138 თავი

257 18 0
                                    

შხაპის მიღების შემდეგ კვლავ ლოგინში შეწვნენ, თუმცა უცებ კარზე ზარი გაისმა. ვინ გააღებს კარს? ინძას შხაპის მიღების შემდეგ ჯერ ტანსაცმელი არ ჩაუცვამს, გუ ჰაი კი ტკივილისგან ძლივს მოძრაობს.

- „მოვდივარ" - დაიძახა გუ ჰაიმ.

- „არა, მე გავაღებ. შენ კი იწექი და არ იმოძრაო" - ინი.

ინმა გააღო კარები, რომლის მოპირდაპირე მხარესაც ლი შოვი და ჩოუ გუ* დახვდნენ. ბიჭები გუ ჰაის სანახავ იყვნენ მოსულები და როდესაც ინი დაინახეს გაოგნებულებმა ერთმანეთს გადახედეს. რამდენიმე დღის წინ მათ მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული ჰქონდათ.

მწოლიარე გუ ჰაიმ ბიჭებს უთხრა, რომ ფეხი სტკიოდა და ამიტომ იწვა ლოგინში. მეგობრებმა იმ წამსვე მკურნალობის უამრავი მეთოდი შესთავაზეს.

შუადღეს ინძამ საჭმელი შეუკვეთა ისე, რომ გუჰაის სპეციალური დიეტა არ დავიწყებია. როდესაც სადილს შეუდგნენ, ინი ხორცს ჭადა, გუ ჰაი კი სპეციალურიად მისთვის მომზადებულ ბულიონს მიირთმევდა. ინი ყველანაირად ცდილობდა კონფორტი შეექმნა მისთვის, თავისი ხელითაც კი აჭმევდა საჭმელს.

ამ დროს, კარზე კაკუნი გაისმა და მაშინვე ოთხი ადამიანი შემოვიდა ბინაში, როგორც ჩანს მეგობრების გაცილების შემდეგ კარები ღია დარჩათ.

- „გუ ჰაი, ხელმძღვანელმა** გაიგო თქვენი ავადმყოფობის შესახებ და თქვენს მოსანახულებლად მოვიდა..."

ინძა და გუჰაი ერთ ადგილას გაიყინნენ.

( * ) ლი შოვი და ჩოუ გუ - გუ ჰაის მეგობრები

( ** ) საუბარია გუ ჰაის მამაზე.

(მეტი არ იყო ნათარგმნი)

ჰეროინი [ ტომი I  ]Where stories live. Discover now