სახლში დავბორიალობ და ვცდილობ დრო რამით გავიყვანო სანამ ლექსოს დახვედრის დრო მოვა.ნიას ჩემი დახმარება არ სჭირდება ისედაც მთელი მოსამსახურე პერსონალი ეხვევა თავზე.აქეთ კიდევ დედამთილი და ბებია.მოკლედ ჩემს გარეშეც მშვენივრად გაართმევენ თავს.თან ასეთი ალიაქოთები ნაკლებად მიზიდავს ახლა. თითქოს ეს შემოთავაზებაც დროზე მივიღე დროს გავიყვან და უსაქმოდ არ დავეხეტები ოთახიდან ოთახში. მიხარია თვალებში დილის მერე არ მეჩხირება ჩემი ნერვების დამფუტკვნელი. "იღბლიანი დღე მაქვს"-ვფიქრობ და თამამად მივაბიჯებ სახლში.
- ნია- უკანა ეზოდან შემომავალს ვეგებები.
- გისმენ საყვარელო რამე გინდა?-ისეთი თბილი მზერით მიყურებს მინდა ვაკოცო,თუმცა თავს ვიკავებ.რატომღაც გრძნობების შემაკავებელი მანქანა გავხდი.
-კი მინდა.შეგიძლია უთხრა შენს მძღოლს აეროპორტში წამიყვანოს ცოტახანში?ლექსო ჩამოდის და უნდა დავხდე.
- გამიხარდა მისი ჩამოსვლა,მაგრამ ჩენმოსთან ერთად მე მივდივარ ახლა ვერ მოვასწრებთ მოსვლას -როგორც იქნა მძღოლის სახელიც გავიგე ჩენმო.თვითონ ნიკაპზე ხელი მოისვა თითქოს ვინმეს ეძებდა გონებაში,რომ წავეყვანე.
- იყოს ტაქს გამოვიძახებ- ვეუბნები და უნდა შევბრუნდე,რომ ხელზე მიჭერს და მაბრუნებს.
- ტაქსი არ გინდა.- უცებ თვალს ჩემს ზურგს უკან აპარებს.მეც იგივეს ვაკეთებ.ვხედავ კიბეებზე როგორ ჩამოდის და თავით ტელეფონშია შემძვრალი.თან სახეზე ღიმილი დასთამაშებს.- სეჰუნ- ეძახის ისიც თავს ჩვენსკენ აბრუნებს.
- არაა საჭირო- ნიას ვუბრუნდები და კბილებიდან ჩუმად ვუცრი.
- მირჩევნია უცხო ქალაქში მასთან ერთად იყო უფრო დამშვიდებული ვიქნები- ისიც იძახის ჩემი მიმართულებით და მომღიმარი მას უბრუნებს მზერას.- შეგიძლია ცოტახანში თაკო აეროპორტში წაიყვანო?- მავედრებელი სახით შეჰყურებს ეს კიდევ ნერვებს მიშლის და თვალებს ვატრიალებ.
- კი რა თქმა უნდა- მიყურებს და უცებ თანხმდება.
- მადლობა სეჰუნ- ჩემი და კმაყოფილი უღიმის,შემდეგ თვალს მეც მავლებს და გვტოვებს.ნაადრევი იყო ჩემთვის ეს დღე იღბლიანად ჩამეთვალა. უკან ვბრუნდები
- აბა როდის უნდა წაგიყვანოთ ქალბატონო? -"ნუ მიღიმი" ვფიქრობ გონებაში როცა მის მოცინარ მზერას ვაწყდები.უფრო მოქმედებს ჩემს განწყობაზე.
- ჩანთას ავიღებ და წავიდეთ - უემოციოდ ვეუბნები და კიბეებისკენ მივდივარ.
- ასე მალე თუ წახვიდოდი არ მეგონა.
-არც მივდივარ მეგობარს ვხვდები - მივაძახე ისე არც მიმიხედავს.რაღაც ჩაიდუდღუნა თუმცა ვერ გავიგე.ოთახში ავდივარ.ჩანთას ხელი დავავლე და ისევ უკან ჩავედი. თვითონ უკვე სახლთან მანქანაში მელოდა სერიოზული სახით.უხმოდ ვჯდები. ღვედს ვიკეთებ და ისიც მანქანას ადგილს წყვეტს.
გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია რაც ჩემთვის კარგი იყო. როცა ვლაპარაკობთ სულ ვკამათობთ.თითქოს ესეც მომბეზრდა და დამღალა ასე მასთან ყოფნამ. დროზე მინდა ეს დღეები დამთავრდეს და დავბრუნდე იქ სადაც ჩემი ადგილია.
