თავი 1

513 13 5
                                    

როგორი მოსაბეზრებელია აქ ყოფნა. თეთრი კედლები, თეთრი ჭერი, ზეწარიც კი, რომელიც "მათბობს" თეთრია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მე მოვითხოვე, მაინც დამღლელია...
აქ საქმე არავის აქვს. ჩემნაირები ერთ პალატაში იკრიბებიან ხოლმე დროის გასაყვანად, მაგრამ მე მათ არ ვუერთდები. აქ ვზივარ და წერით გამყავს დრო. ზოგჯერ ფანჯარასთან ვზივარ და ვუყურებ ამწვანებულ ბუნებას, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთივე ტყუილია, როგორიც ექიმების სიტყვები "ყველაფერი კარგად იქნება!" საწოლზე ვჯდები და ჩემთვის უკვე უფერულ კედლებს ვუყურებ, მერე კი თავს ბალიშში ვრგავ და თვალებს ვხუჭავ.
*როგორ მიყვარს მისი სიახლოვე. თავს დაცულად ვგრძნობ და აღარ მაინტერესებს რა მოხდება მომავალში... ის იცინის, როცა ჩემ ცრემლებს ხედავს. ხო, ვტირივარ, მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლებია.
-ელის ბავშვს გავხარ,-იცინის და ცრემლს მწმენდს. მეც მეცინება.
-შიუმინ!-წამოვიყვირე სიცილისას.
-ელის!* ელის გაიღვიძე!-მესმის მეის ხმა და თვალებს ვახელ.
ისევ.
უსევ ეს სიზმარი.
ისევ ჩემი უაზრი ფანტაზია, რომელიც აქ უფრო და უფრო იზრდება. შიუმინი კი ამ ფანტაზიის ნაყოფია. არ ვკცი რა მოხდებოდა შიუმინი ჩემს გვერდით რომ იყოს. მას ვეზიზღები და ამაში ვერც გავამტყუნებ... ამიტომ ჩემი თავი დავარწმუნე, რომ ის არ არსებობს. მართალია, კს არ არსებობს! უბრალოდ ამ ოთახში, სადაც არავინ მყავს ექიმის, მეის გარდა, შიუმინი საუკეთესო გამოსავალია დროის გასაყვანად.
თუმცა ესეც თავკს მოტყუება...

