144 თავი

242 22 1
                                    

- „რატომ არ ჭამე არაფერი?" -გუ ჰაი შეეხო მენის მუცელს - „არ გშიოდა?"

მენმა გააქნია თავი - „არა, შენს მოსვლამდე ძალიან გემრიელი საჭმელები ვჭამე, ხორცით და თევზით."

- „ხორციანი და თევზიანი საჭმელი ჭამე?" - გუ ჰაი საეჭვოდ უყურებს ბიჭუნას.

- „ხოო" - მენმა მხიარულად უპასუხა - „უბრალოდ ინმა ყველაერი ის გაიტანა, რასაც შენ არ ჭამ, უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩაეყენებინე."

გუ ჰაის სახე შეეცვალა.

- „იცოდე, არ შეიძლება ასე ცუდად ილაპარაკო შენს ძმაზე მის ზუგს უკან!" - ეუბნება ბიჭუნას გუ ჰაი.

- „მე არ ვლაპარაკობ ცუდად, მას მართლა არ უნდოდა, რომ.... ის ხანდახან მართლა მაშინებს." - მენი.

- „მითხარი, როგორ გაშინებს?" - დაინტერესდა გუ ჰაი.

„ყოველ ღამე ჩემს საბანთან ჩახუტებულს სძინავს... და კიდევ, არ მაძლევს უფლებას შენ გითხრა, რომ ერთად გვეძინა." - მენი.

- „როდის ეძინა შენთან ერთად?" - კიდევ უფრო დაინტერესნდა გუ ჰაი.

- „ეს დღეები სულ ერთად გვეძინა" - მენი. [ ჩამშვებიი (╯°益°)╯ ]

მენს უცებ შეეშინდა და ატირდა - „მე ვეღარასდროს გნახავ შენ?"

- „რატომ?" - გუ ჰაი.

- „ინმა მითხრა, რომ თუ ამის შესახებ რამეს გეტყოდი, ვეღარასოდეს გნახავდი." - მენი.

- „რა მოხდა? მითხარი." - კიდევ უფრო ჩაეკითხა გუ ჰაი.

- „მთელი ეს პერიოდი ერთად ვცხოვრობდი, ის კი არ მაძლევს ამაზე შენთან საუბრის უფლებას." - მენი.

გუჰაი მიხვდა ყველაფერს, სახე მოეღუშა, ადგა და წასვლა დააპირა, თუმცა აცრემლებული მენი ძლიერად ჩაეხუტა:

- „გუ ჰაი არ შეგიძლია ინთან წასვლა. თუ ეტყვი, რომ ეს ყველაფერი გითხარი, ვეღარასოდეს გნახავ.... შეგიძლია სათამაშოები აღარ მომიტანო, ოღონდ არ წახვიდე, გთხოვ."

ჰეროინი [ ტომი I  ]Onde histórias criam vida. Descubra agora