YVITLEBI
***
ჯიბიდან კასტეტი ამოვიღე შეუმჩნევლად და გამეტებით მოვუქნიე. ყვირილი აღმოხდა, ხელი ცხვირზე აიფარა. წამში დავინახე მისი სისხლით მოთხვრილი სახე, მაგრამ შეცოდების და შეშინების ნაცვლად ჩემმა გულმა სიხარულისგან ბაგაბუგი დაიწყო. მისი ყურება და გინების მოსმენა აღარ გამიგრძელებია, შემოვბრუნდი და ის იყო სხვისთვის უნდა მიმეხედა ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში:
- მალე, მალე წავედით !
გვერდით გავიხედე და ამ აყალმაყალში ძლივს გავარჩიე ლაშას შეშლილი სახე, რომელმაც რაღაცისკენ მიმითითა. უცებ მხარში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ არ შევჩერებულვარ, იქეთკენ გავიწიე, მივხვდი, ვიღაცამ მაგარი რაღაც დამადევნა იმ იმედით, რომ წავიქცეოდი. მისდა საბედნიეროდ აღარ მივბრუნებულვარ, რადგან სიბნელეში ოთოს „დუტის" ფარებმა შემოანათა.***
- რით ვერ დაამთავრეთ ამ „რაზბორკებზე" სიარული - ჩაიღიმა ოთომ და ფანჯარა ჩამოსწია.
პასუხი აღარ გამიცია, კასტეტი ჯიბეში ჩავაცურე.
- დანარჩენები სად არიან?
- მარტო ჩვენ ვიყავით - თქვა აქოშინებულმა ლაშამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
- ბედი თქვენი, პატრული არ გამოიძახეს, თორე ივანისელო 25 წელი ხელში გეჭირა. - გამომხედა ოთომ მკაცრად.
- სიგარეტი გაქ? - ვკითხე ოთოს პასუხად და გვერდზე გავიხედე.
- არ წამომიღია, ისე გამომაქცია ნაკაშამ მოდიო, მობილურიც დამრჩა.
- ჰა, ლევა მე დაგიტოვებ, არც მე მაქ მეტი, გავიყოთ ძმურად, ხო იცი ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო - გაიცინა ლაშამ, ჩვენ კი ერთმანეთს გადავხედეთ, ლაშას „ხუმრობები" საქვეყნოდ იყო ცნობილი.
- მომე, მომე, თორე ცუდად ვარ, მაკანკალებს - ვუთხარი ცოტა არიყოს უხეშად.
- კაი ხო ნუ ვარდები, გადავალ ვიყიდი, არ მოკვდე - გადაატრიალა თვალები.
- დაეტიე მანდ, არ მინდა, ავალთ უბანში და იქ ვიყიდი.
- ჰა მოყევით ახლა რა მოხდა ? ნაკაშ, ისე მელაპარაკე, მეთქი დაბრიდეს უკვე დანარჩენებითქო. - ცერად გახედა სარკიდან ოთომ ნაკაშიძეს.
- ბიჭო, რავი ვერ შეხედე რა ამბავი იყო? კლუბში ჩხუბი მოგვივიდა და გარეთ გავაგრძელეთ. თითი ვიღრძე მგონი - დანანებით დახედა ნაკაშამ თავის ხელს. ამაზე ყველას გაგვეცინა.
- ჯანდაბა თქვენ თავს, მაკა სიცხიანი ბავშვით დავტოვე სახლში და გამოვვარდი, ვაი ჩემს მისვლას.
- რა ჭირს გიოს? - ვკითხე უცებ ისე, თითქოს ბავშვს რაღაც სერიოზული შეემთხვა. ვგიჟდებოდი ამ ბავშვზე, ჩემი ნათლული იყო და ისე ვანებივრებდი ლამის მამამისს ჩემზე ეეჭვიანა.
- არა, ისეთი არაფერი, ცოტა გაცივდა და ... მაკა ხოიცი რა ფეთიანია.
ამ ლაპარაკში უბანშიც ავედით. საათს დავხედე. უკვე 12 ის ნახევარი იყო. ბირჟაზე ბიჭები იდგნენ.
- კაი დავაი ბიჭები წავედი მე, ვეღარ გავჩერდები, მომკლავს მაკა.
- მიდი, მიდი. ნათლულს მიმიხედე.
- შენ მაკას უფრთხილდი, შენ დაგაბრალე ჩემი დღევანდელი გამოქცევა - გაიცინა ოთომ.
- ნუ იჯავრებ ჩემზე, მაკო ჩემი დაა, არ მიწყენს. - გამეღიმა მეც.
წამიც და მისი „დუტიც" ბინების უკან მიიმალა.
მარკეტებთან უბნის ძველი ხალხი აბირჟავებდა ახალგაზრდებთან ერთად.
- ივანისელი! მოდი აქ.
დამიძახა მამაჩემის ერთმა ძმაკაცმა.
- რა გჭირს ბიჭო? მხარი რას გიგავს.
მერეღა დავხედე ჩემ მხარს, თურმე სისხლი მომდიოდა. სიბნელეში ვერ შევამჩნიე. არაფერი მითქვამს რეზო ბიძიასთვიის.
- ვის ეჩხუბეთ?
- რავი რა, კლუბში აგვიტეხეს ჩხუბი.
- მერე ხოარ შემარცხვინე ბიჭო?
- არა რეზო ძია, რას ამბობ. ეგრე მიცნობ ? - გამეღიმა.
- ლევა ბიძი, ეგ ყველაფერი კაი, ძალა გერჩის, თავი გაქ, მარა უნდა მოეშვა ამ ჩხუბებს და ამბებს, რა გინდა, ჩვენსავით მთელი ცხოვრება აქ, ამ ბირჟაზე გინდა გაატარო? არ გინდა უკეთესი მომავალი? 16 წლის ხო აღარ ხარ.
- ვიცი რეზო ძია, მაგრამ რა გვექნა. ვიცი აღარ შეშვენის 21 წლის კაცს უკვე ქუჩა-ქუჩა წოწიალი...
მე და რეზომ გვერდზე გავიწიეთ. ჯიბეებში ხელჩაყოფილი, მხრებაწურული ვიდექი რეზოს გვერდით და ვუსმენდი მის ხრინწიან, მაგრამ თბილ ხმას.
- ჰო ბიძი, სირცხვილი კიარაა სამუშაო. მაინდამაინც მე და მამაშენს უნდა დაგვემსგავსო? ხო ხედავ ეს ცხოვრება არავის ინდობს ლევა...
თავი დავხარე. ვერაფერი ვუთხარი რეზოს. ვიცოდი, რომ ველაფერში მართალი იყო, მაგრამ რა მექნა, უკვე ასეთ ცხოვრებას ვეღარ ვეშვებოდი. სხვა აზრი, სხვა მიზანი არ გამაჩნდა.
ბოქსიორი ვიყავი, მაგრამ ტრამვის გამო თავი დავანებე. ახლა კი ისევ ამ მორევში ვიძირებოდი.
ვიცოდი, რომ ვიძირებოდი, მაგრამ ამოსვლა არც მინდოდა...
- იფიქრე ამაზე, იფიქრე. - მხარზე ხელი დამკრა რეზომ და სიგარეტი გააბოლა. მზერა გავაყოლე და მიმიხვდა კიდეც.
- აჰა, მოწიე.. - მითხრა და გამიღიმა.
დამნაშავე ბავშვივით გავიღიმე მეც. თავი მაღლა ავწიე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
უბანი ჩაბნელებული იყო. მხოლოდ მარკეტებთან ანათებდა ლამპიონები.
ბნელი შუქიდან ლანდი გამოკრთა. იქეთ გადავიტანე მზერა. რეზო უკვე აღარ მელაპარაკებოდა ჩემს მომავალზე. ვაკვირდებოდი და გავარჩიე, რომ ნელ-ნელა გოგოს ფიგურა გამოიკვეთა.
თვალი კარგად, რომ შევავლე დავინახე და უნებლიედ გამეღიმა მის ჩაცმულობაზე.
თბილი „ჩუსტები", „ელასტიკები" თუ რავი რას ეძახიან გოგოები სხვას, ფუმფულა ჟაკეტი ეცვა, ამ შუა ზაფხულში, ხელები თბილ ჯიბეებში ჩაეწყო და მიუხედავად ამისა ცხვირი სიცივისგან გაწითლებოდა და თვითონაც კანკალებდა.
- გამარჯობა! მიესალმა რეზოს და გაუღიმა.
- გაგიმარჯოს გენაცვალე, რას შვრება მამაშენი, ხოარი ჯანზე? - გაუღიმა რეზომაც.
- კი რა უჭირს, სახლშია და ტელევიზორს უყურებს.
- შემოვუვლი ერთი ხვალ.
გოგომ ისევ გაუღიმა და აფთიაქში შევიდა. მინის კარებში ვაკვირდებოდი მის ყველა მოძრაობას. რეზოს არაფერი გამოჰპარვია და ეჭვის თვალით გადმომხედა.
- აპაპ, შენ რაღაც ცუდად ათვალიერებ მაგ გოგოს.
- არა რეზო ძია, რას ამბობ. ვიცი შენი ძმაკაცის შვილი როა.
- მე იმას კი არ გეუბნები არ მოგეწონოსთქო კაცო ...
- არა რეზო ძია, ხო იცი მე შეყვარებული მყავს.
რეზოს გაეღიმა.
- ხო, გამახსენდა. ისე მარი კაი გოგოა, კარგადაც სწავლობს და ლამაზიცაა ...
- კი ლამაზი ნამდვილად არის ... - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- კაი დავაი ლევა, წავედი მე, რაღაც ვერა ვარ კარგად.
- გაგაცილებ თუ გინდა რეზო ძია.
რეზოს ეტყობოდა კარგად იყო ნასვამი.
- არა ლევა იყავი. წავალ ჩემით. მამაშენს უთხარი გამომიაროს ხვალ, საქმე მაქ რაღაც - ეს თქვა რეზომ და თავის ქუჩას ნელნელა გაუყვა.
ბირჟაზე ბიჭებიღა დავრჩით. გამყიდველმა მარკეტში შუქი ჩააქრო, გამოვიდა და მარკეტი დაკეტა. ის იყო თვალს მიეფარა ჩქარი ნაბიჯით, აფთიაქიდან მარი გამოვიდა და მარკეტისკენ გამოემართა. ცხვირი ისევ გაწითლებული ჰქონდა. ვერ მივხვდი ასე როგორ ციოდა.
- ამწუთას დაკეტეს. - ვუთხარი ჩემდაუნებურად.
- ჰო მივხვდი, - გამომხედა მისი თაფლისფერი თვალებით. ტუჩის კუთხეები ოდნავ შეერხა. გაიღიმასავით და ნაბიჯი გადმოდგა წასასვლელად.
სიგარეტი გავაბოლე და მზერა მის ტუჩებზე შევაჩერე. სამწუხაროდ, როგორც ყოველდღიურად აცვია, ისე არ ეცვა, ჩათბილული იყო, როგორც ზამთარში, თორემ საშუალება მექნებოდა ახლოდან დავკვირვებოდი მის გარეგნობას. თუმცა ამის გარეშეც ლამის მთლიანად მქონდა მისი სხეული შესწავლილი, როგორც თითქმის ყველა დანარჩენის. რას ვიზამთ, ასეთები ვართ ახალგაზრდა ბიჭები ...
და მაინც ... ამ გოგოს გარეგნობას ჭკუიდან გადავყავდი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა, მაგრამ ეს ხორბლისფერი კანი, ყველანაირი ხალის და მსგავსი რაღაცეების გარეშე სულს მიფორიაქებდა. სახე, ნაზი და სუფთა. მეზიზღებოდა გოგოებს, რომ სახეზე რაღაცეები აქვთ ხოლმე.
არც მაკიაჟს ატარებდა არასდროს. არ იყო მაღალი და სუსტი, იყო საშუალოზე ოდნავ დაბალი, გამხდარი, მაგრამ მაინც შევსებული, წვრილი მკლავები, წვივები, არც ისე სუსტი ფეხები, გამოყვანილი თეძო, სავსე მკერდი, სქელი ტალღოვანი, მსუბუქი თმა ... ღია თაფლისფერი თვალები, საშუალოზე ოდნავ დიდი ტუჩები და ოდნავ კეხიანი ცხვირი.
დარწმუნებული ვარ იცოდა კიდეც ასე კარგად, რომ მყავდა შესწავლილი, ამიტომაც ეღიმებოდა ხოლმე, როცა ჩემს მზერას შეამჩნევდა.
- ივანისელი, გამომხედე რო გეუბნები რაღაცას! - გამომარკვია ლუკასის ხმამ და წამით მარის მზერა მოვწყვიტე.
- რა გინდა ბიჭო? - ეს ვთქვი და გვერდზე გავიწიე, მარი რომ გამეტარებინა.
ლუკასმა მობილური მომაჩეჩა ხელში.
- ნინა გირეკავს, უპასუხე.
მობილური სწრაფად გამოვართვი.
- ჰო ნინ...
არ დამაცადა მოკითხვა, ისეთი ხმით მითხრა, დეგენერატი ხარო მაშინვე წამოვირდგინე, როგორი „სწერვა" სახე ექნებოდა ამის თქმისას.
- რა გინდა ნინა? არ მეცალათქო რო გეუბნები, ესე იგი არ მეცალა.
- უნამუსო ბიჭი ხარ, კლუბში კარგად იყავი წათრეული ...
- ნინა წესიერად მელაპარაკე იცოდე ... კარგი თუ აღარ გინდა ჩემთან ურთიერთობა ახლავე დავამთავროთ ყველაფერი ...
ვუთხარი გაბრაზებულმა და მობილური გავთიშე.
- რა მოხდა ლევა ? - მკითხა ლაშამ და სიგარეტი გააბოლა.
- რა მოხდა და მისი დაქალის დაბადებისდღეზე არ გავყევი და გაუგია, რომ კლუბში ვიყავით.
- საიდან გაიგო?
- მის ერთ ნაცნობს დავუნახივარ და მიუტლიკინა ენა. გავხევ ნარტყამი, ვინც იქნება,.
- და დაგშორდა მაგის გამო ?
- კიარ დამშორდა, დავშორდი ლუკ - გავიღიმე და თვალი ჩავუკარი.
ბიჭებსაც გაეღიმათ. იცოდნენ ნინა არ დამშორდებოდა ასე იოლად. ნინაზე ბევრი არ მიდარდია, ჩემ ხელში იყო და ბოლოს მაინც ჩემთან მოვიდოდა.
ნელნელა ბირჟიდან ბიჭები გაიკრიფნენ. მარტო მე, ლაშა და ლუკასი დავრჩით.
პატარა ბაღში შევედით და ხის გრძელ სკამებზე ჩამოვჯექით. ვეწეოდით და ხმამაღლა ვიცინოდით ლუკასის მონაყოლზე.
- რა ხდება ბიჭო მანდ ?
მოგვესმა ხმა სადა, ლურჯი „Range Rover" ის ჯიპიდან.
- ოხ ამის, - ჩაილაპარაკა ლაშამ, როცა უბნის პოლიციის მანქანა იცნო. - დღეს ვერ გადავრჩებით.
- არაფერი უფროსო, რა უნდა ხდებოდეს, ბიჭები ვლაპარაკობთ უბრალოდ. - გავეცი პასუხი ხმამაღლა და გამომწვევად.
ჯიპიდან დაბალი, მსუქანი, საზიზღარი „ძაღლი" გადმოვიდა და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა.
- თქვენ არ იცით, რო გვიანობამდე ქუჩაში ბიჭების ჯგუფად ყოფნა აკრძალულია ?
- რატო უფროსო, რამეს ვაფუჭებთ? - ვუთხარი ისევ ისე და თვალი მოვკარი მანქანაში კიდევ ერთ, წინ მჯდარ „ძაღლს".
წამით ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. უბანი მივათვალიერ-მოვათვალიერე, მაგრამ ვერავინ შევამჩნიე, არადა ვიცოდი ვიღაც გვიყურებდა.
- რაარი ბიჭო, რამხელა თმები გაქ. - მითხრა დამცინავად.
ინსტიქტურად ხელი ჩემს ოდნავ მოზრდილ, ტალღოვან თმას შევავლე.
- შევიჭრა ? - არანაკლები ირონიით ვუთხარი მეც.
- დავაი, ჩაჯდა მანქანაში! სამივე!
ადგილიდან არ გავნძრეულვარ. არადა როგორი საქმე იყო უბნის პოლიციისთვის სიტყვის შებრუნება. წაიყვანდნენ ხოლმე ღამით ბიჭებს, ცემდნენ, და დილას დაჟეჟილებს გამოუშვებდნენ.
უბნის ყველა ბიჭი, განსაკუთრებით ვინც კი რამეში ვყავდით შემჩნეული, აღრიცხვაზე ვყავდით აყვანილი და ყოველდღე გვამოწმებდნენ.
- ჩაჯექით მეთქი ბიჭო! თუ არ გინდათ უარესი დაგემართოთ!
ლაშა მორჩილად ჩაჯდა მანქანაში, ლუკასიც მიყვა, თან ხმადაბლა რაღაცას ბუტბუტებდა. გაქცევასაც აზრი არ ჰქონდა, ვიცოდით ამ დროს 3 მანქანა დადიოდა უბანზე და უცებ გვიპოვიდნენ, მერე კი უარესი გველოდა. სულ მცირე 5 წლიანი პირობითი ამათ, მე კი მინიმუმ 12 წლიანი ციხე, რადგან 5 წლიანი პირობითი მქონდა უკვე „საბედნიეროდ" აწ უკვე მონანიებულ დანაშაულზე.
15 წუთში პოლიციის შენობაში მივედით. იმ ოთახში აგვიყვანეს სადაც ავყავდით ხოლმე.
- ჰა ბიჭო, ქურდობა გინდათ ხო თქვენ? - გვითხრა საზიზღარი, დამცინავი ხმით.
- რატო ინტერესდებით ჩვენ რაგვინდა? - ვკითხე გაღიზიანებულმა.
- ივანისელი, ბევრს ნუ ლაპარაკობ, თორე აგახატავ სახეზე 12 წლიანს.
„რა პოპულარული ვარ ძაღლობაში" გავიფიქრე დანანებით,.
- მიდი აბა, შეაგინეთ ქურდებს .. მიდი ბიჭო და გაგიშვებთ.
არცერთს ხმა არ ამოგვიღია. იცოდნენ ასე იოლად ვერ გაგვტეხდნენ.
- შეაგინეთმეთქი ბიჭო! - ეს იყო და ნატკენ მხარში რაღაც მწვავე, საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
- ოჰო, დაჭრილი ყოფილა ეს ლაწირაკი, სად იჩხუბე?
- შემთხვევით ...
- შემთხვევით კიარა ვინ დაჭერი ბიჭო! მაგასაც გამოვიძიებთ ...
- მასე ქენით - ვუთხარი ცივად და კბილი კბილს დავაჭირე, რომ ტკივილისთვის გამეძლო.
- ივანისელო, შენი თავი თუ 25 წელი არ ჩავასმევინო მე არ ვიყო კაცი - დაიღრიჭა უშნოდ.
- და შენ ფიქრობ, რო კაცი ხარ? - ავწიე თავი და უტიფრად შევხედე თვალებში.
ეს იყო და მუცელში წიხლი მითავაზეს, მერე ზურგში, მერე სახეში. როგორც შემეძლო, ტკივილს ვუძლებდი, არ მინდოდა მეჩვენებინა, რომ მტკიოდა... მერჩივნა მოვმკდარიყავი, ვიდრე მათთვის მეთხოვა გაჩერებულიყვნენ. როგორ მეზიზღებოდნენ, ზიზღზე მეტად მეზიზღებოდნენ.. ის კი არ იცოდნენ, რომ მათი ასეთი ქცევა უფრო მიბიძგებდა იმისკენ, რომ უარესი გავმხდარიყავი.
არ იცოდნენ, რომ ამით „ურჩხულებს" ბადებდნენ, თუმცა უარესნი იყვნენ თვითონ ... მე მათნაირი არასოდეს გავხდებოდი ...
YOU ARE READING
ყვითლები
Romanceეს მოთხრობა არ არის ჩემი დაწერილი. უბრალოდ ძალიან მომეწონა და რომ არ დაკარგულიყო ავტვირთე აქ.ყვითლების ისტორია წყვილზე რომელიც ერთმანეთის გამო ყელაფერზეა წამსვლელი