-7-

628 50 5
                                    

ამ კვირაში უკვე მეორედ შემოვაბიჯე ამ კაბინეტში.ლექსოსთან ექიმის ხსენება და მაშინვე მისი ძებნა ერთი იყო.როგორც თვითონ ამბობს დრო არ იცდის,მაშინვე საუკეთესო იპოვა საუკეთესოთა შორის ჯეკის დახმარებით.რათქმაუნდა ეს გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო მაგრამ სადაც ოთხმა კაცმა იცის ის უკვე საიდუმლო აღარა. თუმცა ვიცი არც ჩემი და და არც ჯეკი ამაზე ჭორაობას არ დაიწყებენ,ლექსოზე ხომ აღარაფერს ვამბობ.გინდ თერაპევტი უწოდეთ,გინდ ფსიქოლოგი,გინდ ჯადოქარი ეს ექიმი ძალიან მომეწონა. ადრე ექიმების ატანა არ მქონდა. ეს გოგონა კი სულ სხვანაირია.ალბათ ასეთიც უნდა იყოს ფსიქოლოგი. უნდა გაგხსნას და თავისუფლად შეძლო მასთან ლაპარაკი.ახლა მის  კაბინეტში მოხერხებულად ვზივარ მის სავარძელში.

-თავს როგორ გრძნობ? -თვალებში მიყურებს და თან მიღიმის.

-ჰიპნოზის შემდეგ მგონი კარგად ვარ.-მეც ვუღიმი.მართლა კარგად ვარ.

-ფიქრობ,რომ შეგიძლია შეეხო შიშის გარეშე?

-არ ვიცი.არამგონია.ამაზე არ მიფიქრია-თავი ჩავხარე.ისევ ჩემს შიშებთან ვტრიალებთ.

-გიყვართ?-კითხვაზე უცებ თავს ვწევ.

-არა-ეგრევე ვპასუხობ დამფრთხალი.მას კი ეცინება.

-ადრე გიყვარდათ?

-ალბათ კი.

-და ახლა რატომ არაა?-ხმას არ ვიღებ.ისევ თვითონ აგრძელებს-გეშინია.გეშინია,რომ არ

მიგიღებენ და უარგყოფენ.გაშინებს სიყვარული და გეშინია,რომ ...

-ხო მეშინია-ვაწყვეტინებ და პირველად ვაღიარებ-მეშინია და ყველაფერი იმ ღამის დამსახურებაა.

-ეს დრო გეგონა,რომ რაღაც მოხდა.ახლა კი დრო გჭირდება შენი თავის დაჯერებაში.ისეთივე ხარ როგორც იმ ღამემდე.არ იფიქრო,იმაზე რო ყოველი შეხება ისევ იმ ღამესთან დაგაბრუნებს.შიშისკენ პირდაპირ გადადგი ნაბიჯი.ნუ მისცემ მას საშუალებას დაგიმონოს.-თვალებში ვუყურებ და გონებაში ვიხვევ მის სიტყვებს-ჩვენი დრო ამოიწურა.ვფიქრობ შემდეგ სეანსზე უკვე პროგრესი გვექნება-ორივე სავარძლიდან ვდგებით.ჩანთას ვიღებ,ვემშვიდობები და კაბინეტს ვტოვებ.გამოსულს ლექსო მეგებება.

"Philophobia" (სრულად)Donde viven las historias. Descúbrelo ahora