მეხსიერება წარსული ცხოვრების სარკეა.
შავ უკაცრიელ ქუჩაზე მხოლოდ ერთი ლამპარი ანათებდა. აქ გავლა არავის უყვარდა. ყველა თავს არიდებდა აქაურობას. ამ ქუჩაზე კარგ ადამიანს ვერ ნახავდით. ცივი ნიავი ხეების ფოთლებს ეთამაშებოდა.
მაღალი გოგო, რომელსაც ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული, ერთი სახლის წინ გაჩერდა და ნომერს დახედა. გარშემო არავინ იყო. "642, ეს არის " გაიფიქრა და დააკაკუნა. კარი შავგრემანმა გოგომ გააღო.
-არ შეცვლილხარ- თქვა სტუმარმა და ქუდი მოიხსნა. მის მხრებზე ქერა ხუჭუჭა თმა ჩამოიშალა- არ შემომიშვებ სახლში?
-ბელა?! არ მოველოდი შენს ვიზიტს- ჩაიცინა გოგომ- მობრძანდი...- მას რატომღაც არც ისე ესიამოვნა ნაცნობის ნახვა.
-აქ რამ მოგიყვანა?
ბელამ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ცეცხლი მოუკიდა და გააბოლა.
-დამიჯერე, კარგი შემოთავაზება მაქვს- მას სახეზე ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა.
-მე უკვე შევეშვი ძველ საქმიანობას.
ბელა ადგა და ერთ უჯრასთან მივიდა.
-ამ უჯრაში იარაღი გიდევს. გამოვიცანი?
გოგონას ნერვიულობა დაეტყო და ხმა ვერ ამოიღო. ბელამ უჯრა გახსნა და იქიდან რევოლვერი ამოიღო. მას სახეზე ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა.
-აბა რატომ ინახავ ამას?
-ყოველი შემთხვევისთვის-ცივად მოუჭრა.
ბელამ სიგარეტი ნაგავში გადააგდო და მწვანე თვალებით მოსაუბრეს დააშტერდა.
-ეს მართლა მჭირდება. სხვა არ გამომადგება. მხოლოდ შენ გენდობი. ამას მხოლოდ შენ შეძლებ!
-კარგი, გისმენ.
-შენ უნდა გაუმწარო მას ცხოვრება- ბელა გოგონასთან ახლოს მიდიოდა და ყოველ სიტყვაზე ერთ ნაბიჯს უმატებდა- შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმო...როგორც პროფესიონალს შეეფერება.
-ვინ?
ერთი შეხედვით ცივ, უგულო გოგოს თვალებზე ცრემლები მოადგა.
-მის გამო ჩემმა დამ თავი მოიკლა! ნაძირალა!!!ნაგავი!მეზიზღება...- ქერა ძლივს სუნთქავდა და ხრინწიანი ხმით ყვიროდა.
-შენ თვითონ რატომ არ მოკალი?
-მიცნობს- ბელა დამშვიდდა,ყურადღება მოიკრიბა და განაგრძო- თან მე უკვე ვცადე მისი მოკვლა...მაგრამ უშედეგოდ.
-თუ არ მეტყვი ვინ არის, როგორ გავუმწარებ მას ცხოვრებას?- ჩაიცინა გოგონამ.
-ის...ის...ეგ ადამიანი არის...ო სეჰუნი. - თქვა ბელამ.და თვალები ზიზღით აევსო.
-სად ცხოვრობს?
-კორეაში...
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ხმა ისმოდა.
-შენ გგონია,რომ მე პორტლენდიდან კორეაში გადავალ?
ბელამ ჩაიცინა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო.
-ამ ჩეკზე ნებისმიერი რაოდენობის ნულის დაწერა შემიძლია.
გოგონა დაფიქრდა. "ჰაჰ, იცი რაც უნდა შემომთავაზო":
-შეგიძლია დაზუსტებით ამიხსნა, რა უნდა ვუყო იმ საცოდავს.
-შენ მისი ნდობა უნდა მოიპოვო- ბელას ისტერიული სიცილი აუტყდა- კარგი იქნება, თუ შეუყვარდები. დანარჩენზე უკვე შენ იფიქრე. ბოლო ერთი უნდა იყოს...ის უნდა მოკვდეს. და სანამ მოკვდება, მწარედ უნდა ინანოს რომ დაიბადა- ბოლო წინადადება ჩურჩულით წარმოთქვა.
-აუცილებელია,რომ ჩავუგორდე?..
-არამგონია იმ ნაძირალამ გართობაზე უარი თქვას.
-გასაგებია...ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება საქმე და შესაბამისად გავერთობი...როდის დავიწყო?
-ბილეთი კორეაში უკვე მზადაა.დარწმუნებული ვიყავი, რომ უარს არ მეტყოდი.დამიჯერე, შენ დიდ სიამოვნებას მიიღებ მისი წვალებით.
-იმედი მაქვს.-თავი ჩახარა და გაეღიმა.
ბელამ ისევ დაიხურა ქუდი, ისე რომ მას არც სახე და არც თმა უჩანდა. გოგონას წერილი დაუტოვა და წავიდა.
-სხვა გზა არ გვაქვს სეჰუნ- ჩაიცინა გოგონამ- ჩემი შემდეგი მსხვერპლი შენ იქნები.იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ ჩემი ფანფიკი. დავოუთება და კომენტარების დატოვება არ დაგავიწყდეთ ^~^
YOU ARE READING
Destroy...but Remember
Fanfictionჭექა-ქუხილი ანგრევს და კიდევაც ანაყოფიერებს, ღუპავს და კიდევაც აცოცხლებს. ფანფიკი EXO-ს სეჰუნზე.