123 თავი

334 32 2
                                    

გოგონას ღრმად ეძინა, ინმა კი მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. უკვე ადგომა და სასაუზმოდ წასვლა დააპირა, კარები გამოაღო და ადგილზე გაიყინა, კარებს იქით გუ ჰაია.

- „გაიღვიძე?" - გუ ჰაი.

ინმა ავტომატურად დაუქნია თავი, თანხმობის ნიშნად.

- „წადი სახლში, მე ჩავალაგებ შენს ნივთებს" - გუ ჰაი.

ინი არ ინძრევა ერთი ადგილიდან და ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევს გუ ჰაის.

- „გაბრაზებული ხარ ჩემზე?... მთელი ღამე აქ გავათენე, გთხოვ გამიღიმე" - სთხოვა გუ ჰაიმ.

ინის თავში სრული სიცარიელეა, გაოგნებული თვალებით უყურებს მას და არ იცის რა მოიმოქმედოს, გუ ჰაი კი უყურებს მის სახეს და ვერ გაუგია რა ხება. ამ უხერხულ მომენტში ოთახიდან ახალგაღვიძებული ში ხუეის ხმა გაისმა, რომელიც ინს ეძახდა: - „ინ ...".

გუ ჰაის სახე შეეცვალა, კარს ხელი ჰკრა, შევიდა ოთახში და დაინახა ინის საწოლში მწოლიარე გოგონა.

- „მე შუაღამისას გავიგე სად იყავი, ოთახში შუქი არ ენთო, რომ არ შემეწუხებინე გარეთ გელოდებოდი, მთელი ღამე იქ გავატარე" - ამბობს გუ ჰაი ცოტახნიანი დუმილის შემდეგ - „მეშინოდა, რომ დილით მოსულს აქ აღარ დამხვდებოდი."

გუ ჰაი შებრუნდა და ოთახიდან ცივად გავიდა, ინი დერეფანში დაედევნა და ხელში სწვდა.

- „ინ, ამჯერად გირჩევ გამიშვა!" - გუ ჰაი.

...

ინი ნომერში დაბრუნდა, ნივთები ჩაალაგა და გოგონა სახლში მიაცილა.

- „ხვალ დილით მოვალ შენთან" - დამშვიდობებისას უთხრა ში ხუეიმ (#შემეტენეგოგო :@ )

....

მეორე დღეს ში ხუეიმ ინს დაურეკა, თუმცა მისი ხმა ძალიან ცუდად ისმოდა. ინს ესმოდა, თუ როგორ ცდილობდა გოგონა ვიღაც მამაკაცებისგან თავის დაღწევას, გარბოდა, გარბოდა, ბოლოს კი გაიგონა მისი განწირული ყვირილის ხმა. მამაკაცები საზიზღარ, ბილწ სიტყვებს ეუბნებოდნენ... ში ხუეი მთელი ძალით ცდილობდა მათგან თავის დაღწევას.

ამ ყველაფრის გაგონების შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ინი ში ხუეის დასახმარებლად. ადგილზე მისული ხელცართულ ჩხუბში ჩაება და მოწინააღმდეგეთა სიძლიერითა და ტექნიკით გამომდინარე მიხვდა, რომ ისინი, სავარაუდოდ, სამხედროები უნდა ყოფილიყვნენ და რა თქმა უნდა, პირველი ეჭვმიტანილი გუ ჰაი გახდა.

....

ამ დროისთვის კი გუ ჰაი ახალგაღვიძებული იყო და სააბაზანოში პირის დასაბანად შევიდა, თან ფიქრობდა, ყოყმანობდა და ვერ წყვეტდა წასულიყო თუ არა ინის სანახავად, რათა წყნარად დალაპარაკებოდა მას. მისი ფიქრები კარზე კაკუნმა შეწყვიტა, ეს ინია, რომელიც მას ადანაშაულებს გოგონაზე თავდასხმაში.

სწრაფი მოძრაობით გუ ჰაი თავისი დიდი ხელებით სწვდა ყელში ინს და ჩუმად ჰკითხა - „ შენ ფიქრობ, რომ ეს მე გავაკეთე? შენ თვლი, რომ მე შემიძლია ესეთი რამ გავაკეთო?"

ინი ჩუმადაა, მას არ აქვს პასუხი. გუ ჰაის გული კი მთლიანად ცივია.

- „შურისძიების გამო მოხვედი ჩემთან, ასე არ არის?" - გუ ჰაი - „ინ, ამ მომენტიდან მე და შენ არაფერი არ გვაკავშირებს. ოდესმე, თუნდაც მუხლებზე დაჩოქილი რომ შემეხვეწო, ზედაც არ შემოგხედავ! "

ჰეროინი [ ტომი I  ]Donde viven las historias. Descúbrelo ahora