121 თავი

356 34 0
                                    


მოსმენილის შემდეგ გუ ჰაი მაშინვე სახლში დაბრუნდა. ბინაში შესულმა დაინახა ინის ზურგი, რომელიც ჩქარა ალაგებდა თავის ნივთებს ჩემოდანში. გუ ჰაი სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მას და გაოგბენული ერთ ადგილას გაშეშდა... ინის ორივე თვალი ჩალურჯებულ-ჩაშავებული ჰქონდა, რის გამოც ისინი არასიმეტრიულად გამოიყურებდნენ, ცხვირი გასიებოდა, პერანგის საყელო შემოგლეილი, ხოლო კისერი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.... აი რა უქნეს მას იმ სამხედროებმა.

- „ნუ მიყურებ ეგეთი სახით, მტკივა." - ინი

ეს ფრაზა თითქოს დანასავით ჩაესო გუ ჰაის გულში, ისე, რომ ხელის თითები აუკანკალდა.

ინმა დაასრულა ტანსაცმლის ჩალაგება და კარებისაკენ გაემართა.

- „სად მიდიხარ?" - გუ ჰაი

- „აქედან შორს" - მოკლედ და ცივად უპასუხა ინმა

- „სახლში დაბრუნებას აპირებ?" - გუ ჰაი

- „აქედან მივდივარ და შენ არ გეხება სად წავალ" - ინი

- „მასთან* აპირებ დაბრუნებას? ასეა ხომ?" - გუ ჰაი

- „დიახ! ავდგები და წავალ მასთან." - ინი

გუ ჰაის ემოციები ერთმანეთში ირეოდა, ტკივი, მწუხარება, ბრაზი, დარდი...

- „შენ მიეცი მას უფლება, რომ დაბრუნებულიყო ხომ?" - გუ ჰაი

- „დიახ" - უკვე გაბრაზებული ტონით პასუხობს ინი - 'შეგიძლია არ მკითხო, ვაღიარებ. მე მივეცი მას ჩემი ახალი ნომერი, მთელი ამ დროის განმავლობაში მუდამ მასზე ვფიქრობდი. მე ვიცი ის ორი სამხედრო შენი გამოგზავნილია, ალბათ უკვე იცი, რომ ეს მათ დამარტყეს, დამარტყეს პირდაირ გულში... მორჩა!!!... დამთავრდა!!!.... მეყოფა!!!..."

გუ ჰაი მკაცრი გამომეტყველებით დგას და დუმს.

- „ახლა შემიძლია წავიდე?!" - ინი

- „რაც წეღან თქვი მართალია?" - გუ ჰაი

- „მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, რა არ იცი?" - ინი

ჰეროინი [ ტომი I  ]Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin