139 თავი

237 17 1
                                    

გუ ჰაის მამას ბინაში შემოსვლისას მსუბუქი ღიმილი უთამაშებდა სახეზე, სავარაუდოდ ასეთი ძმური სცენის დანახვის გამო. ინმა კოვზი გვერდით გადადო და ოთახიდან გავიდა, მათთვის საუბარში ხელი რომ არ შეეშალა.

- „რომელი ფეხი მოიტეხე?" - ჰკითხა გუ ვიტომ.

- „კარგად ვარ, ისეთი არაფერია" - უპასუხა გუ ჰაიმ.

- „მიხარია, რომ ტკივილს უმკლავდები, მაგრამ ექიმთან წასვლა მაინც აუცილებელია. რამდენად ჩქარა მივალთ აქედან ექიმთან? – გუ ვიტო მის თანხმლებ პირებს ეკითხება.

- „მანქანით, საცობების გარეშე, დაახლოებით 10 წუთში" – პასუხობენ გუ ვიტოს.

- „ესე იგი ვერტმფრენით წავალთ" - გუ ჰაის მამა.

გუჰაი შოკშია მოსმენილისგან.

- „არა, რა საჭიროა. მე ავადაც არ ვარ!"- გუ ჰაი.

- „აბა რატომ წევხარ ლოგინში ავადმყოფივით?" - მამამისი.

- „თავს ცოტა ცუდად ვგრძნობ, მაგრამ არაფერი არ მომიტეხავს" - გუ ჰაი.

გუ ჰაის ნათქვამის იგნორირების შემდეგ გუ ვიტოს დაცვამ სადღაც დარეკა და ვერტმფრენის ამბებს არკვევდა....

გარკვეული დროის შემდეგ სახლის სახურავზე უკვე ვერტმფრენი იჯდა, რომლიდანაც რამდენიმე ექიმი გადმოვიდა. გუ ჰაის გასინჯვის შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ ძვალი არ იყო დაზიანებული და მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, კუნთის სპაზმის ბრალი იქნებოდა.

გარკვეული დროის შემდეგ, ბინა ყველამ დატოვა და ბიჭები კვლავ მარტონი დარჩნენ.

....

საღამოს 8 საათისთვის კვლავ კაკუნია კარებზე.

კარებს იქით სამხედრო იდგა, რომელმაც რომელიღაც დივიზიის სახელით გუ ჰაი მოიკითხა და გამოჯანმრთელება უსურვა.. და აი დაიწყო... რიგრიგობით, ერთი მეორის მიყოლებით, უამრავი ხალხი მოდიოდა, ხან ყვავილები მოჰქონდათ, ხან ხილი, თითოეული მათგანი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებდა გუ ჰაის.

შეწუხებულმა ინმა კარებზე წარწერ დაკიდა - „პაციენტს ესაჭიროება სიმშვიდე, მნახველები არ მიიღება."

ბიჭებს ღამით საკმაოდ მშვიდად ეძინათ, თუმცა დილით სატელეფონო ზარმა გააღვიძა. მეზობელი საკმაოდ თავაზიანათ სთხოვდა, რომ მათი ბინის კარებთან არსებული ნაგავი აეღოთ, რადგან სამეზობლო წუხდებოდა. როდესაც ინმა კარები გააღო იქ მართლაც მთელი გორა „ნაგავი" დახვდა... მთელი ღამის განმავლობაში უამრავი რამ მოუტანიათ, თითოეულ ყუთზე კი წარწერა/წერილი იყო, რომლითაც კვლავ სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებდნენ გუ ჰაის.


(მეტი არ იყო ნათარგმნი )

ჰეროინი [ ტომი I  ]Onde histórias criam vida. Descubra agora