გუ ჰაი სამხედრო ბაზაზე წავიდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავის დატვირთვას, რათა არაფერზე ეფიქრა, თანაც მისი მეგობრებიც მალევე ესტუმრნენ. როდესაც ბიჭებმა ინი მოიკითხეს და ჰკითხეს თუ რატომ არ იყო მასთან ერთად, გუ ჰაიმ მოკლედ, ცივად და მკაცრად უპასუხა - „აღარასდროს ახსენოთ მისი სახელი ჩემთან.... იცოდეთ არ ვხუმრობ!".
ბიჭებს გაუკვირდათ, თუმცა, რა თქმა უნდა, აღარაფერი უთქვამთ.
ინი მთელი კვირის განმავლობაში არ გამოსულა სახლიდან, თუმცა ში ხუეიმ როგორც იქნა, ძალით გამოიყვანა ქუჩაში და მაინც და მაინც ამ მომენტში სრულიად შემთხვევით გადაეყარნენ გუ ჰაის და მის მეგობრებს.
ინი დაჟინებით უყურებდა გუ ჰაის, თუმცა ეს უკანასკნელი სრულიად სხვა მიმართულებით იყურება, თითქოს მას ვერც კი ამჩნევსო.
- „ვინაა ეს ქალბატონო?" - სიცილით იკითხა ლი შომ*
- „მე ში ხუეი მქვია" - წყნარად უპასუხა გოგონამ
ჩოიმ** გულდასმით აათვალიერა ინი და გოგონა და ჩუმად ჩაილაპარაკა - „მართლაც ლამაზია"
- „ჰაჰა, ცოლ-ქმარს არ გვანან? ჰაა, გუ ჰაი რას იტყვი?" - ლი შო
გუ ჰაი ძეგლივით ცივი გამომეტყველებით დგას და ხმას არ იღებს. ჩოიმ ხელი ჰკრა ლი შოს და ანიშნა, რომ სჯობდა გაჩუმებულიყო.
.....
ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, გოგონა და ინი კაფეში შევიდნენ და რძის კოქტეილი შეუკვეთეს. ში ხუეი კი იხსენებდა მათ ძველ ამბებს თუ, როგორ ისხდნენ და სვამდნენ ადრე ერთად იგივე კოქტეილს და ა.შ. ( #ტვინისბურღი :D )
( * ) ლი შო - გუ ჰაის ერთ-ერთი მეგობარი (ბიჭი)
( ** ) ჩოი - გუ ჰაის ერთ-ერთიმეგობარი (ბიჭი)
أنت تقرأ
ჰეროინი [ ტომი I ]
عاطفيةავტორი : Chai Ji Dan ნოველის ორიგინალური დასახელება: 你丫上瘾了? ინგლისური დასახელება: Are You Addicted? ნოველა ორიგინალურ ენაზე, ჩინურად - http://www.danmeila.com/xiandaidushi/3796.html სერიალი ჰეროინი ქართული სუბტიტრებით იხ. ჩემს VK ჯგუფში, რომ...