-1-

1.7K 69 9
                                    

საავადმყოფოდან ისე გამოვედი არც არავის შეუნიშნავს ან კი ვის უნდა შეენიშნა.ისევ იქაურ ხალათში გამოწყობილი თავჩაღუნული მივაბიჯებ ქუჩაში.უკვე არავინ და არაფერი მადარდებს. სიმართლე,რომ ვთქვა ტვინში ფიქრის წერტილი გავთიშე.უბრალოდ მივდივარ.ღამეა.მანქანები ნაკლებად დადიან.ათასში ერთი თუ გაიშხუილებს.ვხდები როგორ მიყურებენ თუმცა რატომღაც არავინ იწუხებს თავს მკითხოვს რა მჭირს.ძალიანაც კარგი.ლამპიონების შუქზე მივაბიჯებდი და ისე აღმოვჩნდი ხიდზე ვერც მივხვდი.რატომღაც სურვილმა მძლია კიდეს იქედან დავმდგარიყავი და ასეც მოვიქეცი.თვალი წყალში მოლივლივე მთვარეს გავუსწორე,შემდეგ ზემოთ ავხედე ცას.დღეს განსაკუთრებით კაშკაშებს ვარსკვლავები.შევხედე და თითქოს ყველა ოცნებამ ერთ წამში თვალწინ გამირბინა. მწარედ ირონიულად ჩამეღიმა და ჩემ ბედს დავცინე უფრო სწორედ აქედ დამცინა,მე კი მხოლოდ ირონიული ღიმილით ვუპასუხე.თავი ისევ ჩავხარე და ისევ წყალში მოლივლივე მთვარეს გავხედე.თვალები მაგრად დავხუჭე წამში ყველაფერი გაქრა თითქოს სიმშვიდემ მოიცვა ჩემი სხეული.აი ეს ის იყო რაც მჭირდებოდა.ახლა მზად ვარ მეც შევუერთდე ამ წყალს და მთვარესთან ერთად ვილივლივო. მთელი სხეულით წინ ვიწევი და ხელებს ვადუნებ,რომ მოაჯირს გავუშვა.
-არ ქნა ეს!- უცებ ვიღაც მიყვირის ცივი ხმით.მოდუნებულ ხელებს ისევ მაგრად ვუჭერ,თვალებს ვახელ და იმ მიმართულებით ვუყურები საიდანაც ხმა მომესმა,რომ ჩემი მყუდროების დამრღვევს გავხედო.- ამით ცხოვრება არ მთავრდება-ისევ აგრძელდებს და ნელი ნაბიჯით ჩემსკენ მოიწევს.
-ჩემთვის მთავრდება-ვუპასუხე.თავი ისევ მოვატრიალე და წყალს ჩავხედე თითქოს ვამოწმებდი ხომ ისევ მიცდიდა.
-არა არ დამთავრებულა.-ჯიუტად მიმეორებდა.
-შენ საერთოდ არაფერი იცი-გაბრაზებული მზერით გავხედე.ვინაა და რატომ ერევა საერთოდ ჩემს გადაწყვეტილებებში.სახეზე მეორედ შეხედვით თითქოს მეცნო მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ საიდან.
-ვიცი.ისეთი არაფერი მომხდარა და გთხოვ გადმოდი აქეთ.ეს არ ქნა.თავის მოკვლით ვერაფერს იზავ. ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან ვისაც ცხოვრება და ცხოვრების სირთულეები აშინებთ. უფრო ძლიერი უნდა გახდე და დაუპირისპირდე სირთულეებს ამაყად. გადმოდი კარგი?-წყნარად მიყურებს თან ხელს მიწვდის და წინ ნელი ნაბიჯით მოიწევს ისევ.მეც არ ვიცი რატომ მინდა თავის მოკვლა.არ მინდა სუსტი ვიყო. ახლა თუ ამას ვიზავ ლაჩრის სახელი მომეწეპება,რომელიც გაექცა სირცხვილს და ყველაზე მარტივი გზა აარჩია თავის დასაღწევად.არა არ მინდა ასე. ოდნავ მისკენ ვტრიალდები და მასაც თვალებში სიმშვიდის ნაპერწკალი უვლის.უხარია,რომ გადავიფიქრე მაგრამ რატომ?  ჩემთვის არავინაა.ახლაღა მახსენდები,რომ გამოსვლამდე საავადმყოფოში შევნიშნე.აი საიდან მეცნო.თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს,რომ ჩემთვის არავინაა.ვცდილობ ისევე გადავიდე როგორც გადმოვედი.ყველაფერი წამებში მოხდა.