-4-

655 51 8
                                    

დიდიხანი ლოდინი არც დაგვჭირდა. ჩვენს მაგიდას ჯეკის მშობლები მოუსხდნენ.საკმაოდ თბილი ხალხი ჩანს.სახე უღიმით აშკარად ბედნიერები არიან შვილის არჩევანით,რაც კიდევ უფრო მახარებს.რადგან სეჰუნივით არ ფიქრობენ.უცებ გაბრაზებული მზერა ვესროლე,თუმცა ვერ შენიშნა სხვა მხარეს იყურებოდა და ვიღაცას მომღიმარი თავს უკრავდა.ჩემს სმენას ტაშის ხმა მოესმა და თავს სახლიდან გამომავალ გზას გავყურებ. ჯეკი ყოველთვის ელეგანტურია სულ შარვალ კოსტუმში გამოწყობილი დადის სამსახურის გამო ბოლო ბოლო დირექტორია.არც ჩემი და არ იცვამს ცუდად თუმცა მისი ამ კაბაში დანახვა რაღაც სასწაულს უდრიდა.Limor rosen-ის 2017 წლის "brids of paradise" საქორწინო კაბების კოლექციიდან.ტანზე მომდგარი სწორი გრძელი ხელით ნაქარგი მანქმანებით.თმა ძალიან უბრალოდ და საყვარელად აქვს აკეცილი უკან თეთრი ყვავილებით გაფორმებული. წინ კი თმის ორი ღერი ჩამოვარდნილი.ყელზე სამკაული არ უკეთია და ჩემი აზრით სწორიც არის ძალიან დატვირთავდა.მხოლოდ პატარა ლამაზი საყურეები უკეთია ყურებზე.სახე და თვალები უბრწყინავს.მისი ასე დანახვის შემდეგ მეც ბედნიერი ვდგები და ტაშს ვუკრავ.  იმავეს აკეთებს ჩემი გვერდით მჯდომიც გაღიმებული სახით.შეუმჩნევლად თვალებს ვატრიალებ ამ აფერისტის დანახვისას.თითქოს ძაან უხაროდეს.ამ ფიქრებში გამომეპარა,როგორ მიუახლოვდნენ მათვის განკუთვნილ სცენას.ნიას ხელი მკლავიდან გამოიძვრინა და ხელებში მოაქცია,თან მიკროფონს ნერვიულად სწევს თავისკენ და ნერვიულად იწყებს.
-ცოტა ვნერვიულობ - იწყებს. თვითონაც და იქ მყოფთაც გვეცინება.- არავის გინახავთ ჩემი ნერვიულობა,რადგან ამას არ ვაკეთებ.თუმცა საქმე როცა ნიას ეხება ყველაფერი სხვაგვარადაა.ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ ასე მალე დავოჯახდებოდი.სიმართლე ვთქვა არც მიფიქრია ამაზე.მასთან შეხვედრის შემდეგ კი ამაზე ფიქრი განუწყვეტლივ არ მასვენებდა.მე ის კინაღამ გავიტანე ჩემი მანქანით- მორცხვად იღიმის და ნიასკენ იყურება.- თუმცა მალევე შევძელი დამუხრუჭება.მანქანიდან გადავედი წაქცეულის სანახავად,თუმცა ის უცებ წამოხტა "კარგად ვარო" მომაყვირა და გაუჩინარდა.
- რა სენტიმენტალური დეიდაშვილი მყავს.- ჩაიდუდღუნა სეჰუნმა.აქამდე თუ გაბადრული სახით ვუსმენდი მზერა წამში შემეცვალა.ფეხი ფეხზე დავაჭირე.მგონი ძალიანაც მომივიდა.ყვირილის შეკავება სცადა და ჭარხალივით გაწითლდა.მე კი ისევ ჯეკის მოსმენა გავაგრძელე.- დამავიწყდა გვერდით რო მიდგახარ-ჩაიჩურჩულა და ახლაღა ამოისუნთქა.თითქოს არაფერი ისევ წინ ყურება გავაგრძელე.მის გამო ჯეკის რამდენიმე სიტყვა გამომეპარა.
- ვინც ეძებს პოულობს.ამიტომ მე ის ვიპოვე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ახლა ჩემ გვერდით მდგარიყო და ასეცაა.ამ წვეულებით მინდა ჩემი საცოლე ყველას გაგაცნოთ.ერთ კვირაში კი უკვე ჩემი მეუღლე იქნება.
- ასე მალე?-ჩაიდუდღუნა ისევ.- კარგია მალე წავალ.- დააყოლა გაიცინა."ისევე როგორც მე" ვფიქრობ და გაბადრული სახით ვუყურებ ჯეკს,რომელიც დედამისს უყურებს და სთხოვს ავიდეს.ქალიც მაშინვე დგება მაგიდიდან ხელში ყუთით და მათ უახლოვდება.სანამ შვილს კოლოფს მისცემს მანამდე ნიას ეხვევა და კოცნის კიდევ რაღაცას ეუბნება ჩუმად თუმცა ვერ ვარჩევ.ნიას სახე იმაზე მეტად უნათდება ვიდრე ქონდა.ქალბატონი ყუთს შვილს უწვდის და ტოვებს იქაურობას.ჯეკმა ბეჭედი ამოაძვრინა იქიდან.ძალიან სადა ნიშნობის ბეჭედია.თეთრი ოქროში ჩასმული ოდნავ დიდი ბრილიანტი,რომლის ბრწყინვალება თვალს მოგჭრიდათ.ასევე გვერდებზე მისი მსგავსი პატარ პატარა ბრილიანტები.თითზე უკეთებს.შემდეგ ხელებში მის სახეს იქცევს და ტუჩებზე ნაზად კოცნის.ნია იღიმის და ებუტბუტება რაღაცას.ტუჩების მოძრაობით ვხვდები რასაც ეუბნება მეღიმება და თავს დაბლა ვწევ.
- ახლა გთხოვთ ისიამოვნოთ წვეულებით- ჯეკი სტუმრებს მოუბრუნდა, შემდეგ ისევ ნიას და სცენიდან ჩამოსვლაში ეხმარება.სულ დამავიწყდა ბებია,რომლისკენაც ახლა ვიხედები.თვალები ერთიანად წყლით აქვს სავსე.წყვილი ჯერ ჩვენს მაგიდას უახლოვდება.რათქმაუნდა ჯერ სადედამთილო- სამამათილოსთან მოდიან.ორივე ეხვევა და ულოცავს.მერე ჩვენსკენ.ლიკამ თვალებზე ცრემლები ვეღარ შეიკავა.სანამ ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ მე ჯეკისკენ წავიწიე.
- გილოცავთ.- ჩახუტებისგან თავის შეკავება მინდა თუმცა თვითონ მეხუტება და მალევე მშორდება კიდევ კარგი -მადლობა,რომ ასე ძალიან გიყვარს - მორცხვად ვეუბნები.
- პირიქით მე უნდა ვიყო მადლობელი,რომ ვუყვარვარ - ფართოდ მიღიმის.ჩემდა უნებურად ღიმილიანი კმაყოფილი სახით გვერდით მდგომი სეჰუნიკენ ვიხედები.აშკარად ნიშნის მოგებით გაღიმება გამომივიდა.უკან დავიხიე ნიასკენ.
- გილოცავ ძმაო- მესმის უკნიდან სეჰუნის მხიარულად ნათქვამი და ხელის ზურგზე ტყაპუნი. ნიას და ბებიას ვუახლოვდები და ახლა მას ვეხვევი და ვულოცავ.
წყვილი ერთმანეთს ისევ ხელს კიდებს და სტუმრებში ერევიან.
მეც დავიღალე მაგიდასთან ჯდომით და შამპანურის წრუპვით.ბებიაჩემი კი ახალ ნათესავებს ეჩუკჩუკება.ვცდილობ მეც ხალხში გავერიო ვდგები და ასეც ვიქცევი. საჭმლის მაგიდისკენ მივდივარ და ჩხირზე წამოცმულ საჭმელს მივირთმევ.გვერდით სეჰუნი მიდგება და ამავეს აკეთებს.
- რატომ დამყვები?-ვტრიალდები და გაოცებულ თვალებში ვუყურებ.საჭმელს ყლაპავს მშვიდად დებს ჩხირს მისთვის განკუთვნილ ადგილზე.
- შეიძლება შეტევა ისევ დაგეწყოს და ვინმე ხომ უნდა იყოს შენს გვერდით- მეკრიჭება და კიდევ ერთ ნაჭერს იღებს.
- შეტევა შენ გამო უფრო დამემართება.-თვალებს ვატრიალებ და უკან ვბრუნდები.
- ყველას უნდა ჩემს გვერდით იყოს და შენ რა გემართება? სხვათაშორის მე აქ ცნობილი ვარ- ვითომ არ ვიცოდი ხაზი გაუსვა თავის აღნაგობასაც.
- სხვათაშორის მეც ცნობილი ვარ ჩემს ქვეყანაში - ვუცინი ირონიულად და თვალს ვუკრავ.ვბრუნდები,რომ მოვცილდე,თუმცა ჯეკი მეძახის.
-თაკო - მისკენ ვიხედები და ვიღაც მოყავს ჩემსკენ.ხანში შესული კაცი თუმცა არც ძალიან ბებერი.
-გამარჯობათ- მეუბნება და ხელს მიწვდის. მეც იძულებული ვარ ჩამოვართვა ღიმილიანი სახით. -მიხარია,რომ გხედავთ.თქვენთან დაკავშირება საკმაოდ ძნელი ყოფილა.სრულიად შემთხვევით გავიგე,რომ თქვენი დაა ქალბატონი ნია.მინდა ჩვენი ახალი საზაფხულო კოლექციის სახე გახდეთ.
-საღამო მშვიდობისა-ვუბრუნებ პასუხს.-ჩემს მენეჯერს დაველაპარაკები და დაგიკავშირდებით.ჩემი სიძის საშუალებით.- ვუღიმი და ჯეკს ვუყურებ,რომელიც მადლიერი შემომყურებს.მზერა ახლა სეჰუნის გაკვირვებული სახეზე გადამაქვს და მეცინება.
- იმედი მაქვს ვითანამშრომლებთ-კაცი ისევ ხელს მიწვდის,მეც ვართმევ და ჯეკთან ერთად გვეცლება.
- როგორც ჩანს აქაც პოპულარული ვარ- კიდევ ერთხელ ფართოდ ვუღიმი და ვეცლები.სხეულში კმაყოფილების ზეიმი მაქვს.
***
ძლივს დამთავრდა საღამო.დაღლილი საწოლზე დავეგდე.
- შხაპის მიღება არ მაწყენდა- სწრაფად წამოვდექი.აბაზანის კარი გამოვაღე.- ჯანდაბა- დავიყვირე და უცებ მივხურე.ნიჟარასთან ხალათით და სველი თმით სეჰუნი იდგა.პირში კბილის ჯაგრისი ქონდა გაჩრილი.ჩემს დანახვაზე გამიცინა.- იდიოტო როცა შიგნით ხარ კარები ჩაკეტე- მივაყვირე კარებს.გაბრაზებუმა ფეხი ძირს დავცხე.ოდნავ მეტკინა.
- უკვე გავდივარ საყვარელო შეგიძლია შემოხვიდე- მომჩხავის აბაზანიდან.მე კიდევ ბოლო სიტყვაზე ლამის ძარღვებში სისხლი მეყინება.სულ მავიწყდება ფეხის ტკივილი და გაცოფებული კარებს ვაღებ.ის კი თავის კარებთან დგას მიღიმის და ხელს მიქნევს.სწრაფად მივიწევ თუმცა ცხვირწინ მოკეტვას ასწრებს. გასაღებიც ჩხარუნობს.ჩაკეტა.- იდიოტო-ხელი კარებს დავარტყი და შიგნიდან მეც გადავკეტე სხვა კლიტურით.- შხაპი გიშველის.გიშველის- საკუთარ თავს ვეუბნები და ვემზადები მოსაწესრიგებლად.
***
დილით აღდგენილი ვიღვიძებ. საწოლზე ვიზმორები.ვგრძნობ სახე მიღიმის.თავში გუშინდელი შემოთავაზება მიტივტივდება.მინდა ამ შემოთავაზებაზე დათანხმებით ჯეკს მადლობა გადავუხადო ჩემი და ასეთი ბედნიერი რომ არის.ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ვწვდები და ვრეკავ.
- გისმენთ - ნამძილარევი ხმა ისმის."ჯანდაბა დროის სხვაობა დამავიწყდა"
-ლექსო მე ვარ-ვეუბნები თან დამნაშავე ღიმილი ამეკრა სახეზე.
- რა მოხდა? ასეთ დროს რატომ რეკავ?-დაფეთებული უცებ იღვიძებს.მეცინება.
- არა არაფერი დაწყნარდი. უბრალოდ მინდა აქ ჩამოხვიდე.ერთ ერთი კოლექცია უნდა წარვადგინო.ჯეკის და ჩემი დის გამო ვთანხმდები.ამიტომ მჭირდები აქ- თავს ვიქექავ.
- კარგი დღესვე ჩამოვალ. საქმე რომელზეც მინდოდა მეთქვა და არ დამასრულებინე ჩინური კომპანიიდან იყო.რა მითხარი რა ქვია?შეიძლება ერთი და იგივეა.
- არ ვიცი არ მიკითხავს.მოკლედ ჩამოხვალ და ჯეკს ერთად დაველაპარაკებით
- კარგი.მოგწერ როდის ჩამოვალ და დამხვდი აეროპორტში შენსავით ვერ ვბრდღვნი ჩინურს-იცინის.ე.ი უკვე კარგად გამოიღვიძა.
-დაგხვდები- მეცინება მეც და ტელეფონს ვთიშავ.საბოლოოდ ვდგები აბაზანისკენ მივდივარ.თამამად ვაღებ კარებს რადგან ვიცი იქ არ დამხვდება.შხაპს ვიღებ.ხალათით ვიმოსები და კბილების ხეხვას ვიწყებ.ჯაგრის ვრეცხავ და თავის ადგილას ვაბრუნებ.პირში წყალს ვივლებ და ვაპურჭყებ ამ დროს ჩემი ოთახის კარი იღება და მისი გაჩეჩილი თავი ჩანს.
- უკვე მორჩი?-მეუბნება სერიოზული სახით.დაბნეული თავს ვაქნევ.
- რა ჯანდაბა? ჩემს ოთახში რა გინდოდა?-ვყვირი გონზე მოსული.
- კარები ჩაკეტილი დაგრჩა მე კიდევ ბანაობა მინდა- თავს აქეთ იქეთ სწევს და მიღიმის.
- დამითმია შენთვის-გაბრაზებული ვეუბნები და გავდივარ.გასვლისას მხარზე მძიმედ ვეჯახები და წკმუტუნებს.ჩემს კარებს მაგრად ვხურავ და ახლა მე ვკეტავ ჩემი მხრიდან.- ცოტაც და ჭკუიდან გადამიყვანს- ბრაზისგან ხელებს ვკუმავ და კარადისკენ მივდივარ ჩასაცმელად.

"Philophobia" (სრულად)Where stories live. Discover now