თვალი გავახილე თუ არა მეის შევხედე, რომელიც თეთრი ტაბლეტით ხელში იდგა. წამალი ზანტად გამოვართვი და პირში ჩავიდე. ვგრძნობდი მეის მზერას მთელი ამ დროის განმავლობაში...
-კარგად ხარ?-მხიარულად იკითხა, რლგორც ყოველთვის. თავი დავუქნიე.
-დამელაპარაკე, გთხოვ,-დაიწუწუნა და გვერდით მომიჯდა. მე კი ფეხზე ავდექი და ფანჯარას მივუახლოვდი.
ხმას იშვიათად ვიღებ, ეს არავის უკვირს. მეი კი მიჩცეულია, რომ მარტო მიყვარს ყოფნა და არ აქვს ჩემთან საუბრის ცდას აზრი. ახლაც მიხვდა და უბრალოდ ამოიოხრა.
-კარგი, საღამოს შემოვალ,-თქვა და ოთახიდან გავიდა.
ისევ მარტო დავრჩი ჩემ ფიქრებთან ერთად. მეც ეს მინდოდა. ფანჯრის რაფაზე დავჯექი, თავი ფანჯარას მივადე და კვლავ შიუმინის შესახვედრად წავედი...
*მითხრა შემხვდიო. მეც მივდივარ მასთან. ოდნავ შემაღლებული ადგილია, მომწონს აქაურობა. გზას მთვარე და ვარსკვლავები მინათებდნენ. ხეებს გვერდი ავუარე და საქანელას მივუახლოვდი. არავინ იყო. მხოლოდ მე. შიუმინს ველოდებოდი, თან საქანელასთან ერთად ჰაერში დავქროდი და ჩემ წინ გადაშლილ ხედს ვუყურებდი.
-ელის!-გავიგე ნაცნობი ხმა. აქ არის! გახარებული ჩამოვხტი საქანელიდან და მისკენ გავექანე. მოვეხვიე, მან კი ხელში ამიტაცა.
-მომენატრე!-ჩაილაპარაკა ჩემ თმებში, მე კი ჩამეცინა.
-შიუმინ, დილით გნახე,-ვთქვი, მან კი უბრალოდ ძლიერად ჩამჭიდა ხელი და საქანელისკენ წავიდა. *
თვალი რომ გავახილე უკვე ბნელდებოდა. ოთახს გადავხედე და მეი დავინახე რომელიც მნახველისთვის განკუთვნილ სავარძელზე იჯდა.
-ისევ შენი პრინცი?-მობეზრებით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.
-მეი!-მეც ჩამოვხტი რაფიდან, მას მივუახლოვდი და სავარძელზე დავაბრუნე,-რამდენი ხანია აქ ვარ...-მის გვერდით დავჯექი.
-პირდაპირ მითხარი!-ამოიხვნეშა. მიყვარს როცა ადე იქცევა. ვიცი, ამ დროს ნებისმიერ რამეს გააკეთებს ჩემთვის...
-წასვლა მინდა!-მტკიცედ ვთქვი. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ... ერთხელ წამოვიწტე კიდეც ლაპარაკი, მაგრამ მეიმ სასწრაფოდ შემაცვლევინა თემა...
-რა?-გაკვიტვებულმა წამოიძახა, ტუმცა როცა დამაკვირდა მიხვდა, ტომ არ ვხუმრობდი,-ხომ იცი ყველაფერი რთულდება... შენ... შენ...-თვალზე ცრემლი მოადგა. მე კი გამეცინა, მერე კი ნელ-ნელა წარბი შევკარი.
-ვიცი, მეი, ყველაფერი რთულდება, შეიძლება მალე მოვკვდე,-მობეზრებით ვთქვი,-ამიტომ მინდა წასვლა...
-ეს რას ნიშნავს?!-მკაცრად იკითხა. მე კი ამ კითხვამ გამომიყვანა მდგომარეობიდან.
-მეი,-ამოვიხვნეშე,-არ მინდა აქ ყოფნა! მინდა გარეთ გავიდე, სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ბუნებაში გავატარო, საყვარელ ადამიანთან ერთად!
-რომელ საყვარელ ადამიანთან, რომელიც მიატოვე?!-ირონიული ღიმილით მკითხა.
-გეყოფა მეი! ასე იყო საჭირო! თემას ნუ უხვევ! წასვლა მინდა, არ მინდა უკანასკნელად ამ თეთრ კედლებში ამოვისუნთქო!-ვერც შევამჩნიე ყვირილი როგორ დავიწყე, თუმცა მეი მშვიდად მიყურებდა და ადევე, წყნარად გააგრძელა ლაპარაკი.
-შეგიძლია დანარჩენებს შეუერთდე...-მხრების აჩეჩვით თქვა.
-და ამით მხოლოდ კედლების ფერი შეიცვლება,-ამოვიხვნეშე და ფანჯარას გავხედე,-საშინელებაა აქ ყოფნა, მით უმეტეს იმისთვის, ვინც იცის მალე მოკვდება...-ცოტა მაკლდა ტირილამდე. არასდროს მიტირია ჩემ დიაგნოზზე. პირიქით-ლეიკემია არაა რთული გადასატანი, თავის ტკივილებს კი როგოტღაც ვუძლებ. უბრალოდ ახლა ძალიან შემომიტია წასვლის სურვილმა...
მეი ფეხზე წამოდგა. ხელი თმაში შეიცურა და ერთ წერტილს მიაჩერდა. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, რომელიც კვლავ მეის ხმამ დაარღვია.
-ჩაალაგე შენი ნივთები...

Fantasy (Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora