეძლებ.დამალეთ თქვენი ურთიერთობა და ეცადეთ აღარ გამოგიჭირონ თუ ერთად ყოფნა გინდათ."წაკითხვისას სხეული სიხარულმა მოიცვა ისე გრძნობდა თავს თითქოს მის სხეულს ფრენა შეეძლოო.კონვერტი ამოაპირქვავა და ხელის გულზე პატარა შავი ჩიპი გადმოუვარდა.სიხარულისგან შუა სასტუმროში ხტომა დაიწყო უფროსი მენეჯერი გაოცებული შეყურებდა გოგონას,თან ღიმილი ეპარებოდა სახეზე.
-როგორც ჩანს სასიხარულო ამბავია-ღიმით უთხრა ბიჭმა.
-კი ძალიან.-სიხარულით ლამის უფროს გადაეხვია.-უკაცრავად-ცქმუტვით უთხრა ხატიამ.
-არაუშავს.დიდიხანია ასეთი გახარებული არ მინახიხარ.შეგიძლია უკვე წახვიდე-სიცილი არ შორდებოდა.
-ჯერ ნახევარი საათი მაქვს კიდევ.-საათს დახედა.
-წადი ორი დღე გადაბმულად მუშაობდი ღამე.თან იონგის დედის სანახავად ხომ მიდიხარ კიდევ.და ვფიქრობ ამ სიხარულის მიზეზისთვისაც გაქვს დრო გამოსანახი.
-მადლობა სონბე-მხიარულად გაიქცა თავისი ოთახისკენ გამოიცვალა და სასტუმრო დატოვა.

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Where stories live. Discover now