134 თავი

275 22 0
                                    

ინს მოუსვენრად ეძინა, მთელი ღამე ბორგავდა და ვერ ისვენებდა საწოლში. ისე აქტიურად მოძრაობდა, რომ შიგადაშიგ გუ ჰაის ეღვიძებოდა და გადახდილ საბანს კვლავ აფარებდა ინს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში ინმა თვალები გაახილა.

- „ვერ იძინებ?" - ჰკითხა გუ ჰაიმ?

ინს ხმა არ ამოუღია, მისი თვალები უმეტყველოდ მიშტერებოდნენ გუ ჰაის, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ეძინა. ამ სურათის დანახვაზე გუ ჰაის გაეღიმა და ნაზად გადაუსვა თავზე ხელი. ინმა თვალები კიდევ უფრო ფართოდ გაახილა, აქეთ-იქით აცეცებდა, შფოთავდა და შემდეგ თავი უცებ წამოწია.

- „რას ეძებ?" - ხელი მოჰკიდა გუ ჰაიმ და ჰკითხა.

ინძა თვალები დახუჩა, წარბები შეჭმუხნა და მძინარებ რაღაც ჩაიბუტბუტა.

გუ ჰაი ძლიერად ჩაეხუტა და მისი დაწყნარება დაიწყე, მის მხარზე ხელის მონოტონური მოძრაობით*.

- „ნუ გეშინია, მე აქ ვარ" - გუ ჰაი.

....

გუ ჰაიმ თვალები გაახილა და საათს შეხედა, დილის 4 საათია, გარეთ თოვს, და ისევ დაიძინა. დილის 6 საათზე კვლავ გამოეღვიძა, თუმცა ჯერ კიდევ ბნელოდა.

ინსაც გამოეღვიზა, ადგა და საპირფარეშოში გავიდა, ფანჯარაში გიხედა, დაინახა, რომ ისევ ბნელოდა და კვლავ დაწვა დასაძინებლად.

.....

გუ ჰაიმ გაიღვიძა, თუმცა ამ ჯერად ძილი არ შეიბრუნა, ადგა და სამზარეულოში გავიდა საჭმელის მოსაძებნად. სამწუხაროდ, მაცივარი ცარიელი დახვდა, კარადაში კი მხოლოდ მშლარი ლაფშა იპოვნა. ცოტა ხანი უყურა, შემდეგ კი მოიმზადა და ჭამას შეუდგა. თითქმის უკვე დაამთავრა, როცა ინი სამზარეულოს კარებს მოუახლოვდა.

- „კიდევ არის?" - იკითხა ინმა.

- „არა, ეს ბოლო იყო" - უხერხულად გაეცინა გუ ჰაის - „ვიფიქრე, რომ შიმშილისგან მხოლოდ მე გავიღვიძე და გადავწყვიტე მეჭამა..."

მშიერი ინის შემხედვარე გუ ჰაიმ ტანსაცმელი ჩაიცვა და მაღაზიისკენ გაემარტა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ღამის 12 საათზე მეტი იყო, უბანში თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო. რამდენიმე კვარტალის გავლის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვნა 24 საათიანი სწრაფი კვების ობიექტი.

( * ) ხელის მონოტონური მოძრაობა - როცა დამშვიდების მიზნით ხელს ადებენ მხარზე, თავზე ან ზურგზე. იხ. აზიური სერიელები :D :D :D 

ჰეროინი [ ტომი I  ]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