ფეხი დამიცდა და პირდაპირ წყლისკენ ზურგით გავექანე.სიცოცხლისკენ მობრუნებული ისევ სიკვდილს მივუბრუნდი.შიშისგან დავიყვირე თუმცა მალევე გავჩუმდი.ჩემი სხეული მძიმედ ჩაიძირა წყალში.ვგრძნობ როგორ ავსებს პირის თითოეული მოძრაობა ჩემს ფილტვებს წყლით.სუნთქვა ნელ ნელა მეკვრება ისევ. წინანდელი შეგრძნება მინახლდება.ყურებში გულის მძიმე დარტყმა მესმის,რომელიც თანდათან ჩერდება.თვალები დავხუჭე ვფიქრობ სამუდამოდაც.საბოლოოდ ჩემი გადაწყვეტილება მასხენდება სიცოცხლისკენ შებრუნება და ისევ ირონიულად მეცინება."ხედავ? არც ზევით უნდათ აქ დავრჩე" მესმის შინაგანი მონაკივი ხმა. "იმათი რა ბრალია მე თუ დაუდევარი ვარ." ვცდილობ ყველა გავამართლო საკუთარი თავის გარდა და მეც მივაკივლე შინაგან ხმას.საბოლოოდ მინელდა გულის ძგერა. ირგვლივ კი სიბნელე ჩამოწვა.
***
საწოლის  ერთ კუთხეში მოხვეული ვწევარ. ძილიდან კარებზე ზარს გამოვყავარ.
-ჯანდაბა. ლიკა გააღე კარები -გავყვირე ბებიაჩემს მძინარე ხმით.
-საბაზანოში ვარ-მხიარულად გამომძახა აბაზანიდან.
-აიი...-ზანტად წამოვდექი.თვალის ნიღაბი მოვიხსენი.სინათლემ სწრაფად მომჭრა თვალი.ვდგები და კარებისკენ მივდივარ თან სინათლეს ვეჩვევი. უკვე მისულს მახსენდება ტანზე დავიხედო.თეთრი მაისური და მოკლე შორტს ვხედავ იქვე მდგარ სარკეში.-კიდევ კარგი -მეღიმება და სახელურს დავწვდი.
-გამარჯობათ.თქვენთვის წერილია-ჩაილაპარაკა კონვერტი მომაწონა ისე არც შემოუხედავს.კიდევ რაღაცას ეძებს ჩანთაში.აი ისიც რაღაც მოწყობილობას იღებს-ხელი აქ მოაწერეთ... -ახლაღა შემომხედა შემათვალიერა და ჩამიღიმა.მის ამ ქცევაზე სიბრაზე მომედო მთელ სხეულში-თუ შეიძლება -ამატებს ნაზი ხმით.ვგრძნობ როგორ ამეძგიბა ცალი წარბი და სახეზე უკმაყოფილება დამეტყო.სახიდან წეღანდელი ღიმილი გაეპარა.ხელი სწრაფად მოვუწერე და კარები მივუჯახუნე.ახლაღა დავხედე წერილს.ჩემი დისგან იყო.ისე გამეხარდა სულ დამავიწყდა წეღანდელი სიბრაზე.
-ვინ იყო?-აბაზანიდან ახლახანს გამოსული ხალათში გამოწყობილი ყურადღებით მიყურებს.
-კურიერი იყო ნიასგან წერილია.-კიდევ ავატრიალე წერილი და ვცდილობ გავხსნა.
-წერილი? რომელი საუკუნეა- ჩაიცინა და ახლოს მოიწია.
-ბებია ყველა შენსავით თანამედროვე ხომ არა-მეცინება მეც.თუმცა მეც მეუცნაურება.წერილი? მაილი,სკაიპი და ათასი სხვა საშუალებაა მოსაწერად.როგორც იქნა გავხიე კონვერტი.შიგთავსი ამოვიღე.-ბილეთებია -გავუწოდე ბებიას.მანაც მაშინვე გამომართვა
-ვა რა მაგარია. როდის მივფრინავთ?-ბილეთები გახსნა და შეათვალიერა.- ზეგ-მხიარულად წამოიყვირა და პატარა ბავშვით აცქმუტდა.ხანდახან მგონია მე ვარ ბებია და ის შვილიშვილი. თუმცა მიხარია, რომ ასეთია. ყველაფერზე იოლად გიგებს და გეხმარება თავისი ოპტიმისზმით.დღეს რაც ვარ ისიც მისი დამსახურებაა.კონვერტში კიდევ რაღაც დევს.პატარა ბარათი გამომაქვს.-"ძალიან მენატრებით.მინდა ჩემს ნიშნობაზე ჩემს გვერდით იყოთ.გელოდებით.სიყვარულით ნია და ჯეკი"-ვკითხულობ ხმამაღლა და ბებიაჩემს თვალები სიხარულისგან უფართოვდება.
-როგორც იქნა ხელი სთხოვა.რადგან გვეპატიჟებიან ალბათ გრანდიოზული წვეულება ექნებათ სადაც ჩემ ლამაზ გოგოს ყველას წინაშე საცოლედ გამოაცხადებს.რატომა ეს ბილეთები ზეგისთვის და არა ხვალისთვის-გაბრაზებით შეეცვალა უცებ სახე.მე კი სიცილი ამიტყდა.-მეც მინდოდა ჯეკს ცოლად გავყოლოდი.-ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა ამის გაგებაზე კი პირი ღია დამრჩა.
-ნიას ჯეკს?-გაოცებისგან თვალები შუბლზე ამდის.ახლა  ის დამცინის ჩემ გამომეტყველებაზე.
-არა სულელო. ჯეკი ჩანი ხომ იცი აი იმაზე. ახალგაზრდობაში მიყვარდა და ვოცნებობდი მის ცოლობაზე,მაგრამ ბაბუაშენს გავყევი  რას ვიზავთ.-დანანებით ჩაილაპარაკა და სამზარეულოსკენ წავიდა.-ისე იმ წვეულებაზე ხომ იქნებიან ცნობილები და შეიძლება ისიც იყოს.-ისევ დაეტყო ხმაში სიხარული.
-ბებია მას ცოლ-შვილი ყავს- სიცილი ამიტყდა ისევ.სამზარეულში შესული მაგიდასთან ვჯდები.
- მერე რა?-ისე შემომხედა თითქოს ელემენტარულს ვერ ვიგებდე.- რადგან ცოლი ყავს არ შეიძლება ვნახო? მე მისი დიდი ხნის ფანი ვარ.-ისევ ყავის მანქანას მიუბრუნდა ფინჯნებში ჩამოასხა და ერთი ჩემს წინ დადო.
-შეშლილ ფან გოგოს მაგონებ ბე-ჩავუცინე და ცხელი სითხე მოვსვი.
-ხომ იცი არ მიყვარს როცა ბებიას მიძახი.თავი ბებერი მგონია.-თვალი თვალში გამიყარა.
- კარგი კარგი ლიკა -რაც შეიძლება ფართოდ გავუღიმე და მასაც გადავდე ღიმილი.
- თითქოს ეს შენთვის უცხო თემა იყოს- შეპარვით იწყებს თუმცა მაშინვე ვაჩუმებ.
-გთხოვ არ გვინდა.- ხვდება,რომ საერთოდ არ უნდა ახსენოს ჩემთან წარსული ის ბნელი დღეები რაც ყველაფერ ცუდს მახსენებს.მე კი არ მინდა ისევ შემოვუშვა ის ფიქრები და გრძნობები ჩემს ცხოვრებაში.აი ამიტომ მიყვარს ასე ძაან ბებიაჩემი მაშინვე ანებებს თავს ამ თემაზე ლაპარაკს და მხიარულად აწყობს წასვლისთვის გეგმებს.მე კი გულისყურით ვუსმენ თან მეცინება.მასთან ყოფნა არასდროსაა მოსაწყენი.
***
ფრენა დამღლელი იყო.მიუხედავად ბიზნესის კლასით მგზავრობისა მაინც დავიღალე.აეროპორტში ვიღაც გვხდება,რომელსაც ხელში დაფა უჭირავს ჩვენი სახელებით.სათვალეებს შიგნით თვალებს ვატრიალებ.
-თვითონ ვერ დაგვხდა?-გაბრაზებული გადავულაპარაკე მხიარულად მიმავალს.
- ბევრი საქმე ექნებოდა.-მხიარულად მიეჭრა დამხვდურს და ინგლისურად გამოელაპარაკა.ჩემდა გასაკვირად მანაც იგივე ენით უპასუხა."ერჩივნა არ ეპასუხა ახლა ვეღარც მოიცილებს"-გავიფიქრე და ჩამეცინა.ჩემოდანი ორივეს გამოგვართვა.უკან მივყევით.ორივე უკანა სავარძელში მოვთავსდით.გზაში ხედებს თვალს ვავლებდი.ლამაზი იყო აქაურობა თუმცა ზედმეტად გადატვირთულიც ვიტყოდი.
-მოვედით ქალბატონო-მანქანა დიდ შენობასთან შეჩერდა. სახლი კი არა სავაჭრო ცენტრია.
-მეგონა პირდაპირ სახლში მივიდოდით ბებია აქ რა გვინდა?-მისი უკმაყოფილო სახით მიხვდი შეცდომას და სიცილით დავამატე-ლიკა.ან საერთოდ როდის მოასწარი გეთქვა აქ მოეყვანე.-ჩანთას ხელი დავავლე და ბუზღუნით გადავყევი.
-აქ დაგელოდებით მის-მომაძახა ზრდილობიანმა მძღოლმა.მეც გავუღიმე და ისევ ბებიაჩემს გავეკიდე ბუზღუნით.
-მინდა რამე კარგი ვუყიდო.ჩემს სიძეს და შვილიშვილს.
-ერთი ჩემოდანი მათვის მოგაქვს რაღაცები საკმარისი არაა? ან საერთოდ რათ უნდათ რამე? ორივე ფულში იხრჩობა.ვფიქრობ ჯეკი ნიას არაფერს აკლებს.
-ეგ ნამდვილად თუმცა რასაც გულით აჩუქებ ზედმეტი არაფერია.-დავიფრუტუნე.აზრი არასდროს აქვს მასთან კამათს.დავემორჩილე და გავყევი. მაინც არ მოისვენებს სანამ აქაურობას არ შემოივლის და რამეს არ იყიდის.-გაიარე მაღაზიებში და ცოტახანში აქ შევხდეთ.- გამიღიმა არაფრის თქმა არ მაცადა.იქვე კაფეზე მიმანიშნა და იქაურობას სწრაფად გაეცალა მოხედვაც ვერ მოვასწარი საით წავიდა.
- რატო არ იღლება?უშრეტ ენერგიას ფლობს ეს ქალი.-ჩამეცინა და უაზროდ კაფეში ლოდინს ვარჩიე მეც ამერჩია რამე ჩემი დისთვის.რამდენიმე მაღაზიას ჩავუარე და თეთრეულის მაღაზიასთან შევჩერდი.ახლა კი ნამდვილად ვიცოდი რა მეჩუქებინა ისეთი ორივე კმაყოფილი,რომ ყოფილიყო.მხიარულად შევაჭერი მაღაზიაში.ბედნიერებაა ინგლისურად მოლაპარაკე კონსულტანტი.ჩინურად აღარ დამჭირდება ლაპარაკი.თან კარგად არც გამომდის.არჩევანს დიდიხნის შემდეგ ვაკეთებ ამდენ მოდელებს შორის ყველაზე საუკეთესოს და სექსუალურს ვარჩევ.მხოლოდ ფერი მაბრკოლებს წითელი თუ შავი? ხელში ორივე დავიკავე და სარკესთან ორივეს ვიზომებ მონაცვლეობით.შავი ელეგანტურია,წითელი სექსუალური.არჩევანს წითელზე ვაჩერებ.თითქმის უკვე მისი ყიდვა გადავწყვიტე.უცებ თვალებში ვიღაცა მეჩხირება სარკეში აშკარად ჩემი მიმართულებით იყურება და უარყოფის ნიშნად ხელს აქნევს.აშკარად ბიჭია თუმცა სახეს ვერ ვხედავ შეფუთულია.არც მიკვირს რაც ჩამოვედი ხალხის უმრავლესობას ასე ვხედავ.წითელს ხელში ვწევ და ვაჩვენებ ის კი ისევ უარყოფის ნიშნად ხელს აქნევს და ვხდები,რომ ეს არ უნდა ავირჩიო.შემდეგ შავს ვწევ და ისიც სწრაფადვე მეთანხმება.მეც კონსულტანს ვუწვდი შესაფუთად ბარათთან ერთად. ისევ უცნობის მიმართულებით ვიხედები.ხელი შუბლთან მიაქვს და სწარაფად აგდებს გვერდით სამხედრო სალამივით.თითქოს ამით უხილავ მადლობაზე არაფერსო მპასუხობს.მეღიმება მის ქცევაზე.
- ინებეთ-მაწვდის შეფუთულ საჩუქარს და ბარათს ერთად.რატომღაც ისევ უცნობისკენ გავიხედე თუმცა იქ აღარ იყო.ჩემი შეძენილი ნივთი კმაყოფილი სახით გამოვიტანე,დავუბრუნდი დასაწყისს  და ბებიას ლოდინი განვაგძე კაფეში ჭიქა ყავასთან ერთად.

"Philophobia" (სრულად)Where stories live. Discover now