- მოვედით - შესასვლელთან მანქანა გააჩერა.მეც გადასასვლელად ვემზადები.უცებ თავზე რაღაცის შეხებას ვგრძნობ. სწრაფად მისკენ ვტრიალდები და ხელს თავზე ვიდებ.ქუდია.- დაგჭირდება,რომ არ გიცნონ.-ზედ არ მიყურებს ისე მეუბნება თავზე თვითონაც იკვეხებს მეორე ქუდს,ნიღაბს და თვალებზე სათვალეს ირგებს.კიდევ ერთ ნიღაბს მაწვდის.- ესეც გაიკეთე.
- არ მიყვარს ნიღბები სუნთქვაში ხელს მიშლის. - ჩემდა უნებურად ვეუბნები და გაკვირვებული ვუყურებ. - შენ რა შემოსვლას აპირებ?
- რა თქმა უნდა. მარტო არ გაგიშვებ.ჩაბარებული მყავხარ- ვგრძნობ როგორ იღიმება ნიღაბს შიგნიდან და გადადის.სხვა რა დამრჩენია თუ არა უკმაყოფილოდ თვალების ატრიალება. ჩანთიდან სათვალეს ვიღებ,ვიკეთებ და მეც გადავდივარ.
მომლოდინეთა დარბაზში მოუთმენლად ვაბაკუნებ ფეხს და საათს ვუყურებ ხელზე.ვგრძნობ გვერდზე მდგომის მზერა როგორ დამყვება.გამოსასვლელში ლექსოს ვხედავ. ისიც მამჩნევს და ორივე ხელს ვუქნებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა ასე შეფუთულიც კი მცნობს.მეღიმება ჩემსავე ფიქრზე. ლექსო გვიახლოვდება მხიარულად.უნდა მომეხვიოს თუმცა თავს ოდნავ ვხრი და სათვალების ზემოდან გავყურებ.ჩერდება და მაინც მომღიმარი შემომყურებს.
- მონატრებას ჩახუტებით გამოვხატავდი მაგრამ...- იცინის და ხელებს ზევით წევს.
-მეც მიხარია შენი ნახვა.- მხარზე ხელს ვურტყავ ოდნავ.შემდეგ მისი მზერა ჩემს გვერდით შეფუთულზე გადადის და თვალებით მეკითხება ვინ არისო.- მძღოლი - მოკლედ ვუჭრი და გასასვლელისკენ ვანიშნებ.ლექსო წინ გაიჭრა ოდნავ,მე უკან მივყვები,ჩემ უკან კი სეჰუნია,რომლის ბუტბუტიც მესმის.
- ნამდვილად კაცთა სქესზე აქვს ალერგია-მეღიმება.სიმართლეა ის რასაც ამბობს.
მანქანაში ვსხდებით.ლექსო უკან ზის, ჩვენ წინ.ორივე ვიხსნით ნიღბებს.
- ეს... - თითს სეჰუნისკენ იშვერს.
- ხოო ეგ არის- მეღიმება.სეჰუნი კი კმაყოფილი იხედება უკან.
- კარგი მოდი ჯერ შენთან წავიდეთ შენს სიძეს დაველაპარაკებით და მერე სასტუმროში წამიყვანეთ.
- ჯერ არ გინდა დაისვენო?-თანაგრძნობით გავყურებ.ჯერ იყო და ძილი არ დავაცადე. ახლა კიდე ეგრევე საქმეს ითხოვს.
- ჯერ შენი საქმე და მერე დასვენება. ასეთია მენეჯერის ბედი- ორივეს გვეცინება.და რადგან ამას ჩვენს ენაზე ვლაპარაკობთ მხოლოდ გაურკვევლად გვიყურებს "მძღოლი", შემდეგ ისევ გზას უბრუნებს მზერას.
***
კაბინეტში ჯეკის წინ ვზივართ მე და ლექსო საქმეს განვიხილავთ და ზოგად ინფორმაციას ვიღებთ.ჩვენს უკან სეჰუნი დაბორიალობს და თაროებზე განლაგებულ წიგნებს აკვირდება.ვფიქრობ აქ წიგნების სიყვარულზე უფრო ჩვენი ლაპარაკის მოსმენა აჩერებს და თავს ისე იჭერს ვითომ არ აინტერესებს. მეც არ ვიცი რატომ თუმცა მეცინება.
