142 თავი

238 16 0
                                    

შემდეგ დილას, 04:30 საათზე, როდესაც დეიდა ჩოუ სახლიდან გავიდა, კარები გაიხურა, რის ხმაზეც ინსაც გაეღვიძა და მასთან რექსტორანში წავიდა, სასაუზმოდ.

- „ინ, ასე ადრე ადექი?" - დეიდა ჩოუ

ინმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ორი ადამიანისთვის საუზმე აიღო, თან წასაღებად.

- „დღეს შენი ჯერია საუზმის ყიდვის? და რამე მოხდა, ასე გვიან რომ მოხვედი გუშინ სახლში?" - დეიდა.

- „უბრალოდ მომენატრეთ" - ინი.

დეიდას გაეღიმა. ინმა საათს დახედა და გაიფიქრა, რომ გუ ჰაი ამ დროისთვის ჯერ კიდევ სახლში უნდა ყოფილიყო.

კარებზე ვიღაცის ზარმა გუ ჰაი გააღვიძა. ვინ უნდა ყოფილიყო ასე ადრე? კარების გაღებისას აღმოჩნდა, რომ ეს ინძა იყო, ხელში სწორედ დეიდას რესტორანში შეძენილი საუზმე ეჭირა.

- „შეენ...." - გაუკვირდა გუ ჰაის.

ინს არაფერი უთქვამს ისე შევიდა სახლში. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ინმა საუზმე იყიდა, აქამდე ამას ყველთვის გუ ჰაი აკეთებდა. ინძას საქციელით გამოწვეული სიხარულისგან და მასში გაღვივებული ნაზი ემოციებისგან გუ ჰაი მიუახლოვდა და ძლიერად ჩაეხუტა.

- „ალბათ არ გეძნა მთელი ღამე, ხომ?" - გუ ჰაი.

- „არა, მეძინა ცოტა" - ინმა ცოტა უხერხულად იგრძნო თავი, თავისი ტყუილების გამო.

- „უნდა დაიძინო, შენ ხომ ასე ადრე ადგომა არ გიყვარს, როგორც ჩანს არ გძინებია" - მზრუნველობითი ტონით მიუთითა საძინებლისკენ გუ ჰაიმ.

ინძა უარზეა, ამბობს, რომ სულაც არ ეძინება, რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა გუჰაი მასზე ნერვიულობს. იმისათვის, რომ თავის ტყუილებში არ გახლართულიყო და ამ უხერხულ სიტუაციას გაქცეოდა, ინძამ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და განაცხადა, რომ ძალიან შიოდა და სურდა რამე უცებ საუზმედ.

ჰეროინი [ ტომი I  ]Donde viven las historias. Descúbrelo ahora