თავი 21 -დასასრული-

631 41 21
                                    

  დარბაზში მოუთმენლობის სუნი ტრიალებდა.შუა წრეში ორ ადამიანზე გაშლილი მაგიდა იდგა.სცენაზე ბიჭებს ყველაფერი მოეწესრიგებინათ.როიალი შუაში მოაჩოჩეს. მიკროფონი ცენტრში იდგა.ხატია სცენის კიდეზეე ჩამომჯდარიყო ნერვიულად ტუჩებს იკვნეტდა და ფეხებს აქეთ-იქეთ აქნევდა.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება-მხარზე ხელი მხიარულად დაადო ხელი მხარზე ბექიონმა.
-რომ არ მოვიდეს?-სევდიანი თვალები მიაპყრო მას.
-ნუ გეშინია ისეთი მიზეზი მოვიფიქრეთ მე და მგელმა,რომ გამოფრინდება-ჩაიხითხითა ბექიონმა.-ნუ სიბრაზისგან,მაგრამ მაინც გამოფრინდება-გაეკრიჭა გოგოს.
-რა მოიფიქრეთ ასეთი?-ხატიას სახეზე ღიმილმა გადაკრა.
-ის,რომ პაემანი გაქვს იმ ექიმთან -ჩაფიქრდა ბექენი -რა ქვიაა?-თითები გაატკაცუნა-ა ხო იუნი.
-მართლა გამოფრინდება-სიცილი აუტყდაა ხატიასაც. ბექიონმა ტელეფონს ჩახედა რომელმაც სმსის მოსვლა ამცნო.სახეზე ღიმილმა გადაკრა წაკითხვისას..მიმოწერა გამართა ტელეფონზე თან სიცილს ვერ იკავებდა.ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა და ისევ ხატიას მოუბრუნდა.
-გეგმამ გაჭრა არწივი მოფრინავს.
-არწივი? - ისევ ახითხითდა გოგონა.
-ხო-აჰყვა სიცილში -ოპერაციისთვის ხომ გვინდოდა კოდური სახელები.მე ციყვი ვარ-შეიფერა და გაეკრიჭა ხატიას.-არწივი შენი მიჯნურია. ჩვენი ინფორმატორი კიდე მგელი. ოპერაცას კიდევ სახელად "შეყვარებული არწივი და ბეღურა" დავარქვით.-ორივე ერთ დროულად იცინოდა
-ანუ მე ბეღურა ვარ-მუცელზე ხელი მიიდო სიცილიგან უკვე სკიოდა.-ვიცოდი ორივე როგორი შეშლილები იყავით,მაგრამ ახლა მოლოდინს გადააჭარბეთ-მხარზე თბილი მზერით ხელი დაადო ბიჭს.-ამიტომაც მიყვარხართ ასე ძმებივით.
-ჩვენ კიდე როგორც უმცროსი დაიკო და ჩვენი არწივის ბეღურა რძალი-მანაც თბილად გაუღიმა.
-ეს ადგილი უსაფრთხოა? აღარ მინდა კიდეც რამე შარში გაგხვიოთ-უცებ მხიარულება გაქრა და შეცბუნება გამოეხატა სახეზე.
-დაწყნარდი მენეჯერმა იზრუნა ამ ადგილზე-ჩვეული ღიმილით უთხრა ბიჭმა.
-ეგ როგორ? ჩემი წინააღმდეგი ხომ არის? -გაკვირვება ეხატა სახეზე ხატიას.
-თქვენსას მაინც არ დაიშლით და უსაფრთხო ადგილს მე გიპოვითო.მერე რამე შარში,რომ გაეხვეთ ჩემი მოსაგვარებელი იქნებაო და ბარემ მე ვიზრუნებ ამაზეო.
-მადლობა გადაეცი ჩემი სახელით.ასე თუ ისე მაინც ჩვენს მხარესაა-გული დაიმშვიდა.
-***
მანქანაში მოუსვენრად იჯდა ჩანიოლი და სეჰუნს ყოველ წუთში აწუხებდა.
-უფრო სწრაფად ვერ ივლი? -გახედა სეჰუნს.
-ამაზე სწრაფად შუმახერი კი არ ვარ-არც სეჰუნი ცხრებოდა და მის წვალებას განაგრძობდა.
-ჯანდაბა მალე ქენი.-ისევ ფანჯრიდან დაიწყო ყურება.
-აბა რა მალე უნდა მივიდეთ,რომ ჩაშალო ეს პაემანი.ვინ იცის ახლა შეიძლება მისი ხელიც უჭირავს ხელში-უცებ სეჰუნმა ჩანიოლის მზერა იგრძნო.-ან იქნებ მარტო ხელს არ დაჯერდა და აკოცა კიდეც-მაინც არ დაცხრა სეჰუნი.ჩანმა უცებ თვალ წინ ეს სიტუაცია მოხაზაა.თითქოს ფილმის კადრივით უყურებდა,როგორ დაადო ხელი ხელზე ექიმმა ხატიას,შემდეგ მისკენ მიიზიდა და სანამ მის ტუჩებს დაწვდა მანამდე მირაჟი გააქრო ხელების ქნევით და ყვირილით.
-არა! არა! არაა! და არა!- მანქანა მისმა ყვირილმა მოიცვა.
-ჯანდაბა დავყრუვდით რა გაყვირებს.-ცალი ხელი ყურზე მიიდო.-აჰა მოვედით უკვე თითქმის.-ჩანიოლმა ყვირილი შეწყვიტა და გადასასვლელად უკვე მომზადება დაიწყო.-რო გადახვალ ერთი მაგრად სცემე მე დაგეხმარები-ეშმაკურად შეათამაშა წარბები,თუმცა ჩანს არ შეუნიშნია.მის შეუმჩნევლად ტელეფონზე შეტყობინება გააგზავნა. "არწივი მოფრინდა"-მანქანა შენობასთან შეაჩერა.
-***
-არწივი მოფრინდაა...-დაიყვირა ბექიონმა და ყველა სმენად იქცა.ხატიას ისევ დაიწყო ნერვიულად ხელების სრესვა.გოგონას ჩენი მიუახლოვდა და თბილად გაუღიმა.
-ნუ ნერვიულობ თორემ ვეღარ იმღერებ-უღიმოდა ხატიას.-დაწყარდი და ყველაფერი ისე ქენი როგორც გასწავლეთ.-დაამშვიდა.
-მითუმეტეს ასეთი მასწავლებლები გყავდით-მოეჭრა მათ ბექიონი და გოგონას სახეზე ღიმილმა გადაკრა.ხელები ერთმანეთს შემოკრა.-ადგილებზე-დაიყვირა ისევ.ჩენმა ადგილი როიალთან დაიკავა ბექიონი ჩუმად მიეყურსა საუკეთესო ადგილს საიდანც შეძლებდა ყველაფერი ხელის გულივით დაენახა და თვალყური ედევნებინა.ხატიამაც დაიკავა თავისი ადგილი მიკროფონთან ორივე ხელი ჩასჭიდა და ელოდა.-პინგვინ შუქი-გასძახა დიოს ბექიონმა. მანაც თავი დაუქნია და დარბაზი ჩამოაბნელა.
-***
კარებთან იდგა და ფიქრობდა შეეღო თუ არა კარები?"განმატოებულ ადგილას რესტორანი,რომელიც დაკეტიალია მხოლოდ მათთვის მაქვს უფლება ჩავშალო ეს ყველაფერი?ხომ აქ მასაც ბედნიერების უფლება.ვერ ვიქნები ეგოისტი"-ფიქრებმა თავი არ ანებეს.სახელურიდან ხელი ჩამოსწია და უკან შებრუნდა.მისი შემხედვარე სეჰუნს სახეზე ფერი ეცვალა.იმაზეც კი იფიქრა წიხლით შეეტენა შიგნით,მაგრამ ეს არ დასჭირდა ჩანიოლი ისევ უკან მიბრუნდა.
-ჯანდაბა. ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩემი უნდა იყო-წარმოთქვა და სახელურს ველურივით ეცა და კარები შეაღო.მხოლოდ კარებიდან შემავალმა შუქმა გაანათა ოდნავ შესასვლელი.სახეზე გაკვირვება გამოეხატა სიბნელის დანახვისას,თუმცა დაპროგრამებულივით შიგნით შევიდა ზურგს უკან კი კარები მიიხურა.-შუქის ჩამრთველი სად ჯანდაბაშია.რატო ბნელა ასე? სეჰუნაა თუ მომატყუე იცოდე მკვდარი ხარ-სიბნელეში ცდილობდა თვალებით რამე დაენახა თუმცა ამაოდ.ჩაბნელებულ დარბაზში სცენა განათდა.სინათლე ხატიას ანათებდა,რომელიც სიყვარულით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა ჩანიოლს.თავიდან გაკვირვებამ შეცვლა სიბრაზე,შემდეგ ყველაფერი გაანალიზა და სცენიდან მომღიმარ გოგოს აახედა.ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ.ხატიამ თვალები მოაცილა და უკან ჩენს გახედა თავით ანიშნა დავიწყეთო,მბჟუტავი შუქი ოდნავ ანათებდა ჩენს,რომელმაც როიალის კლავიშები აამღერა exo-ს ალბომიდან "my answer".ხატიამ თვალები დახუჭა ღმად ჩაისუნთქა,თავი ასწია ისევ მის წინ მდგომ მისით მონუსხულ ჩანს გახედა.ჩაუღიმა და დაწყო.
"I may seem strong, I may be smiling
But there are many times when I'm alone
I may seem like I don't have any worries
But I have a lot to say
The moment I first saw you, I was so attracted to you
I didn't weigh out my thoughts and just talked

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 06, 2016 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Where stories live. Discover now