-ბატონი ლი ნინგი საკმაოდ ცნობილი ჩინური კომპანიის დირექტორია,რომელიც პეკინის "ჰუაკე იუფუ" სავაჭრო ჯგუფს ეკუთვნის. მსოფლიო ბაზარზე კარგი რეპუტაცია მოიპოვა.აქამდე მხოლოდ ქალებისთვის აწარმოებდა ტანსაცმელს, თუმცა რატომღაც კაცების ხაზის გამოშვებაც გადაწყვიტა. სარეკლამო სახედ შენ აგირჩია თუმცა როგორც ავღნიშე კაცებისთვისაც გამოუშვა ხაზი.მოგიწევს სხვა მამაკაცის წარმოადგენელთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიებში.-რატომღაც ეს აზრი არ მიზიდავს თუმცა ჩუმად ვზივარ.
- ეს არაა პრობლემა ადრეც გვქონია ასეთი ფოტოსესიები- ჩაილაპარაკა ლექსომ.- ოღონდ შევათანხმებთ,რომ არანაირი ჩახუტება, ხელის გადახვევა,საკოცნელი სცენა და ასე შემდეგ. - ფართოდ უღიმის ჯეკს. მე კი მას შევყურებ და მადლიერი ვუღიმი.იმაზე უკეთ მიცნობს ვიდრე წარმოვიდგენდი. ალბათ სხვასთანაც ასე აწარმოებს მოლაპარაკებებს ხოლმე და ამიტომაც არასდროს მქონია ამგვარი ფოტოსესიები.ეს პირველი შემთხვევა როცა მოლაპარაკებას ვესწრები.კატეგორიულ უარს მხოლოდ გახდაზე ვამბობდი ხოლმე - ხო კიდევ თუ საცვლებსაც უშვებს ნურც იმის იმედი ექნება,რომ რეკლამას თაკო გაუკეთებს.- მის ნათქვამზე ჯეკს ეცინება.
- არაა საცვლებს არ უშვებს.-ფეხზე დგება და ჩვენც იმავეს ვაკეთებთ.ლექსოს ხელს უწვდის.- მიხარია თქვენნაირი ადამიანი,რომ ყავს გვერდით და ყველაფერი ზედმიწევნით გათვლილი გაქვთ.ხოლო ვინ იქნება მისი მეწყვილე ხვალ გავიგებ-ერთმანეთს ხელს ართმევენ.
-ხვალ კომპანიაში შევხდებით- უღიმის ლექსოც კომპლიმენტით აღფრთოვანებული.რატომღაც მზერა უკან უკმაყოფილოსკენ მეპარება,რომელიც ცხვირ აბზუებული შემოგვყურებს.- დროა სასტუმროში წავიდე.
- გამიხარდება თუ აქ დარჩებით.
- გმადლობთ თუმცა სასტუმრო მირჩევნია.
- მაშინ იმედია მანქანის გამოგზავნაზე მაინც არ მეტყვით უარს.
- კარგი- ეთანხმება ლექსოც.მათი ლაპარაკი მესმის თუმცა მე სხვა მხარეს ვიყურები. სეჰუნი ნელა გვიახლოვდება.
- მე წავიყვან - ამბობს და კაბინეტის კარს აღებს. ჯეკი ისევ კაბინეტში რჩება.ლექსოს მეც მივყვები. ცოტახანით გარეთ მინდა გასვლა რაც ჩამოვედი სულ სახლში ვარ.მაგრამ სულაც არ მინდოდა მძღოლი ის ყოფილიყო. თუმცა არ ვაპირებ ამის გამო დავრჩე.
სასტუმროს გზაზე ხმა არ ამოუღია სეჰუნს მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობდით. არც უკანა გზაზე გამოირჩევა დიდი ლაპარაკის წყურვილით.ეს მდგომარეობა მახარებს და ამავდროულად მაკვირვებს.არასდროს უშვებს შანს ხელიდან ჩემს ნერვებზე ითამაშოს.უკვე თითქმის სახლთან ვართ. მისი ტელეფონი რეკავს.მანქანას გვერდით აყენებს და პასუხობს.მხოლოდ მისი პასუხები მესმის.
- აუცილებლია? კარგი დავფიქრდები და გეტყვი.- პაუზა ისმის მისი მხრიდან.- დავფიქრდები მეთქი- მკაცრად უჭრის და ტელეფონს თიშავს.მგონია,რომ მანქანას დაქოქავს თუმცა ასე არ იქცევა და უბრალოდ ხელს საჭეს უკაკუნებს.მინდა ვკითხო სერიოზული ხომ არაფერია,მაგრამ უბრალოდ ჩუმად გავყურებ.- შესაძლოა მე ვიყო ის ვისთან ერთადაც მოგიწევს პარტნიორობა- ჩემსკენ ტრიალებდა და თვალებში მიყურებს.
- უბრალოდ უარი შეგიძლია თქვა.- დაუფიქრებლად მცდება. მეც არ ვიცი რას ვერჩი ამ ადამიანს.ერთი კი ვიცი რაც შეიძლება შორს მინდა იყოს ჩემგან.
- რატომ უნდა გავაკეთო ეს?
- იმიტომ, რომ ვერ მიტან ვერც მე და ვერც ჩემს ოჯახს.- ძალიან მარტივად ვუხსნი ის კი კოპებ შეკრული მიყურებს.- როგორმე გავძლოთ ქორწილამდე და შემდეგ ყველა თავის გზაზე წავა.არაა საჭირო ჩემთან ერთად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ვფიქრობ არც გინდა.- მის თვალებს მზერას ვაცილებ და გზისკენ ვიხედები.
- მინდა.- მისი პასუხით გაოცებული ისევ შევყურებ. რამის თქმასაც ვერ ვახერხებ.- შენი ოჯახის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს მგონი შენ ვერ მიტან და ვერ ვხდები რატომ?!.პირველივე წუთიდან ასე მექცევი.-მიბრაზდება?ვეკითხები საკუთარ თავს.არა ნამდვილად მიბრაზდება.
- შენს თავს გაბრაზების უფლებას აძლევ იმის მერე რაც მოვისმინე? ბედავ და ამბობ რომ ჩემი ოჯახის საწინააღმდეგო არაფერი გაქვს?
- ჯანდაბა ყველაფერი ისევ იმ წერტილში მიდის.- ხელს შუბლზე ისვამს.-მართალია თავიდან ისე ვფიქრობდი როგორც ვთქვი,მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ.ჩემს ადგილას ყველა ასე იფიქრებდა.ნიასთან რამდენჯერმე გამოლაპარაკების შემდეგ კი მივხვდი,რომ ვცდებოდი-მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს. დამნაშავის მზერა აქვს აკრული.-მიზეზი ესაა,რომ არ მოგწონვარ და სულ მეკამათები?- საწყალი სახე აქვს თუმცა ტუჩის კუთხეზე ღიმილს ვამჩნევ.
- შენი აზრით უნდა მომწონდე იმ ყველაფრის მერე? - რატომღაც მეც მეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეში.
-არ მინდა ასე იყოს.თავიდან დავიწყოთ -ხელს მიწვდის.ჯერ მის ხელს დავყურებ მერე ისევ მას შევცქერი თვალებში.მეცინება.
- გავიწყდება,რომ კაცთა სქესზე ალერგია მაქვს.- ვიცინი.მინდა ხელი მეც გავუწოდო და ამას მანამ ვაკეთებ სანამ მთელი გონებით ვიაზრებ.-კოჰაბიტაცია მიღწეულია-ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი უფრო ფართო უხდება.ვერც კი ვასწრებ გააზრებას ისე მალე ჩნდება ჩემი სახის წინ ახლოს.მეორე ხელს ლოყაზე მადებს.გონებაში განგაშის სიგნალი ჩემდა უნებურად მერთვება.ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ.ისე სწაფად და ამავე დროს ნელა ეხება ჩემს ტუჩებს თავისი ტუჩებით.უეცრად მთელი სიძლიერით ხელს ვკრავ და უკან იხევს.გაშლილი ხელს სახეში ძლიერად ვურტყავ.იმ ხელს,რომელიც წუთის წინ ჩამოვართვი.
- აღარ გაბედო ამის გაკეთება! -ვგრძნობ სიბრაზისგან მთელი სხეულის თითოეულ კუნთი დაჭიმული მაქვს.მინდა ამ დასაწვავი მანქანიდან გადავიდე,მაგრამ ვერ გადავდივარ.ვგრძნობ როგორ მიმძიმდება სხეული და თვალებში ლანდები მერევა.
-ჯანდაბა ეს არ უნდა მექნა- მესმის მისი ხმა გვერდიდან.ასევე საჭეზე ხელი დარტყმის ხმა.მთელი სხეულში პანიკა მივლის.გონება მებინდება.ყურებში აღარაფერი მესმის მხოლოდ შხუილი.მუხლებზე დადებულ ჩანთას მაგრად ვეჭიდები.თვალებს ვხუჭავ და ღმად ვიწყებ სუნთქვას.თუმცა არ გამომდის დამშვიდება.თვალებში ცრემლების მოწოლას ვგრძნობ მზერას გვერდით ვაბრუნებ.დაბნეული მიყურებს და შიშს ვხედავ მის მზერაში .რაღაცას ამბობს თუმცა ვერ ვარჩევ სიბნელე ისადგურებს და საბოლოოდ ვეშვები ბნელ მორევში.
ESTÁS LEYENDO
"Philophobia" (სრულად)
Fanfic"შიში სიყვარულისა" გაუცნობიერებლად იდებს შენს სულში ადგილს და მთელ გონებას იცავს. უმიზეზოდ არაფერი ხდება.